გასართობისაკითხავისურათები

საკოლექციო საავტომობილო ჟურნალი ავტოლეგენდები – Журнал “Автолегенды СССР”

საკოლექციო საავტომობილო ჟურნალი “Автолегенды СССР” . გაგრძელება

მოკლედ, მოდით გავაგრძელოთ. დეაგოსტინი მანქანების გარდა უშევებს მრავალ საკოლექციო დანიშნულების ნივთებს, მაგალითად მწერებს.

ან სულაც ჰარი პოტერის პერსონაჟები ჭადრაკისთვის

ახლახანს აღმოვაჩინე, რომ დეაგოსტინიმ თვითმფრინავების კოლექციის გამოშვებაც დაიწყო.

მოდით, ისევ ავტომობილებს მიუბრუნდები. გარდა მაგისა, დეაგოსტინის ატელიეში ხდება ძველი მოდელების კონვერცირება, ანუ ერთი კონკრეტული მოდელის ძარის ან დანიშნულების შეცვლა.
აი სურათებიც, როგორია უბრალო მოდელი, როგორია კონვერსია.

გარდა მაგისა, დეაგოსტინი პოლონეთში უშვებს პარალელურად ჟურნალ კულტოვო ავტოს Kultowe Auta PRL, სადაც საბჭოთა მოდელებთან ერთად გამოდის აღმოსავლეთ ევროპული სოციალისტური პერიოდის მოდელები, როგორებიცა ტატრა (ქვემოთ შავი), პოლსკი ფიატი (თეთრი) და შკოდა.

მაგრამ ეს ზემოთ აღნიშნული მოდელები არის პოლონეთში დამზადებული და არა ჩინური, როგორც ეს ჩვენთან იყიდება.

რაც შეეხება ალტერნატიულ გამოცემებს. რუსეთში არის ჩვენი ავტოპრომი, რომელიც საქართველოში არ შემოდის და მხოლოდ რუსეთში იყიდება.

არის კიდევ ერთი ალტერნატიული გამოცემა – “საბჭოთა ავტომობილი”, რომელიც თვეში ერთხელ გამოდის და რა თქმაუნდა, თბილისში მაცნეს კიოსკებში იყიდება და არის საბჭოთა პერიოდში გამოშვებული მოდელების გაგრძელება. ტრადიცია და სტილი დაცულია.

აი ეს მოდელი სულ სამი ვარიანტი გამოვიდა – მილიციის, სპორტული და სახანძრო. მე მილიციის შემხვდა.

აქ კი ჩემი კოლექციის დანარჩენ მოდელებს განახებთ:

გაზ მ-1 და გაზ 67ბ

გაზ მ1

მოსკვიჩი 403

მოსკივიჩი 403 და ვოლგა გაზ 23

პირველი თაობის ვოლგა გაზ 21 1956 წლის მოდელი

ვოლგები გაზ 21 და გაზ 23

ზილ 111

ზილ 111გ

ახლო ბიძაშვილები დიზაინით ერთმანეთს გვანან, მაგრამ საბჭოთა პერიოდში განსხვავებული რანგის ხალხს ემსახურებოდნენ ჩაიკები. ხშირად იყო კგბ-ს შეიარაღებაში ჩაიკები, ხშირად იყო საქორწილო ესკორტის მანქანა, სადაც ნეფე-პატარძალი ისხდნენ.

ზილ 114

რაფ ლატვია

ჟიგული ვაზ 2101

ეს ჟიგული, ეგრეთ წოდებული ნოლშესტი, ამ ეტაპზე ბოლოა.

მაგრამ არის ორი მოდელი, რომელიც ავტოლეგენდამდე ვიყიდე. საბჭოთა პერიოდში გამოშვებული სრული რკინა.

ჩაიკა გაზ 13


სურათზეა ნამდვილი და საკოლექციო მოდელი

და ვოლგა გაზ 24 მილიციის

იმედია, ესეც მოგეწონებათ. თუ მოდელის ყიდვას გადაწყვეტთ, მაცნეს უახლოეს კიოსკს მიაშურეთ. ასევე ეს მოდელები მშრალ ხიდზეც იყიდება, მაგრამ როგორც საბჭოთა პერიოდში ეძახდნენ სპეკულანტებს, ორმაგ ფასად ყიდიან. არადა მახსოვს, ერთ-ერთმა გამყიდველმა თავის დროზე მითხრა, ეს მოდელები საბჭოთა პერიოდისაა და ასეთები აღარასდროს აღარ გამოვაო.

თეგები

geomilitary

ვარ ავტოფანატი მიყვარს სამხედრო საქმე მაქვს მანქანების ენციკლოპედიების კოლექცია

მსგავსი ამბები

Close
Close