არქივი

ნიკა გიორგაძის ლექსები და fast drawing

შემოგთავაზებთ ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ნიკა გიორგაძის  fast drawing-ს და ლექსებს!!

ზეთებში შესრულებული კედლის სურათი (ადამიანის წარმოშობა)
—- ზეთებში შჶსრულებული—ადამიანის წარმოშობა

121318 1188339168 poezia
***
პოეტი ვარ,  პოეტობა,  თითქოს  არის  ჩემი  დარგი,
ხმალი  არ  მაქვს, კალამი მაქვს, წერა არის ხმალზე ვარგი.
ბრძენი არ ვარ, ჭკვიანი ვარ, ჭკვიანსაც აქვს ბევრი დარდი.
ქართველი ვარ, მე ქართლელი, ქართველობას მოსდევს ჯარი.
ძლიერი ვარ, თითქოს სუსტი, უძლურება არის ფაგი.
მორწმუნე ვარ, ეჭვიანი, სათნო არის თან სატანჯი.
ოცნება ვარ, შთაბერილი, უცხო ტომის უცხო კაცი.
ბოროტი ვარ, ხან კეთილი, შური კაცის წარსატანი!
სიკეთე ვარ, თეთრი გედი, ცხოვრებამ მშვა თითქოს წამით.
მხატვარი ვარ, რეალობის, მსაჯულთათვის თითქოს ბარგი.
მუსიკა ვარ, ტრფიალთ შორის, სატირა და უცხო ჰანგი.
წარსული ვარ, მომავლისა, ისტორია თან სატანჯი.
მე სული ვარ, ბობოქარი, ცხოვრებისგან მძიმე კვანძი.
წიგნიც კი ვარ, საომარი, წასაკითხად რთულად ვარგი.
ფრინველი ვარ, ცად მებრძოლი, სიმაღლეზე მყოფი ლანდი!

ieso
ესეც ვიკმარეთ?!!! არა რას ამბობთ!
ამ ცხოვრების ამაოებით შეწუხებული,
ვდგევარ და ვლექსავ მე მოლექსე გაოცებული,
თქვენი შემყურე ისევ და ისევ გაოხებული,
არ შემიძლია გავჩუმდე წყნარად გაცოფებული.
სარწმუნოების უგულყოფით, თქვენ ნაბრძოლევი,
დგეხართ და უსმენთ მოგვების დასტას, თქვენ ხართ მონები.
სარწმუნოება? სხვა რაღა გინდათ!
ჭეშმარიტება? ინებეთ რინდად!
წელთაღრიცხვამდე ჯერაც იცოდნენ.
მას მერე იშვა თვით ღმერთი ხორცით,
სასწაულების კორიანტელი,
სულ ბობოქრობდა ბორგვით თუ შორით.
ჩვენ კი ამისთვის რა შევამთხვიეთ?!
ეკლის გვირგვინი და გვემა მწარე!!!
ნუთუ ვიკმარეთ?!!! არა რას ამბობთ!
შოლტი შოლტს მიჰყვა, მათრახი მათრახს,
ვეღარ ვძღებოდით, ჩვენ ზიზღის ფარად,
ხელი ვუკარით, ფეხები ნაზად?
და წავიყვანეთ ეშმაკის მსაჯად!
ნატანჯევსა და სისხლნადენ ვარამს,
ზედ დავუმატეთ პილატეს ზრახვა!
თვით ღმერთის შვილი იესო ვარდად,
ავაზაკისთვის გავაგდეთ კარად!!!
ესეც ვიკმარეთ?!!! არა რას ამბობთ!
გოლგოთას გზაზე სულ ფეხშიშველი,
ნატანჯ ნაგვემი საცოდავ კრავად,
უმოწყალობით და უმეცრობით,
ჯვარი ვტვირთეთ მას ტანჯვისთვის ხარბათ!!!
ესეც ვიკმარეთ?!!! არა ვინ ამბობს!
თან ფეხთით ერგო ძაძა სულ ვარდად,
სიკვდილს თვალებში ჩვენ ჩავახედეთ,
როცა ავღმართეთ ჯვარი სულ ზანტად.
ესეც ვიკმარეთ?!!! ვინ თქვა რას ამბობთ!
ხელი ვუკარით, მეორე მარად.
ზედ დავაყოლეთ ფეხები ცალად,
სისხლი სდიოდა თავ ფეხებამდის,
მაინც ვუყვარდით, არ იყო ავად.
უძლებდა მთელი დღე ამ დიდ ტანჯვას,
და ღმერთს შესთხოვდა, მხნეობას, ძალას.
მიწა გავაპეთ, გრდემლი ჩავახშეთ!
განრისხებული ღმერთი არ ვაგდეთ!
სული დავტანჯეთ, ხელი ავღმართეთ!
მოყვარე ისევ გარეთ გავაგდეთ!
ჩვენსას ძლივს მივხვდით გონება ვძაბეთ,
ჩვიდმეტ ასწლეულს გულში არ ვძაგეთ!
ესეც ვიკმარეთ?!!! არა რას ამბობთ!

light at the end of the tunnel1
სიზმრებში მძინავს
არაბუნებრივ და გაუგებარ სიზმრებში მძინავს.
ვხედავ რეალურს არაკორექტულ სამყაროს რიგად,
ვერ ამიხსნია თითქოს ზმანება და მაინც ვფიცავ!
რეალურია ზებუნებრივი, თითქოს სხვა ციდან.
ვარამით სავსე ხალხის სახეებს შევხედავ ტვირთად,
ხიდს დავინახავ სხვაგან მიმავალს, სინათლის სხივად.
თავს ვეკითხები, სდექ არ რა ხდება შენ თავს ხომ სძინავს?
და გავიხსენებ რეალობას საოცარ ფიქრად.
ხელებს ჩავკიდებ მე სიჩქარით მიმავალ გვირაბს,
ანგელოზების მედიდურ ფრთებში ავღნიშნავ გრიგალს,
კეთილი სახით შემომყურე ბედნიერ მღიმარს
და წმინდანების უცოდველობით აღსავსე ტრფიალს,
მარად მდინარე ნაკადულების ჟამიერ ჩხრიალს,
უცხო არსებით სულ დამშვენებულ, ხეივანს მტირალს.
ბოლოს მივაგნებ შემწეობით პატარა მიწას,
ღმერთის სახელით მიბრძანებენ მე სიტყვას ფიცად,
თქვანია მამა პაპით გეკუთვნით ეს მიწა. გძინავთ?
საქართველოა ეს მადლიანი მე სულსაც ვფიცავ!!!]

172805756
წამგლიჯეთ სულ, ყველაფერი წამგლიჯეთ
წამგლიჯეთ სულ, ყველაფერი წამგლიჯეთ,
წაიღეთ, ბოროტებასაც არ ვიღებ!
სულ ყველაფერი შეკრული ცხოვრებისაგან თავს იქებს,
ამაოებით ვსებული ნივთებისაგან ჟამს ისმენს,
ტანჯვისგან ისევ ვნებული, უსულდგმულობით კარს მიღებს,
გამოუცდელი მეღვინე საქართველოში ხმას იღებს,
გაუმხელელი გრძნობები, ზურგს უკან ისევ თავს იჩენს,
გარდასავალი წაწყმედა გარდაუვალად თავს იქებს,
უცხო ტომელთა კავშირი სისხლის დენამდე არ გვიშვებს,
ერთი მეორის მტრობა კი საშვილთაშვილოდ კრახს იწვევს,
წაიღეთ სულ ყველაფერი წაიღეთ!
ხმას ვიღებ ვერ მომერევით თან მიგებთ!
ამდენ ჟამობას ნაცადი ბრძოლაში მინდა დავეცე!
ამდენ ხატობას ნავალი მორწმუნე მინდა ცას შევხვდე!
ამდენ ღალატით მე ნატანჯს გულში ისარი არ მეცეს!
ამდენ გმირობის ნაზარდი უგმიროდ მიწას გავექცე!
უბრალოდ ჟამთა ნაცადი ბრძოლის დროს მინდა დავეცე……..

gotrsj9
ქალაქში როდესაც ჩაივლი
ქალაქში როდესაც ჩაივლი მღერიან,
ქალაქში როდესაც გაივლი ტყვრებიან,
ქუჩებს როდესაც გაივლი მიხვდები:
სულ რაღა დაგვრჩა საერთოდ ხვდებიან?
სისხლით მონაპოვრს თვითონ ვუარყოფთ!
სარწმუნოება უცხო ფერია!
მშვიდობა ომით შეცვლილი გედია,
და მეგობრობა დიდი ბედია.
მეგობრის გარეშე ხომ დელეგმის ხევია
და გადამსკდარი უდაბნოს გრდემლია.
ამოუვსობი გულის ხვრელია
და შენი თავის დამღუპველია…
ქალაქში მტვერია, ქალაქში მღერიან.
ქალაქში ბევრია და მიტომ წყრებიან.
ბარში სულ მტვერია და მიტომ მღერიან,
შენ რატომ არ მღერი, რატომ რა გრეხია?

130f79367
მე მხოლოდ ერთი
მახინჯი სულის კეთილი ტანი ნუ მოგატყუებს,
რეალობის შეგრძნების გრძნობა, სივრცეს აბრუებს.
დედამიწაზე ყოფნის სურვილი ეშმაკს აგიჟებს!
უგუნური დამცირების დროს კი სულ აღვივებს!
ჩვენგან ბევრია კეთილის მყოფი, მაგრამ ვაბიჯებთ!
ყორნის მოსვლისას ფეხთით ვეგებით და სულ ვადიდებთ.
ვგევართ თავმოყრილ უბედური ნივთების გროვას.
სკივრში ყოფნის დროს ერთმანეთზე გადამწყდარ ხროვას!
ბევრი ვერ ხედავს, ბევრიც არ იმჩნევს,
მე მხოლოდ ერთი ამას არ ვიღებ!
ბევრი დამცინის, ბევრიც მადიდებს,
რეალობისთვის ბევრიც მაგინებს.
რა ვქნა ესა ვარ რატომ არ იგებს!
ბევრი მარტვილით სულს რომ აგიჟებთ.
გულის გატეხვით ნეტავ რას იგებთ?!
საერთოდ რატომ არასდროს მიგებთ???

017f9046bcfc
ჩემ ქალაქში ხომ…
ქვეყნის ტრფობა, პატრიოტულ სულისკვეთებას გამოავლენს,
ჭკვიანების დაცინვა, სულელების ბუნებრივ პერსპექტივას წარმოადგენს,
ხორცთან ბრძოლა, ქრისტიანობის ნორჩად დაცვას ამოაფრქვევს,
გულით ნდობას, საბოლოოდ ღალატობა გადმოანგრევს,
უსასრულობას, სასრული კედელივით ჩამოანგრევს,
ღმერთის გმობა, დღესდღეობით ბევრს გადმოაგდებს,
ერთ-ერთ გასართობ საშვალებას წარმოადგენს,
შურისძიება, იარაღის თანხლებ მოვლენას ამოაგდებს.
ჭეშმარიტება აქ ყოველთვის ბოროტებას აფრთოვანებს.
სისხლი, მკვლელობა სულიდან გამომავალ ძახილს წარმოაჩენს,
სიყვარული, სიძვით შეცვლის პერსპექტივას არ მოგაკლებს.
ფული, ხელის ჭუჭყის უქონლობას გაანაცრებს,
გაგხრწნის, გაგყვრნის დამცინავად პოლემიკას გააბასებს.
გულით ნდობას, საბოლოოდ ღალატობა გადმოანგრევს,
ჩემი ქალაქი ამ ყველაფერს ერთობლივად წარმოადგენს!!!

landing at war 03
***
ეკლესიები იწვება, ეკლესიები ინგრევა,
ბოროტებები იმარჯვებს, კონსისუსს აღარ ეშველა.
ომი მშვიდობას ბანს აძლევს, ხალხს ომით გული ერევა!
მშვიდობა ძალით დავკარგეთ, ბრძოლა მიზეზად ეძლევა,
ჩახუთულობით ვიხრჩობით, უბრალოთ ბოღმა გვერევა,
ანგელოზები განვგმირეთ, მიწას ეშმაკი ერევა.
იარაღს ხელი ვუკარით, მოკვლითაც ბევრი ეძგერა.
სასტიკ მიზნებში შეპყრობილ, მიზანს ეკალი ედება,
გვამებში მყოფებს ვერ ვარჩევთ, ღრუბრლს ღრუბელი ერევა.
დაწყნარებულებს ვერ ვხედავ, ყოველთვის ბრაზი მედება.
ქალაქში ტანჯვა მატულობს, კონფლიქტს თან ტყვია ერთვება!!!….

ჯერჯერობით მხოლოდ ეს ლექსები დავბლოგე, შემიფასეთ!
არ ვიცი რა რეაქცია მოყვება ამ ლექსებს რადგან დღევანდელ თაობას ეგრე მგონია სულ სასიყვარულო თემები აინტერესებს, მე კი ამაოებაზე ვწერ!

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button