უცნაური

მზის ენერგია თმებიდან: რევოლუცია თუ აბსურდი?

139777
მზის ენერგიის პოპულარობის ზრდის მიუხედავად, მრავალი მომხმარებლისთვის ფოტოელექტრო ელემენტების შეძენა და ექსპლუატაცია აქამდე დიდ ფუფუნებად რჩება.

მზის ენერგიის ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაჭრა მილან კარკიმ (Milan Karki) – 18 წლის ნეპალელმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ არც თუ ისე დიდი ხნის წინათ გადაწყვიტა. იგი ამის გაკეთებას ადამიანის ჩვეულებრივი თმების დახმარებით აპირებს.ნეპალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანად ითვლება. ამ სახელმწიფოს მრავალი დასახლებული პუნქტის მცხოვრებნი ელექტროენერგიას ვერ ხმარობენ.

139778

მილანის ბატარეების სხვა მწარმოებლების მიერ შექმნილთაგან მთავარი განსხვავება კრემნიუმის მაგივრად ადამიანების თმების გამოყენებაა. როგორც ცნობილია, კრემნიუმის ფირფიტები მზის ელემენტების ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტებია, ხოლო მასზე უარის თქმა კი გადაწყვეტის სიიაფესა და ხელმისაწვდომობაზე საუბარს შესაძლებელს ხდის.

139779

ადამიანის თმებისგან მზის ელემენტების შექმნის მილანის პროექტი არსებითად ექსპერიმენტულია, თუმცა ამბიციურ გამომგონებელს შეჩერება არ სურს და “თმის” მზის მოდულების წარმოების კონვეიერზე “დაყენება” სურს.კარკის თქმით, კრემნიუმის მაგივრად თმების გამოყენებას მელანინი უწყობს ხელს – შუქისადმი მგრძნობიარე პიგმენტი, რომელსაც გატარის როლის შესრულება შეუძლია. ასეა თუ ისე, მაგრამ მილანის ბატარეას 18 ვატი ენერგიის გამომუშავება შეუძლია, რაც მობილური ტელეფონის დატენვა ან ოთახის ერთი საღამოს განმავლობაში განათებისთვის სავსებით საკმარისია.

139780

ახლა კი რაც შეეხება ფულს. მზის ელემენტი მილანს 38 დოლარი დაუჯდა. თუ კი მასიურ წარმოებაზე ვისაუბრებთ, ერთი ბატარეის საბოლოო ღირებულება ორჯერ შემცირდება. აღსანიშნავია, რომ დრო და დრო თმების შეცვლა იქნება საჭირო. მიუხედავად ამისა, ეს პროცედურა არ არის რთული და ამის გაკეთება ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება. ნეპალში ნახევარი კილოგრამი თმა 26 დოლარი ღირს, ხოლო აკუმულატორების ნაკრები – 83 დოლარი. თუ კი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბატარეები ორი დღე-ღამე მუშაობს, ხოლო თმები კი რამდენიმე თვე, ეკონომია მართლაც თვალნათელია. ვიმედოვნებთ, რომ გონიერი ყმაწვილი მიზნის მიღწევას შესძლებს. ვინ იცის, იქნებ ხვალ ჩვენი პერსონალური კომპიუტერები ჩვეულებრივი თმებისგან დამზადებულ მზის ელემენტებზე იმუშავებენ.

მსგავსი ამბები

Back to top button