საკითხავისასარგებლოუცნაური

მისტიური ტომი – ბადუი


ბადუი, ტომი, რომლებიც თავიანთ თავს კანეკებს ეძახიან, არის ტრადიციული თემი ადამიანების მცხოვრები ინდონეზიის პროვინციის ბანტენის დასავლეთ ნაწილში. მათი რიცხვი შეადგენს 5000-8000 ადამიანს, რომელნიც ძირითადად მთებში ცხოვრობენ, ზღვის დონიდან 300-500 მეტრის სიმაღლეზე. ბადუი იცავს ბევრ მისტიურ ტაბუს. მათ ეკრძალებათ მოკვლა, მოპარვა, სიცრუე, მეუღლის ღალატი, ალკოჰოლური სასმელის მიღება, კვება ღამით, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება, ყვავილების ტარება, პარფიუმერიის გამოყენება, ოქროს ან ვერცხლის მიღება, ფულთან შეხება, თმის შეჭრა.


ბადუის ხალხის რელიგია ცნობილია როგორც აგამა სუნდა ვივიტან და აერთიანებს ინდუიზმის, ბუდიზმის და ტრადიციული რწმენის ელემენტებს. სიტყვა “ბადუი” შეიძლება მოდიოდეს ტერმინიდან “ბედუინი”, მაგრამ ზოგიერთი წყაროები ადგილობრივი მდინარის სახელს მიაწერენ აღნიშნული სახელწოდების დამკვიდრებას. ისინი საუბრობენ სუნდას არქაულ დიალექტზე.


ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობენ


ბადუის ტომის წევრი-მზარეული ამზადებს ბრინჯს


ტანსაცმლის ქსოვისას


ტომის სახლების საერთო ხედი


ბანანის გასაყიდად მიმავალი


ბადუის ტომის წევრი ემზადება მდინარიდან შეშის წასაღებად…


… და გასაყიდად


ბავშვები შეშის შეგროვებისას


ბადუის ტომის დელეგატები 1920 წელს

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close