არქივი

სკანდინავიური მითოლოგია ნაწილი I. ღმერთები

odin

ოდინი (Odin, Óðinn Odhin, Wotan, Wotan, Jolnir) – უზენაესი ღვთაება სკანდინავიურ მითოლოგიაში; ვალჰალის მბრძანებელი, ბრძენი, ომისა და შუღლის ღვთაება. ლეგენდის მიხედვით, ხალხს უმეტესად ევლინებოდა, როგორც ცალთვალა, ლურჯმოსასხამიანი მოხუცი. იგი რვაფეხიან ცხენზე, სლეიპნირზე, არის ამხედრებული. როდესაც ის თავის სამფლობელოს დარბაზში ზის მას ორი ყვავი, ჰუგინი (აზროვნება) და მუნინი (მახსოვრობა) გარე სამყაროს ამბებს ყურში ჩასჩურჩულებენ. ორი მგელი, რომლებიც მის ფეხებთან სხედან : გერი (ნაყროვანება) და ფრეკი (განადგურება).
ოდინს უამრავი ზედმეტსახელი შეარქვეს. ყველაზე გავრცელებული სახელებია:
ალფადირ (ყველაფრის მამა)
ბოლვერკ (უბედურების მომტანი)
ჰარ (ძალიან მაღალი)
ჰარბარდ (ნაცრისფერი წვერი)
ჯაფნჰარ (უმაღლესი)
თჰიდი (მესამე)
ვეგტამ (ბილიკების მცოდნე)

odini

ოდინმა და მისმა ძმებმა იმირი (პირველი გიგანტი) მოკლეს. იმირის ნარჩენებისგან მათ მიდგარდი (ადამიანთა სამყარო) შექმნეს. ჭიაყელებისგან, რომლებიც იმირის ჩონჩხს შესეოდნენ, ნაინები იქნა შექმნილი. ცხრა დღე-ღამის განმავლობაში, საჭმელის და სასმელის გარეშე, ოდინი იგდრასილზე (ხე-სამყარო) იყო ჩამოკიდული, რათა ხის სიმბოლოთა საიდუმლო შეეცნო. თავისი ცალი თვალი მან მიმირის შადრევანში დატოვა. თვალის ნაცვლად მან სიბრძნე მიიღო. ოდინმა ნაინებს პოეზია მოპარა და ღმერთებს და ადამიანებს აჩუქა. ოდინი მოკლული იქნა მგელ ფენრირის, ლოკის შვილის მიერ, რაგნაროკის (უკანასკნელი ბრძოლა) დღეს.
ოდინის შთამომავლები იყვნენ:
იორდისგან – თორი
ფრიგისგან – ბალდერი, ჰედი და ჰერმოდი
რინდისგან – ვალი
გრიდისგან – ვიდარი
იმის გარდა, რომ ოდინი სკანდინავიური მითოლოგიის მთავარი ღმერთი იყო, ასევე ის წარმოადგენდა გერმანული ეპოსის მთავარ ღვთაებასაც, ამიტომ ჩრდილოეთ ევროპაში მისი კულტი ძალიან გავრცელებული გახლდათ.

tori
თორი (Þórr, Thor, Thunar, Donar) – სკანდინავიურ მითოლოგიაში, ელვის და ქუხილის ღმერთი. თორი არის ოდინის და იორდის (დედამიწა) უფროსი შვილი. ის არის სიფის ქმარი, მოდის (სიმამაცე), თრუდის (ენეგია, სიფხიზლე) და მაგნის (სიძლიერე) მამა. თორის სახლს თუდთჰვანგრი (ენერგიის მოედანი), დარბაზს კი ბილსკირნირი (მოციმციმე ნათება) ქვია.
თორი არის კოლოსალური ძალის მქონე მეომარი. მისი მაგიური სარტყელი მას კიდევ უფრო უმატებს სიძლიერეს: რაც უფრო ძლიერ მოიჭერს სარტყელს, მით უფრო მეტი ძალა ეძლევა. მისი იარაღი არის დიდი საომარი ურო – მიოლნირი, რომელიც ლოკის დავალებით იქნა გაკეთებული ორი ნაინის, სინდრის და ბროკრის მიერ. მიოლნირის გაქნევის შემდეგ ეს საომარი ურო მუდამ, თავის მფლობელს, თორს უბრუნდება და მზად არის ხელახალი ბრძოლისთვის. თორი ცას კვეთს ორი მაგიური თხის, ტანგნიოსტის და ტანგრისნირის მეშვეობით. ამავე დროს ეს ორი თხა თორის გამოულევი საკვებია. ის მათ შეწვავს და ჭამს. ძვლებს კი ტოვებს და მეორე დღეს თხები ცოცხლდებიან. თორი არის ყველაზე ძლიერი ადამიანთა და ღმერთთა შორის. ის აგრეთვე არის მიგდადრის დარაჯი. ამასთანავე თორი ღმერთებს და ადამიანებს გიგანტებისგან იცავს. რაგნაროკის ჟამს იგი ლოკის შვილს, დიდ ზღვის გველს, იორმუნგანდს ებრძვის და დაამარცხებს მას. მაგრამ იორმუნგანდი მაინც შესძლებს კბენას და თორს შხამით მოწამლავს. გველი პირველი იღუპება, ხოლო თორი კი ცხრა ნაბიჯის გადადგმას ახერხებს, რის შემდეგაც ეცემა.

loki

ლოკი (Loke,Loki,Lopt)- ცეცხლის ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში. გიგანტების, ფარგაუტისა და ლაუფეის შვილი. მიუხედავად მისი იოტუნორი წარმოშვებისა ასებმა მაინც დართეს ნება, რომ მას ასგარდში ეცხოვრა თავისი არაჩვეულებრივი გონებისა და ეშმაკობის გამო.
ლოკის აქვს ძალა, რომლითაც მას შეუძლია ნებისმიერი ცხოველის ფორმა მიიღოს და შეიცვალოს სქესიც კი.ნახევარი წლის მანძილზე იგი ცხენად ევლინებოდა სამყაროს. ცხენად ყოფნის პერიოდში მან გააჩინა რვაფეხიანი ულაყი სლეიპნირი, რომელიც ოდინის ერთადერთ ეტალონად იქცა. ლოკის სამი შვილი – ალი, ვალი და ნარვი – სიგინმა გაუჩინა. მას აგრეთვე სამი შვილი ანგრბოდამ გაუჩინა. ესენი არიან – სამი ყველაზე შიშისმგვრელი ქმნილებანი სკანდინავიურ პანთეონში :
იორმუნგანდი – ზღვის დიდი გველი;
ფენრირი – მგელი-გიგანტი;
ჰელი – გარდაცვლილთა სამეფოს ქალღმერთი.
მან ბევრი ბოროტება გაუკეთა სხვა ასებს, მაგრამ მათ იგი მაინც სჭირდებოდათ თავისი მრავალი შესაძლებლობების გამო. მისი მიზეზით დაიღუპა ღმერთი ბალდერი, რაც გახდა მიზეზი სხვა ღმერთების მრისხანებისა. ლოკეს ღალატით განრისხებულმა სხვა ღმერთებმა შეიპყრეს იგი და მიწისქვეშეთში, კლდეზე, მიაბეს და თავზე შხამიანი გველი დაადეს, რომელიც მის სახეზე შხამს აწვეთებდა. მაგრამ ლოკეს ერთგული ცოლი, სიგინი გველის შხამს თასს აფარებს, რათა ლოკემ ტკივილი არ განიცადოს. როცა თასი ივსება და სიგინი მის დაცლას ცდილობს შხამის წვეთები მაინც ეცემა ლოკეს სახეზე და იგი ჯოჯოხეთურ ტკივილს განიცდის. გადმოცემით, სწორედ ამ დროს ხდება დედამიწაზე მიწისძვრა.
საბოლოოდ ლოკის შვილები იორმუგანდი, ჰელი და ფენრირი რაგნაროკის დღეს დაიხოცნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა მზის გადაყლაპვა მოასწრო, რის შემდეგაც სამყარო შეიცვალა და ახალი მზე მოევლინა დედამიწას.

tyr

ტირი – გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში, ომის ცალხელა ღვთაება, ოდინისა და გოლიათის(სამყაროს გოლიათის, იმირის და) შვილი.
ტირს ხელი ლოკის ნაშიერმა, უზარმაზარმა მგელმა, ფენრირმა მოაჭამა, როდესაც ღმერთები ცდილობდნენ მისი ჯადოსნური ჯაჭვით დაბმას. ტირმა სპეციალურად ჩაუდო მას პირში ხელი, რათა დრო მიეცა სხვა ღმერთებისთვის სწრაფად ემოქმედათ და ჯაჭვით დაებათ ეს საშინელი არსება. რაგნაროკის დღეს ტირი შეებრძოლა ძაღლ-ურჩხულ ჰარმს. მათ ერთმანეთი სასიკვდილოდ დაჭრეს და ბრძოლის ველზე დაეცნენ.
ტირის მნიშვნელობას სკანდინავიურ მითოლოგიაში ისიც ამტკიცებს, რომ მის სახელისთვის რუნულ დამწერლობაში, რომელსაც ვიკინგები იყენებდნენ, ცალკე რუნაა შექმნილი
frei
ფრეი – გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში ნაყოფიერებისა და ზაფხულის ღმერთი. წარმოშობით ვანებიდან იყო, ნორდისა და სკანდის ვაჟი. ფრეის მამა ნორდი ოდინმა იშვილა, როდესაც ასების (ოდინის უმაღლესი ღმერთები) ვანებთან ომის დასრულებისა და მშვიდობის დამყარების შემდეგ ვანებმა მძევლად დატოვეს ასგარდში. ფრეის ტყუპი და ჰყავდა, რომელსაც ფრეია ერქვა და სიყვარულისა და ომის ქალღმერთი იყო.
ფრეი ფლობდა მზის სხივების ძალას და შეეძლო ადამიანების დახმარებოდა დიდი მოსავლის მოყვანაში. ის ახოვანი და მშვენიერი ვაჟკაცი იყო და სილამაზით ბალდერ მშვენიერსაც კი არ ჩამოუვარდებოდა, ხოლო ხასიათით კეთილი და მოწყალე იყო ისევე, როგორც მისი მამა ნორდი. მას არ უყვარდა ომი და მუდამ ცდილობდა მშვიდობის დამყარებას. ფრეის წმინდა ცხოველად ითვლება ტახი. ლეგენდებში მოიხსენიება, რომ ფრეის დვალინმა სკიდბლადნირის გემი აჩუქა, ხოლო სინდრიმ გულიბურსტის ტახი.

I ნაწილი ღმერთებს მივუძღვენი შემდეგ ნაწილს კი სკანდინავიურ ქალღმერთებზე დავდებ.
იმედია მოგეწონათ  ;)

წყარო : ვიკიპედია

Back to top button