საინტერესო ფაქტები (ნაწ2)
პირველ ნაწილზე არანაკლებ საინტერესო ფაქტები
1.ძვირფასი თვლების ფერი განპირობებულია მათი „უსუფთაობით“, ანუ მინარევებით. მაგალითად, ლალს წითელ შეფერილობას აძლევს მასში არსებული ქრომი, რომელიც ზურმუხტს რატომღაც მწვანე შეფერილობას ანიჭებს.
2.66 წლის ელექტრიკოსს რეი ლეკომბერს ოჯახმა მეტსახელად „კატა“ შეარქვა, რადგან მან, ფაქტიურად, 9–ვე სიცოცხლე გამოიყენა. იგი „მოკვდა“ 2–ჯერ– სახლში გულის შეტევით, 4–ჯერ – სასწრაფოს მანქანაში და 3–ჯერ – საავადმყოფოში. და ეს მხოლოდ 2 საათის განმავლობაში. ყოველი მორიგი „გაცოცხლების“ შემდეგ ის აგრძელებდა „წინა“ ცხოვრებაში დაწყებულ საუბარს, ვითომც არაფერი მომხდარა. ახლა იგი თავს შესანიშნავად გრძნობს.
3.საკმაოდ უცნაური დამთხვევებია აბრაამ ლინკოლნსა და ჯონ კენედის შორის. ლინკოლნი კონგრესში აირჩიეს 1846 წელს, კენედი – 1946 წელს. ლინკოლნი პრეზიდენტად აირჩიეს 1860 წელს, კენედი – 1960 წელს. ორივე მოკვდა თავში ნასროლი ტყვიით. ორივე მოკვდა პარასკევს. ლინკოლნის შემდგომი პრეზიდენტი იყო ენდრიუ ჯონსონი, დაბადებული 1808 წელს. კენედის შემდგომი პრეზიდენტიც ჯონსოსნი იყო, ლინდონი, დაბადებული 1908 წელს. ლინკოლნი მოკლეს თეატრის შენობაში და მკვლელები დაიმალნენ ბანკის შენობაში. კენედი მოკლეს ბანკის შენობიდან და მკვლელი დაიმალა თეატრის შენობაში.
4.ანატიდაფობია არის შიში იმისა, რომ სადღაც, დედამიწის ზურგზე, არსებობს იხვი, რომელიც გიყურებს.
5.ქალი დღეში საშუალოდ 7000 სიტყვას ამბობს, კაცი – 2000.
6.Hippopotomonstrosesquippedaliophobia – ეს არის გრძელი სიტყვების შიში
7.მედუზები მზეზე ორთქლდებიან, რადგან მათი 98% წყალია.
8.არ შედოთ ყურძენი მიკროტალღურ ღუმელში, ისინი აფეთქდება.
9.კუბიკ–რუბიკს აქვს 43,252,003,274,489,856,000 შესაძლო კომბინაცია. ყოველ ერთ წამში ერთი დატრიალება რომ მოვახდინოთ, 1400 ტრილიონი წელი მოვუნდებით ყველა კონფიგურაციის გავლას. წარმოდგენისათვის, ეს რომ დიდი აფეთქების დროს დაგვეწყო, ჯერ კიდევ არ გვექნებოდა დამთავრებული.
10.იაპონიაში ოთხკუთხედ საზამთროებს მიირთმევენ.
11.ხამანწკებს შეუძლიათ „წაღმა–უკუღმა“ ცვალონ თავიანთი სქესი.
12.თუ ერთი დღის განმავლობაში ისუნთქებთ ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, ჩათვალეთ რომ 2,5 კოლოფი სიგარეტი მოწიეთ.
13.სტატისტიკაზე დაყრდნობით, ორშაბათი საყვარელი დღეა თვითმკვლელებისთვის.
14. ფილმ „ავატარს“ ჭირდება ერთი პენტაბაიტი სივრცის მარაგი (storage space). პენტაბაიტი უდრის 500 ცალ 2 ტერაბაიტიან მყარ დისკს (1 ტერაბაიტი= 1000 გეგაბაიტს).
15.მთქნარება იმდენად გადამდებია, რომ არათუ დანახვა, მასზე გაფიქრებაც კი საკმარისია. ამის წამკითხველთა 50% დაამთქნარებს