ახალი ამბებისაქართველო

ვერმახტის ქართული ლეგიონი, გერმანიის მხარეს მებრძოლი 30000 ქართველი

ეს ჩემთვის ძალიან გასაკვირი და უცხო ინფორმაცია აღმოვაჩინე დღეს,
უფრო სწორად რამდენიმე წუთის წინ. მართალია ძალიან შემრცხვა, რომ აქამდე საერთოდ არაფერი მქონდა ამის შესახებ გაგებული, მაგრამ ხომ იცით სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

მოკლედ ვინც არ იცით რა ხდებოდა ჩაუყევით პოსტს:

ვერმახტის ქართულ ლეგიონში გერმანული ფორმით იბრძოდა დაახლოებით 30.000-მდე ქართველი მებრძოლი. მათ სადავეში ედგათ გენერალ-მაიორი შალვა მაღლაკელიძე.


ქართველი სამხედროების სამკერდე ემბლემა


ქართველი სამხედროების საყელოს ემბლემა

წარმოგიდგენთ ქართული ბატალიონების და რაზმების სიას:

795-ე ქვეითი ბატალიონი ’შალვა მაღლაკელიძე (სურათზე)’
796-ე ქვეითი ბატალიონი
797-ე ქვეითი ბატალიონი ’გიორგი სააკაძე’
798-ე ქვეითი ბატალიონი ’მეფე ერეკლე II’
799-ე ქვეითი ბატალიონი ’დავით აღმაშენებელი’
822-ე ქვეითი ბატალიონი ’თამაფ მეფე’
823-ე ქვეითი ბატალიონი ’შოთა რუსთაველი’
824-ე ქვეითი ბატალიონი ’ილია ჭავჭავაძე’
I/1 სამთო-მსროლელი ბატალიონი
I/9 ქვეითი ბატალიონი
II/4 სამთო-მსროლელი ბატალიონი
II/125 სასწავლო ბატალიონი
II/198 ქვეითი ბატალიონი
III/9 სასწავლო ბატალიონი
”ბერგმანის” №1 ქართული ბატალიონი
ქართული სს ჯგუფი
დივერსიული რაზმები ”თამარა I და II”

საბრძოლო გზები:

795 ბატ. ‘შალვა მაღლაკელიძე’
1942: ნალჩიკის მიმართულება, ბაქსანის და ურუხის ხეობები ჩრდილოეთ ოსეთში. 1944: შერბურთან (საფრანგეთი) მოიგერია და უკუაგდო აშშ-ს დესანტი.

796 ბატ.
1942/43: იბრძოდა ტუაფსეს მისადგომებთან. დაშალეს კაპიტან ჭიჭინაძის და რამდენიმე ათეული ჯარისკაცის რუსების მხარეზე გადასვლის გამო.

797 ბატ. ‘გიორგი სააკაძე’
1943/44 გრენევილში (საფრანგეთი) 709-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში.

798 ბატ. ‘მეფე ერეკლე II’
1943/44 სენ ნაზერი (საფრანგეთი) 384-ე გერმანულ დივიზიაში.

799 ბატ. ‘დავით აღმაშენებელი’
1943-45 მოქმედებდა საფრანგეთის ცენტრალურ რაიონებში.

822 ბატ. ‘თამარ მეფე’
1944/45 ლიონთან (საფრანგეთი) 344-ე გერმანული დივიზიის დაქვემდებარებაში. ომის ბოლოს დისლოცირებული იყო კუნძულ ტექსელზე (ჰოლანდია), სადაც მოაწყო აჯანყება, რომელიც გრძელდებოდა 1945 წლის 22 მაისამდე და ცნობილია ‘ევროპის უკანასკნელი ბრძოლის’ სახელით.

823 ბატ. ‘შოთა რუსთაველი’
1945: იცავდა ლა-მანშს კუნძულ გერნსიზე.

824 ბატ. ‘ილია ჭავჭავაძე’
1944: იბრძოდა ლვოვის მისადგომებთან გერმანიის 349-ე დივიზიის შემადგენლობაში.

I/1 სამთო-მსროლელი ბატ.
?

II/4 სამთო-მსროლელი ბატ.
1942/43: ჩრდილოეთ კავკასია, ყირიმი. ომის ბოლოს საფრანგეთი.

I/9 ქვეითი ბატ.
1942:43: ჩრდილოეთ კავკასია, ყირიმი. ომის ბოლოს საფრანგეთი.

II/198 ქვეითი ბატ.

1943: 198-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში წარმატებით იბრძოდა კურსკთან, ხარკოვის მიდამოებში და დნეპრზე. 1945: იბრძოდა ჩრდილოეთ იტალიაში პარტიზანების წინააღმდეგ სს-ის II სატანკო კორპუსის შემადგენლობაში.

სადაზვერვო ბატ. ‘ბერგმანი’
1942/43: დივერსიები ჩრდილო კავკასიაში, ანტიპარტიზანულ ბრძოლები ყირიმში.

ქართული სს ჯგუფი
1944/45: ჩრდილოეთ იტალია

სხვადასხვა იფნორმაციები:

სულ გერმანიის არმიაში 30 000-მდე ქართველი იბრძოდა. 12 საველე ბატალიონი იქო შექმნილი. არსებობდა ქართული SS-იც.

მაგ.: ლეგიონის 795-ე ბატალიონი იბრძოდა კავკასიაში. 4-11 დეკემბერს მათ უკუაგდეს საბჭოთა ქვედანაყოფების შემოტევა სვანეთთან ახლოს და აიღეს რამდენიმე ოსური სოფელი. 3 იანვრიდან 2000-იან (ქართველები, ლატვიელები, აზერები, პოლონელები და გერმანელები) დაჯგუფებას შ. მაღლაკელიძის მეთაურობით დამოუკიდებლად მოუწია უკანდახევა. უკვე მიტოვებულ როსტოვში 795-ე რუსების ალყაში მოქცა, ალყის გარღვევისას დაიღუპა 20-ზე მეტი ქართველი, მათ ბრძოლით გაიკაფეს გზა აზოვის ზღვამდე [გერმანელებს დაღუპული ეგონათ ეს ბატალიონი] და იქიდან გერმანელებმა გადაიყვანეს თვითმფრინავებით ყირიმში. შემდგომში ბატალიონი ებრძოდა პოლონელ პარტიზანებს.
1944 წელს 795-ე გადაიყვანეს ”უტა ბიჩ”-ის (ცნობილ ომაჰა ბიჩთან ახლოს) ზონაში ნორმანდიაში. ის ერთადერთი ვერმახტის ქვედანაყოფი იყო მაგ სექტორის ოპერატიულ სიღრმეში. ბატალიონის შტაბი დაბა Torqueville-ში განლაგდა და გადაკეტა გზა Saint Mere Eglise-ზე. ოპერაცია ოვერლორდის პირველივე დღეს 6 ივნისს (კინო რომ არის: ”რიგითი რაიანის გადასარჩენად” მაგ ოეპრაციაზეა. მოკავშირეთა გადმოსხმა ნორმანდიაში) მოხდა შეტაკება ქართველებსა და აშშ-ს 82-ე ელიტარულ სადესანტო დივიზიის რაზმებს შორის. დაბა Beuzeville-Au-Plain-ის ციხესიმაგრეში ალყაშემორტყმული ლეგიონერების რაზმი ბოლო კაცამდე ებრძოდა ამერიკლებს. ტყვედ არავინ არ ჩაბარებიათ.
7 ივნისს დილით 795-ეს შეუტია აშშ-ს არმიის მე-8 ქვეითი დივიზიის 3-მა ბატალიონმა და 70-ე სატანკო ბატალიონის 2-მა ასეულმა. ლეგიონერებმა შეტევა მოიგერიეს და ტყვედ აიყვანეს მე-4 დივიზიის შტაბის ოფიცრები, რომლებიც შეცდომით მიადგნენ ქართველების პოზიციებს. მათ შტაბში დატყვევებული 23 ამერიკელი მედესანტე ნახეს.
მე-4 დივიზიის ერთერთმა ამერიკელმა (პოლონელი იყო წარმოშობით) იცოდა რუსული და რომ ნახა გერმანული ნაწილი არ იყო, აგიტაცია დაიწყო, ჩაგვბარდით და მერე ჩვენ გიშუამდგომლებთ რუსებთანო და ა.შ. ტყუილად რას იბრძვითო … ამ დროს ბატალიონის გერმანელი მეთაური დაიღუპა შეტაკებისას და შტაბის დაცვის ასეული დანებდა, სულ 174 კაცი.
დანარჩენმა ასეულებმა ერთხანს გაიბრძოლეს, მაგრამ ვერ შეაკავეს ამერიკელები და ღამით დატოვეს პოზიციები. ბატალიონი დაიშალა. ნაწილი ჩრდილოეთით წავიდა, ნაწილი სამხრეთით. გადარჩენილი ქართველები შეუერთდნენ გერმანულ ნაწილებს და საბოლოოდ დანებდნენ შერბურის რაიონში სხვა გერმანულ ნაწილებთან ერთად.

მაქვს ამ დივიზიის დაზვერვის ოპერატიული მონახაზები 795-ის დისლოკაციის თაობაზე და 3 სურათი: დაჭრილი ლეგიონერი, დატყვევებული ქართველი ლეგიონერი ამერიკელების ხელში და ამერიკელების შეტევა ქართულ პოზიციებზე.

ტექსელზე თქვენც იცით, იქ 822-ე ბატალიონი აჯანყდა 5 აპრილს და გერმანელებმა ელიტარული საზღვაო ქვეითების პოლკი გადასხეს მათ წინააღმდეგ 2 კვირიანი ბრძოლის მერე შეძლო 4000-მა გერმანელმა 800 ქართველის დამარცხება. პარტიზანული ბრძოლა 20 მაისამდე გაგრძელდა. ამ დღეს კანადის 1-ლი კორპუსი გადასხდა კუნძულზე … კანადელების მეთაურები გაოგდნენ როცა ნახეს რა გააფთრებული ბრძოლა მიდიოდა მივიწყებულ კუნძულზე და ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ქართველებს. 600-მდე ქართველი დაიღუპა ამ ოპერაციისას და სხვადასხვა მონაცემებით 800-დან 2000-მდე გერმანელი. უფრო ალბათ 800.
ისე, მანდ ქართველები განსაკუთრებული სისასტიკით ხოცავდნენ გერმანელებს. პასტორიც კი დახვრიტეს. ერთერთი საზღვაო ქვეითი წერდა, როცა კუნძულზე გადავედით 40-მდე გერმანელის გვამი ეყარა ხმელეთზე … გაოგნებისგან გავშეშდითო.

—-

იტალიის მთებში ფიორნო ავოიტრა ერქვა იმ ადგილს, განლაგებული იყვნენ ომის ბოლო პერიოდში 2000 ქართველი ლეგიონერი , რომელთა მეთაური იყო ქალბატონი თამარ კერესელიძე, ჟორდანიას მთავრობის წევრის ლეო კერესელიძის ქალიშვილი ულამაზესი ქალბატონი,

ომი რომ დამთავრდა ინგლისელები იდგნენ იმ ადგილებში , ღამ ღამობით სოფლიდან სადაც ქართველები იყვნენ განლაგებული ისმოდა სიმღერები და ხანდახან სროლის ხმაო…როცა ინგლისლებმა იკიტხეს ადგილობროვებთან რა ხდებაო , ქართველბი თავადები და აზნაურები დუელში იწვევნ ერთმანეთსო….
ურთიერთობები შიდა განაწესები ამ ლეგიონში იყო ბატონ ყმურ დონეზე თავადებს ემსახურებოდნენ გლეხურიო გვარის ჯარისკაცები და ყველა თანამდებობაზე მხოლოდ თავადური წარმოშვების და აზნურული გვაების მქონე პირები იყვნენო…

ბოლოს დაიწყეს მასიურად ჩამოსვლა მთებიდან და ჩაბარება ინგლისელებთან, მაგრამ ონგლისელები არ ჩქარობდნენ 2000. ტყვის შენახვას და მათ განიარაღებას ჭირდებოდა დამატებითი ზალები რომლებიც ინგლისელებს იმ მომენტში არ ყავდათ…

ბოლოს ჩამოვიდა თამარ კერესელიძე რომელმაც სასტიკი საყვედური უთხრა თავის დაქვემდებარებაში მყოფ მეთაურებს რატომ ნებდებოდით ჩემი პირადი განკარგულების გარეშეო….

მოკლედ ისიც ჩაბარდა ტყვედ შემდეგ როგორც ვიცი ბევრი ამერიულ სექტორში გადავიდნენ …და თავს უშველეს…

სხვადასხვა ფოტოები:


ამერიკელი და 795-ე ბატალიონის წევრი …
დაბა ტორკვილი, ნორმანდია. საფრანგეთი. უკან ჩანს 795-ე ბატალიონის შტაბი …


ამერიკელები უტევენ ქართველების პოზიციას. ეს სცენა გათამაშდა სერიალში “ბანდ ოფ ბრაზერს”. გადიოდა ტვ საქართველოზე …


ესეც ქართველი ოფიცრები სადღაც ისვენებენ


ეს სადღაც უკრაინაშია გადაღებული მანდაც იყვნენ.


სტატია გაზეთ “საქართველოში”

ვიდეოები:

წყარო: სხვადასხვა საიტები, ძირითადად www.Forum.GE

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Close
Close