არქივი

BLACK METAL

    e5e42744516a

ბევრს ვერ გაურჩევია როკის არსი…! როკის ყველა მიმდინარეობას უკავავშირებს სატანიზმს…! დანარჩენი ნახეთ სრულიადში… 

    eb0f4a7c5c7e

ბლექის ისტორია:
ტერმინი Black Metal წარმოიშვა 1982 წელს როცა გამოვიდა ჯგუფ VENOM ის ამავე დასახელების ალბომი, ანუ შეიძლება ითქვას ამ ჯგუფმა შემოიტანა ეს ტერმინი ხმარებაში. ვენომი იმ დროისთვის ძალიან მძიმე და ქაოტურ მუსიკას უკრავდა, თრეშ სტილისტიკით თუმცა ეს ძალიან განსხვავდებოდა თრეშისგან, ზოგიერთი სწორედ ვენომს მიიჩნევს ბლექ მეტალის პირველი ლეგიონის ჯგუფად… თავდაპირველად ბლექი თავისი ჟღერადობით გავდა Thrash/Speed/Death-ს თუმცა მეორე ლეგიონის ჯგუფებმა რომლებიც 90 წლების დასწყისში დაიწყეს მოღვაწეობა მთლიანად შეცვალეს მისი განვითარების გზა და იგი აბსოლუტურად დამოუკიდებელ მიმდინარეობად ჩამოაყალიბეს… მუსიკა უფრო მძიმე და სწრაფი გახდა ასევე დრამის პარტიები უფრო სწრაფი ასევე შეიცვალა ვოკალიც, ნუ ამ პერიოდის ბლექი ძალიან განსხვავდებოდა 80 იანი წლების ბლექისგან… მესამე ლეგიონის ბლექ მეტალ ჯგუფებმა ბლექი სულ სხვა დონეზე აიყვანეს, მუსიკა უფრო ხარისხიანი და მრავალფეროვანი გახდა, გამოიყენეს თანამედროვე ჟღერადობა და კლავიშის ძველი ჰარმონია რამაც უფრო საინტერესო გახადა ეს მიმდინარეობა… მეოთხე ლეგიონის ჯგუფებმა დაარღვიეს ყველანაირი სტერეოტიპი თუ შეზღუდვები, ისინი იყენებენ ნებისმიერ მუსიკალურ ინსტრუმენტს, მღერიან სხვადასხვა ტონალობაში ქლინით გროლინგით თუ სხვა ანუ ამ პერიოდში ბლექი გახდა იმ მიმდინარეობათ რომელსაც არანაირი ჩარჩოები არ გააჩნია ან იმდენად დიდია სივრცე რომ უბრალოდ არ ჩანს… ეს მოკლედ როგორ ჩამოყალიბდა BLACK METAL_ი…!

ბლექი და სატანიზმი:
ამ თემას გვერდს ვერ ავუვლი რადგან ბლექის ისტორიაში დიდ როლს თამაშობს.

მართლაც პირველი ლეგიონის ჯგუფები VENOM,BATHORY, HELLHAMMER-ი ხშირად იყენებდნენ სატანისტურ ლირიკას თუმცა არ შეიძლება ამას ასე ერთსახად შევხედოთ, ეს ყურადღების მიქცევის მიზნით კეთდებოდა, მაგრამ ძირითადად ალბათ უფრო პროტესტის ერთგავრი ფორმა იყო რომელმაც ასეთი რადიკალური და ბევრისთვის მიუღებელი ფორმა მიიღო.

თუმცა შემდგომ ისეთი ჯგუფი როგორიცაა BATHORY უფრო სხვა მხრივ განვითარდა და მისი თაყვანისცემის ობიექტი ვიკინგები და სკანდინავიური ღმერთები გახდნენ.

თუმცა მეორე და ნაწილობრივ მესამე ლეგიონის ჯგუფები კვლავ სატანიზმს დაუბრუნდნენ, პირველი ჯგუფი რომელიც სიტყვებიდან საქმეზე გადავიდა იყო BURZUM, რომელსაც ბრალდება რამდენიმე ეკლესიის დაწვა და შეურაწყოფა.

ყველაზე უცნაური ისაა რომ თავდაპირველად სატანიზმი იყო მუსიკალური ინდუსტრიის ნაწილი და თუნდაც ვენომი უფრო იუმორით უყურებდა ამას ვიდრე სერიოზულად მაგრამ მეორე ეშელონის ჯგუფებში სატანიზმმა და ტერორიზმმა ძალიან მოიკიდა ფეხი, კერძოდ მათ ჰქონდათ იდეოლოგია, მათი მიზანი იყო განედევნათ ქრისტიანობა სკანდინავიიდან კერძოდ ნორვეგიიდან და აღედგინათ ძველი ღმერთების ბატონობა ამ ტერიტორიაზე ეს ჯგუფები იყვნენ-BURZUM, MAYHEM, EMPEROR, DARKTHRONE, IMMORTAL ანუ ესენი შეიძლება ჩავთვალოთ იდეოლოგიურად ანტიქრისტიანულ ჯგუფებად. მაგრამ რეალურად ესენი არ იყვნენ სატანისტები, სატანიზმი ქრისტიანობასთან ბრძოლის იარაღი იყო, სკანდინავიაში ისტორიულად ყოველთვის ძლიერი იყო მითიური ღმერთებისადმი რწმენა, ქრისტემ ვერ შეცვალა ოდინი, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა რომ სწორედ სკანდინავიური ბლექ მეტალ ჯგუფები გამოირჩეოდნენ იდეოლოგიური სიმყარითა და აგრესიულობით.

სხვა ქვეყნებშიც ბლექი ოკულტურ და სატანისტურ ელემენტებს შეიცავდა, შემდგომში ამას დაემატა ნაციონალური ელემენტებიც (ვიკინგ მეტალი).

ყველაზე ნათელი წერტილი კი მესამე და მეოთხე ეშელონის ჯგუფებია რომლებიც სატანიზმიდან გადავიდნენ ნაციონალურ ტალღაზე და ისეთი ჯგუფები როგორიცაა GRAVELAND, BEHEMOTH, VARATHRON,PRIMORDIAL უკვე არა სატანას არამედ თავის ქვეყანას და კულტურას განადიდებდნენ, ასევე პოპულარული გახდა ტოლკიენის ნაწარმოებების ბლექ ლირიკაში გამოყენება და მათ მიხედვით ეპიკური ნაწარმოებების შექმნა, ამ პერიოდში ბლექი უფრო მისტიკური გახდა.

თანამედროვე ბლექში კი სრული თავისუფლებაა და აქ გვხვდება როგორც ოკულტური შინაარსის ჯგუფები ასევე პირიქით შეიქმნა ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ბლექი, რომელმაც გარკვეულწილად დააბალანსა ბლექ სამყაროში არსებული სიტუაცია.

იმედია გაიგეთ რა არის სატანიზმი და რა არა… ყველა როკ ჯგუფს ერთ ქვაბში ნუ ხარშავთ… ;)

( წყარო : rock.ge )

Gio_rock

Fuck This Life....

მსგავსი ამბები

Back to top button