ახალი ამბებიგასართობი

საინტერესო ფაქტები(ნაწ.1)


გთავაზობთ, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ფაქტებს:

1.გაეროს ეკოლოგიური კვლევების თანახმად, ოკეანის ყოველ კვადრატულ კილომეტრში 18000 პლასტმასის ნარჩენი დაცურავს.

2.სირაქლემას კვერცხი იხარშება არანაკლებ 40 წუთის განმავლობაში.
3.მზის გარშემო ორბიტაზე დედამიწა მიქრის 30კმ წამში სიჩქარით.


4.მდედრ ჯავშნოსანს სტრესულ სიტუაციაში მშობიარობის გადადება და ემბრიონის შენარჩუნება შეუძლია ორი წლის განმავლობაში.

5.ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს სხვა განსაკუთრებულ თვისებებთან ერთად ერთი უცნაური ჩვევაც ჰქონდა : ყავას ზუსტად 60 ყავის მარცვლისგან ამზადებდა.

6.დედამიწა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, საიდანაც მზის სრული დაბნელების ნახვაა შესაძლებელი. ეს განპირობებულია საინტერესო დამთხვევით – მზის დიამეტრი 400ჯერ დიდია მთვარის დიამეტრზე, ხოლო დედამიწისგან ის 400ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე მთვარე.

7.მტრედები მონოგამიურნი არიან – „დაქორწინებული“ წყვილები მთელი ცხოვრების მანძილზე ერთმანეთის ერთგულნი არიან.

8.ხმელეთზე მცხოვრები ცხოველთა სამყაროს ¼ ნაწილს ჭიანჭველები შეადგენენ.

9.ობობა ნეფილი, რომელიც მადაგასკარზე ცხოვრობს, სულ რაღაც 7 სანტიმეტრია, თუმცა მას 7 მეტრი დიამეტრის მქონე ქსელის მოქსოვა შეუძლია.


10. ძველ ჩინეთში ექიმებს ხელფასს უხდიდნენ იმპერატორის ჯანმრთელად ყოფნის დროს. ხოლო როცა იგი დაავადდებოდა, ხელფასი უუქმდებოდათ მის სრულ გამოჯანმრთელებამდე.

11.სრულიად დედამიწის ვირთხების რაოდენობას თუ გავანაწილებთ სრულიად დედამიწის მოსახლეობაზე, თითოეულს 4 ვირთხა მოგვიწევს.

12.ყველაზე სწრაფი ცხოველია ჰეპარდი (115კმ/სთ), ყველაზე სწრაფი ზღვის ცხოველია ხმალთევზა (130კმ/სთ), ყველაზე სწრაფი ფრინველია ე.წ. ნამდვილი მიმინო(322–389კმ/სთ). ადამიანის მაქსიმალური სიჩქარე კი 48კმ/სთ–ია.

13. ობობა ამარობიას შვილები გაჩენისთავე მიირთმევენ საკუთარ დედას.


14.თუკი შევაგროვებთ ადამიანის ორგანიზმში არსებულ მთელ რკინას, მივიღებთ მაჟის საათის პატარა ჭანჭიკს.

15.აბსოლუტურად ყველა სახეობის მამრი კოღო მხოლოდ ყვავილების ნექტრით იკვებება. მხოლოდ მდედრი კოღოები წოვენ ძუძუმწოვრების ( მათ შორი ადამიანის) სისხლს.

16. „მიძარუ“ – „ვერ ვხედავ ბოროტებას“, „კიკაძარუ“ – „არ მესმის ბოროტების“, და „ივაძარუ“ – „არ ვლაპარაკობ ბოროტებაზე“ – ესაა სახელები იმ ბრძენი სამი მაიმუნისა, რომლებიც ბუდისტური იდეის – „ბოროტების არჩადენის“ სიმბოლოა. „თუ არ მესმის, ვერ ვხედავ და არ ვლაპარაკობ ბოროტებაზე, მე დაცული ვარ მისგან“ (ეს ფრაზა“ не вижу, не слышу, не говорю“ – იაპონურად ასე ჟღერს „მიძარუ, კიკაძარუ, ივაძარუ“, ხოლო დაბლოლება „ძარუ“ იაპონურად „მაიმუნს“ ნიშნავს)

17. ადამიანის თმის ღერის სისქე საპნის ბუშტის კედლის სისქეზე 5000–ჯერ მეტია.

18.ლურჯი ვეშაპის ენა იმდენივეს იწონის, რამდენსაც საშუალო ზომის სპილო.

19.დედამიწა ერთადერთი პლანეტაა მზის სიტემაში, რომელსაც არ ქვია ღმერთების სახელი.

20.საბერძნეთში მას ეძახიან იხვს, გერმანიაში – მაიმუნის კუდს, იტალიაში – ლოკოკინას, ჩინეთში – თაგვს, ჩეხეთში -დამარილებული ქაშაყის ხვეულას, დანიაში – სპილოს ხორთუმს, რუსეთში – ძაღლს, უნგრეთში – ჭიას, იაპონიაში – მთვარის ყურს, ხოლო მექსიკაში – ფეხმძიმე (ორსულ) “O”-ს

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close