საკითხავისასარგებლოსურათები

ადგილები, რომელთა უნახავადაც არ უნდა მოკვდეთ (ნაწილი IV)

კიდევ ერთი საოცარი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო..ესეც ბოლო ნაწილი : )

1.საჰარის უდაბნო ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარეობს(იწყება წითელი ზღვის სანაპიროებიდან,მიჰყვება ხმელთაშუა ზღვას და თითქმის ატლანტის ოკეანემდე მიდის).ის არის მსოფლიოში ყველაზე დიდი(9 400 000კვ.კმ) და ყველაზე მშრალი უდაბნო,მას სიდიდით მოჰყვება ანტარქტიკის არქტიკული უდაბნო. როგორც ცნობილია საჰარის ადგილას ადრე ამწვანებული მინდვრები იყო,მაგრამ დროთა განმავლობაში კლიმატის ცვლილებამ განაპირობა მისი გაუდაბნოება.ის სიდიდით თითქმის აშშ-ს ან ევროპის კონტინენტის ტოლია.საჰარის ქვიშის ზოგიერთი მთა 180 მეტრს აღწევს სიმაღლით.მეცნიერებს აშფოთებთ ფაქტი,რომ საჰარის უდაბნო ზრდას კვლავ განაგრძობს,ყოველწლიურად იმატებს 48 კმ-ით სამხრეთისაკენ.მისი სახელი წარმოსდგება არაბული სიტყვისგან უდაბნო-“ṣaḥrā´”

ნასას მიერ გადაღებული ფოტო საჰარის უდაბნოზე

ოაზისები საჰარის უდაბნოში

2. Baalbek არის პატარა ქალაქი ლიბანში,რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს.ის ცნობილია რომის იმპერიის დროინდელი ტაძრების ნანგრევებით.იმ დროს ბაალბეკს ჰელიოპოლისი ერქვა,რომელიც მაშინ იყო ერთ-ერთი უდიდესი სატაძრო კომპლექსი .ბაალბეკს თვლიან ერთ-ერთ ანტიკურ საოცრებად და რომაული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად.

3.Mont Saint-Michel არის პატარა კლდოვანი კუნძული ნორმანდიაში, ჩრდ.საფრანგეთში.ის ცნობილია შუა საუკუნეების სააბატოთი და ტაძრებით.მას იყენებდნენ VI-VII საუკუნეებში როგორც მონოპოლიას რომაული და ბრიტანული კულტურისა.

4.The Topkapi Palace სასახლე სტამბულში,თურქეთში იყო ოტომანი სულთნების ოფიციალური რეზიდენცია 400 წლის განმავლობაში(1465-1856)დღესდღეობით ის სტამბულის ერთ-ერთი უმნიშვლოვანესი ტურისტული სანახაობაა,როცა წარსულში ის სახელმწიფო მნიშვნელობის ადგილს წარმოადგენდა.სიტყვა Topkapi ინგლისურად ითარგმნება როგორც cannon gate palace ანუ ზარბაზნების კარიბჭის სასახლე.ამ სასახლის მშენებლობა დაიწყო 1459 წელს სულთან მეჰემედ მეორის მიერ.ის შეიცავს 4 დიდ ბაღს და სხვადასხვა შენობებს მის შიგნით.

5.რიოს კარნავალი ფართომასშტაბიანი კოსტიუმირებული სანახაობა,რომელიც ერთ-ერთ უდიდეს შოუდ ითვლება დედამიწაზე.მისი ისტორია იწყება 1641 წლიდან და წარმოადგენს ევროპული,აზიური,ადგილობრივი და აფრიკული კულტურების ნარევს.რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ეს კარნავალი ეძღვნება ხორციელ სიამოვნებებთან გამოთხოვებას , ქრისტეს გარდაცვალებას და იწყება ოთხი დღით ადრე Ash Wednesday-მდე,რომელიც არის 40 დღიანი მარხვის დასაწყისი ქრისტეს აღდგომის წინ.

6.ჩანჩქერი ანხელი ვენესუელაში,არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჩანჩქერი(979 მ)მისი სიმაღლე იმდენად დიდია,რომ სანამ მიწაზე დაეშვება წყლის უმეტესი ნაწილი ძლიერი ქარის მიერ ან ორთქლდება ან ბურუსად იქცევა.მას სახელი ეწოდა ამერიკელი ავიატორის ჯიმი ენჯელის მიხედვით,რომელმაც მეოცე საუკუნეში პირველად გადაუფრინა ამ ულამაზეს ჩანჩქერს და შეამჩნია ის,თუმცა ადგილობრივები მას სულ სხვა სახელს ეძახიან, Kerepakupai vena რაც ნიშნავს უღრმესი ადგილის ჩანჩქერს.

7.The Yellowstone National Park გამოცხადდა 1872 წელს შტატების კონგრესის მიერ.ის მდებარეობს ვაიომინგის შტატში და არის საუკეთესო ადგილი მათთვის,ვისაც ველური ბუნების ხილვა სურს და საევე უყვარს გეიზერები.

8.სანტორინი არის ულამაზესი,პატარა ვულკანური წარმოშობის კუნძული საბერძნეთში,ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილში ,რომელიც შეიქმნა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაახლ.3600 წლის წინ და დაშორებულია საბერძნეთის მთავარი ტერიტორიიდან 200კმ-ით.მითების თანახმად ეს არის უძველესი საცხოვრისი ლეგენდარული ატლანტისელებისა.კუნძულს უამრავი ტურისტი სტუმრობს,განსაკუთრებით ზაფხულში რადგან აქ შერწყმულია უამრავი რამ: გართობა,ულამაზესი ბუნება და ისტორია.

სანტორინის მდებარეობა საბერძნეთის რუკაზე

9.The Petronas Twin Towers(სიმაღლე 451,9 მ ) კუალა-ლუმპურში მალაიზიაში შედის მსოფლიოს 10 უმაღლეს შენობაში,და იყო უმაღლესი 2004 წლამდე ჩინეთში ტაიპეი 101 ის აგებამდე.ის აიგო 1998 წელს როგორც მსოფლიო სავაჭრო ცენტრი.

ტყუპების დამაკავშირებელი ხიდი შიგნიდან

10.Matterhorn ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალი შვეიცარიაში,მდებარეობს ალპებში იტალიის საზღვართან.მისი სიმაღლე ზ.ღ დონიდან 4478 მეტრია.ალპინიზმი პირველად სწორედ ალპებში გახდა პოპულარული.ამ მწვერვალებს დღესაც უამრავი მთამსვლელი სტუმრობს.

11.Marrakech ცნობილი როგორც წითელი ქალაქი მაროკოში.ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილი საიმპერიო ქალაქი მაროკოს ისტორიაში.დღესდღეობით მას უამრავი ტურისტი სტუმრობს,ის ცნობილია თავისი აქტიური დღისა თუ ღამის ცხოვრებით.ის განლაგებულია ატლასის მთების ძირთან.სიტყვა მარაკეში არაბულად ნიშნავს მიწა ღმერთებისა და კერპებისა.მარაკეშის ბაზარი კარგად არის ცნობილი.

მარაკეშის ცნობილი ბაზარი

The Koutoubia Mosque აიგო მეთორმეტე საუკუნეში.

თხის ტყავებს მაროკოში,კერძოდ ფეზსა და მარაკეშში დიდ ავზებში ღებავენ,საღებავში მტრედის სკლინტს ურევენ,რის გამოც ამ ავზების მახლობლად აუტანელი სიმყრალეა.

12. Ladakh შედის ინდოეთის შემადგენლობაში,მდებარეობს მის რეგიონებს ჯამუსა და ქაშმირს შორის.ის განლაგებულია მსოფლიოს ორ უდიდეს მთათა სისტემას შორის ჰიმალაისა და Karakorum Ranges შორის.ეს ტერიტორია ნაკლებად მჭიდროდაა დასახლებული და ითვლება ახალგაზრდა მიწად,რომელიც ფორმირებულია 1 მლნ.წლის წინ.ლადაკჰი არის ერთადერთი ადგილი, სადაც შესაძლებელია მზის დარტყმა და გაყინვა ერთდროულად დაგემართოთ.

13.ნიაგარას ჩანჩქერი კანადისა და შტატების საზღვარზე მდებარეობს ერისა და ონტარიოს ტბებს შორის.მისი სიმაღლეა 52 მ .ორი ფრიალო კლდიდან გადმოშვებული წყალი შხეფების ულამაზეს ფარდას ქმნის.მისი გრუხუნის ხმა 300 კმ-ზე ისმის.ადგილობრივები მას უწოდებენ“მგრგვინავ წყალს“

14.ბრიტანეთის მუზეუმი არის ლონდონის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული სანახაობა,რომელიც გაიხსნა 1753 წელს და აქვს მსოფლიოს ყველა კონტინენტის და სხვადსახვა ცივილიზაციების უნიკალური კოლექციები .აქ ასევე გამოფენილია ბრიტანული ხელოვნების შედევრები.ის ასევე ცნობილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკით,რომლის სამკითხველო დარბაზსაც მრგვალი ფორმა აქვს.

ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკის წრის ფორმის სამკითხველო დარბაზი

15.The Burj Al Arab ანუ არაბების კოშკი მდებარეობს დუბაიში,არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.ის არის მდიდრული,შვიდვარსკვლავიანი ,მეოთხე ყველაზე მაღალი სასტუმრო მსოფლიოში.იგი მდებარეობს კუნძულზე და დუბაის უკავშირდება კერძო ხიდით.

16.Yosemite National Park,შტატებში კალიფორნიაში მდებარეობს და მას ყოველწლიურად 3,5 მლნ.ადამიანი სტუმრობს.ის ცნობილია თავისი ველური ბუნებით,ანკარა ნაკადულებით,ჩანჩქერებით და სექვოიას პატარა ტყეებით.აქ არის ფლორის და ფაუნის მრავალფეროვნება.ის შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

17.The Chateau de Chambord საფრანგეთში.ცნობილია მისი უნიკალური ფრანგული და იტალიური ,რენესანსის არქიტექტურის შერწყმით და არის განთქმული სამამულო სასახლე მსოფლიოში.ის აიგო პრინც ფრანციოს I-ის მიერ.

18. The Temple of Heaven ტიანტანი ანუ ზეციური ტაძარი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში,ერთ-ერთი ულამაზესი შენობა მთელს პეკინში.ის 1420 წელს ააგეს.ჩინელი იმპერატორები იქ სალოცავად მიდიოდნენ.

19. Neuschwanstein Castle,ბავარიაში გერმანიაში მდებარეობს.ინგლისურად Neuschwanstein ნიშნავს New Swan Stone Palace ანუ ახალი გედის ქვის სასახლე.აიგო მეცხრამეტე საუკუნეში ბავარიის მეფის ლუდვიგ მეორეს დროს.

20.სიდნეის ოპერა მდებარეობს ავსტრალიაში,სიდნეიში სიდნეის ნავსადგურთან,ახლოს სიდნეის ცნობილ ხიდთან და გაიხსნა 1973 წელს.ის მეოცე საუკუნის ყველაზე გამორჩეულ შენობად ითვლება.

21.ოქროს კარიბჭის ხიდი შტატებში ,სან ფრანცისკოში მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე გრძელ და მაღალ ხიდად ითველბოდა. იგი მე-20 საუკუნის საინჟინრო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია.მისი პროექტის ავტორმა,ჯოზეფ სტრაუსმა,მრავალი წელი მოანდომა მის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტას,რომელთა შორის იყო მიწისძვრების საშიშროება და სწრაფი დინების პირობებში ხიდის სამხრეთი დასაყრდენის დამაგრება 30მ. სიღრმეზე.უბედურება თითქმის გარდაუვალი იყო,როდესაც მშენებარე ხიდს გემი შეეჯახა,მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და 1937 წელს ხიდზე მოძრაობა გაიხსნა.

22. Portofino პატარა იტალიური სოფელი გენუის პროვინციაში თევზაობისა და სიმშვიდის მოყვარულთათვის.მას აქვს ბევრი პატარა ნავსადგური და ეძახიან ყველაზე ლამაზ ხმელთაშუაზღვიურ პორტს.

23.ერმიტაჟის მუზეუმი მდებარეობს სანკტ პეტერბურგში,რუსეთში მდინარე ნევის ნაპირას.ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი მუზეუმი,რომელიც შეიცავს მსოფლიო და რუსული ხელოვნების მემკვიდრეობის 3 მილიონზე მეტ ექსპონატს.ის გაიხსნა ეკატერინე დიდის მმართველობის დროს 1764 წელს.მუზეუმი შედგება 6 შენობისაგან რომელშიც შედიან:ზამთრის სასახლე(რუსეთის იმპერატორების ოფიციალური რეზიდენცია) პატარა ერმიტაჟი,ძველი ერმიტაჟი და ახალი ერმიტაჟი,ერმიტაჟის თეატრი და Reserve House.

24.Banff National Park კანადაში.უძვეელსი და ულამაზესი ეროვნული პარკი კანადის ტერიტორიაზე.დაარსდა 1885 წელს.

25.ვარძია-შუასაუკუნოვანი კლდეში ნაკვეთი ულამაზესი ქალაქი ტაძრებით,რომელიც აიგო თამარ მეფის დროს და მისი მშენებლობა დასრულდა 1203 წელს.

26. ქალაქი ბათუმი,თავისი ღირსშესანიშნაობებით და ულამაზესი სანაპირო ზოლით შავ ზღვაზე.

27.დავით გარეჯის მონასტერი მდებარეობს კახეთში. მეექვსე საუკუნეში საქართველოში შემობრძანდენენ წმინდა ასურელი მამები,მათ შორის მამა დავითიც,რომელიც დამკვიდრდა იმ ადგილას,სადაც დღეს ეს სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს,ივრის ზეგანზე(ნახევრადუდაბნო) თანამედროვე პერიოდში ამ მონასტერს რესტავრაცია ესაჭიროება და მას აზერბაიჯანელები გვედავებიან.

won’t be continued..: )

ამ პოსტებზე ძალიან ბევრი ვიწვალე და იმედია მოგწონთ.. : )

წინა ნაწილებისთვის მიჰყევით ამ ლინკებს:

ნაწ.1

ნაწ.2

ნაწ.3

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close