გართობაკულტურა

მილიარდერთა ახალი სია

97171c54ce6e

ჟურნალმა ”ფორბსმა” (FORBES) სენსაციური მასალა გამოაქვეყნა. ბილ გეითსი (Bill Gates) აღარაა მსოფლიოს მილიარდერთა პირველი ადგილის მფლობელი!!!

78 წლის უორენ ბაფეტმა (WARREN BUFFET) ადრინდელი სიის მეორე ადგილიდან პირველზე აინაცვლა–62 მილიარდი დოლარით. . .

მეორე ადგილი წილიდ ხვდა 69 წლის მექსიკელი ტელეკომუნიკაციის მაგნატ კარლოს სლიმ ჰელუს (Carlos Slim Helu).

მესამე ადგილის მფლობელია 53 წლის ბილ გეითსი (Bill Gates). მისი ქონება შეფასებულია 40 მილიარდ დოლარად.

მეოთხე ადგილზეა კომპანია Oracle–ს მფლობელი ლოურენს ელისონი (Lawrence Ellioson), რომლის კაპიტალიც 22,5 მილიადი დოლარია.

მეხუთე ადგილზეა შვეციელი ინგვარ კამპრადი (Ingvar Kamprad)–კომპანია იკეას (Ikea) დამფუძნებელი, რომლის ქონებაც 22 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მეექვსე ადგილზეა 89 წლის გერმანელი კარლ ალბრეხტი (Karl Albrecht), რომელიც დისქაუნთერის ქსელის – Aldi Sud–ის მფლობელია. მისი კაპიტალი 21,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მეშვიდე ადგილი ერგო ფარმაცევტიკის სფეროში მოღვაწე 51 წლის ინდოელ მუშეკ ამბანის (Mukesh Ambani) –კაპიტალით –19,5 მილიარდი დოლარი.

მერვე ადგილი ხვდა წილად 58 წლის ინდოელ ემიგრანტ–ლაქშმი მიტალს (Lakshmi Mittal), რომელიც მსოფლიოში აღიარებულ ფოლადჩამომსხმელ კომპანია Arcelor Mittal-ს განაგებს. მისი კაპიტალი შეადგენს 19,3 მილიარდ დოლარს.

მეცხრე ადგილზეა გერმანიის ყველაზე მდიდარი ადამიანის (რეიტინგით მეექვსე ადგილზე მყოფი კარლ ალბრეხტის) ძმა – თეო ალბრეხტი (Theo Albrecht). იგი 87 წლისაა და სუპერმარკეტთა ქსელი Aldi Nord–ის მფლობელია. მისი კაპიტალია 18,8 მილიარდი დოლარი.

მეათე ადგილზეა 73 წლის ესპანელი, მოდის ინდუსტრიის მაგნატი ფორბეს ამანსიო (Amancio Ortega), რომლის კაპიტალიც 18,3 მილიარდი დოლარია.

„ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა ახალ სიაში 1125 ადამიანია (სადაც 2007 წლის მონაცემით 946 იყო), რომელთა ერთობლივი კაპიტალი 4,4 ტრილიონი დოლარია, ხოლო საშუალო მილიარდერისა, კი 3,9 მილიარდი დოლარი.

მსგავსი ამბები

Back to top button