გართობაკულტურა

ყველაზე საჭირო და საინტერესო საიტები

5a1b305c15b2
გადავწყვიტე კიდევ გაგიზიაროთ გადაჩხრეკილი ინტერნეტ სამყაროდან ამოკრებილი საუკეთესო საიტები..

1. ბევრს უნდა ისწავლოს ცეკვა, საუბარია სამეჯლისო ცეკვებზე, მაგრამ ზოგს საჭირო თანხა არ აქვს, ან უბრალოდ გაკვეთილებზე სიარული ეზარება, ამისთვის არსებობს საიტი http://www.ballroomdancers.com, სადაც აირჩევთ სასურველ ცეკვას და უყურებთ ვიდეოებს, რომელშიც ინსტრუქტორები დეტალურად გიხსნიან მოძრაობებს.

2. როცა რომელიმე საიტზე ხარ და უცებ დაგჭირდება რეგისტრაცია, ან უბრალოდ ექაუნთი, ამ დროს კი რეგისტრაციას რაღაც პრობლემის გამო ვერ ახერხებ, ან სულაც გეზარება. შეხვალ ამ საიტზე და სერჩში ჩაწერ შენთვის სასურველ საიტს, ის კი ამოგიგდებს იუზერნეიმს და პაროლს.
http://www.bugmenot.com

3. ეს საიტი ხატვის მოყვარულებისთვისაა შექმნილი. თქვენ შეგიძლიათ უყუროთ ვიდეო გაკვეთილებს, ატვირთოთ საკუთარი ნახატები, რომელსაც შეაფასებენ, ასევე გაიჩინოთ საერთო ინტერესის მქონე მეგობრები და ა.შ. www.ratemydrawings.com/

4. ხშირად სტუმრობთ ასატვირთ საიტებს? გაქვთ საიტი, სადაც დებთ ფილმებს და სხვა ფაილებს, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ლინკი არ მუშაობს? მაშინ ეს საიტი თქვენთვისაა. აქ შეგიძლიათ ერთდროულად სხვადასხვა საიტზე ატვირთოთ ფაილი და სრულიად კმაყოფილი დარჩეთ. www.mirrorcreator.com

5. გიყვართ ფილმები და გიზიდავთ კინოდან ფრაზების დამახსოვრება? მაშინ თქვენ აუცილებლად უნდა მოინახულოთ შემდეგი ვებ-გვერდები:
http://www.reellifewisdom.com/
http://www.moviequotes.com
http://www.killerclips.com/index.php?t=0
http://www.filmsite.org/greatfilmquotes.html
http://www.moviequotesoftheday.com/ ეს ბოლო საიტი თამაშსაც აკეთებს ხოლმე, თუ რამდენად კარგად იცი ფილმებიდან ფრაზები.

6. ამ ბოლო დროს ბევრი იძახის რომ უყვარს ჰაუსები, ტრანსი, ტექნო და ა.შ. მოკლედ ელექტრონული მუსიკა.. მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანი თუ განასხვავებს მათ ერთმანეთისგან. რომ იპოვნოთ ეს განსხვავებები და დაწვრილებით შეისწავლოთ ყველაფერი მათ შესახებ, ამისთვის გამოგადგებათ ეს საიტი http://techno.org/electronic-music-guide/

7. სწავლობთ უცხო ენას და გინდათ ეს პროცესი კიდევ უფრო გაიადვილოთ. ეს საიტი გაძლევთ ამის საშუალებას, აქ შეგიძლიათ გაუზიაროთ სხვებს თქვენს მიერ ნასწავლი სიტყვა და ასევე თვალი გადაავლოთ მათ სიტყვებს.. და სოფელიც აშენდება : )
http://nabbber.com/

8. გაგიმართლათ და რომელიმე უცხო ქვეყანაში გაემგზავრეთ? მაშინ თქვენ აუცილებლად მოგიწევთ ერთი კარგი ტურის დაგეგმვა, მაგრად დიდად არ გეპიტნავებათ ტურისტულ წიგნებში ჩხრეკვა. მარტივი გზას მიმართეთ და ამ საიტს მიაშურეთ. http://plnnr.com/
აქ უნდა მიუთითოთ სხვადასხვა რამ, მაგალითად რომელ ქვეყანაში მიდიხართ, რამდენი დღე გექნებათ დასათვალიერებლად, რამდენ ვარსკვლავიანი სასტუმრო გინდათ, როგორ რეჟიმში გინდათ სიარული, ანუ ძალიან დატვირთული თუ არც ისე.. მოკლედ თავად ნახავთ და შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით.

9. მოგეწონათ რაიმე მუსიკა, მაგრამ აქვს დიდი შესავალი, ან ამ მუსიკის რაღაც კონკრეტული ნაწილი მოგწონთ და არ იცით როგორ ჩამოაცილოთ ის დაწუნებული ნაწილი? მაშინ ეს საიტი თქვენს განკარგულებაშია.
http://cutmp3.net/ ჯერ ატვირთავთ მუსიკას, შემდეგ კი cut<< რომ წერია იმ ფანჯარაში მიუთითებთ სასურველ დროს. რა დროსაც ჩაწერთ იმ ნაწილს ამოგიჭრით და შეინახავს თქვენს კომპიუტერში.

10. ვისაც რეზიუმეს გაკეთება უნდა და თავად ვერ ახერხებს, ან თუნდაც არ იცის როგორ გააკეთოს, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ამ საიტს http://www.jobspice.com/home, თანაც ვიდეოში ისწავლით, რა ხდება და როგორ

JobSpice in 60 seconds from Keller Rinaudo on Vimeo.

11. როცა რეგისტრირდებით სხვადასხვა საიტზე, მაგრამ პაროლები ადვილად გავიწყდებათ, ეს საიტი თქვენნაირებისთვის შექმნილა http://passpack.com/en/tour/, დარეგისტრირდებით და ის ყველა პაროლს შეინახავს, შემდეგ შეგიძლიათ მიაკითხოთ თუ რაიმე დაგავიწყდათ და ერთი კლიკით მოგიგვარებთ პრობლემას. მეტი ინფორმაციისთვის შებრძანდით მაგ საიტზე.

12. ეს საიტი ბევრმა იცის, მაგრამ ვინც არ იცის იმათ მივასწავლი, თუკი გაინტერესებთ როგორ მუშაობს თქვენი ინტერნეტი, ანუ რა სიჩქარე გაქვთ http://speedtest.net/ აქ შებრძანდებით და ტესტის დაწყებას დააკლიკავთ.

13. ეს საიტი დაგეხმარებათ შეინახოთ ნებისმიერი ინფორმაცია ერთ ადგილას

http://springpadit.com/ ვიდეოში ყველაფერი ახსნილია

14. ყველას აინტერესებს რა ხდება მსოფლიოში, საიტებიც ამის გასაგებად გვეხმარებიან, მაგრამ ათატ საიტზე ძებნას, არ სჯობს ერთ საიტზე შევიდეთ, გადავხედოთ სათაურებს და რომელიც მოგვეწონება, ერთი დაკლიკვით გადავბრძანდეთ ინფორმაციის წყაროზე, შემდეგ კი მშვიდად წავიკითხოთ. თანაც საიზტე არის კატეგორიებიც და კარგად გამოიყენებთ ეჭვი არ მეპარება.
http://topicfire.com/

15. ეს საიტი ჩემთვისაა და კიდევ სხვა გასათხოვარი გოგონებისთვის :D პრინციპში სჯობს უკვე კაცებმაც ისწავლოთ ამგვარი საქმეები, ვინ იცის როგორი ცოლი შეგხვდებათ : ))))
http://www.howtocleananything.com/ მოკლედ აქ იხილავთ ინფორმაციას წმენდა-რეცხვა-დასუფთავების შესახებ, როგორ გავწმინდოთ ესა თუ ის ნივთი..

16. თქვენ არც ისე კარგი მზარეული ხართ? არ იცით რეცეპტები, არც საჭირო წიგნები გაგაჩნიათ.. ამ დროს კი ქმარი გადგებათ თავს და შიმშილით დასუსტებულს არაფრის თავი არ აქვს? მაშინ გთავაზობთ გამოსავალს:
მოქმედება ნომერი ერთი: ვიხედებით სამზარეულოში, ვათვალიერებთ რა მოგვეპოვება (ოღონდ რაც იჭმევა :D ).
მოქმედება ნომერი ორი: შევდივართ საიტზე http://www.supercook.com/ მარცხენა მხარეს შენიშნავთ ცარიელ ველს, სადაც უნდა ჩაწეროთ ინგრედიენტები,რომელიც სახლში გაგაჩნიათ და დააკლიკოთ add-ს.
მოქმედება ნომერი სამი: საიტი ამოგიგდებთ სხვადასხვა რეცეპტს,რომელთა გაკეთებაც თქვენს მიერ მითითებული ინგრედიენტებით შეიძლება, ვირჩევთ სასურველს და ვიკაპიწებთ ხელებს.
მოქმედება ოთხი: ვიწონებთ თავს ქმრის წინაშე და ცოტა ხნით აღარ გვიწევს მისი წუწუნის მოსმენა.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ http://allrecipes.com/ ეს საიტიც, თუმცა ქმარს ასე ძალიანაც ნუ გაათამამებთ, ეს დედამთილის წინაშე თავის მოსაწონებლად უფრო გამოდგება, რომ თქვას უცხოური კერძები სცოდნია ჩემს რძალსო.

17. გაჩუქეს ძაღლი და არ იცი რა დაარქვა? მაშინ მიაშურე საიტს და ამოარჩიე შენთვის სასურველი. აქ არის სხვადასხვა კატეგორიები, მაგალითად ცნობილი სახელები, პოპულარულები, გამორჩეულები და ა.შ. http://babydognames.com/

18. თქვენ ამაყობთ წინაპრებით, გყავთ ბევრი ნათესავები, მაგრამ არასდროს დამჯდარხართ და დაგიხატავთ გენეალოგიური ხე? სხვათაშორის კარგი გასართობი რამეა, თანაც უკვე ინტერნეტშიცაა შესაძლებელი, რა თქმა უნდა გაზრდილი შესაძლებლობებით.
http://www.geni.com/. შეგიძლიათ მოიწვიოთ სხვა ნათესავებიც, რომლებიც დაგეხმარებიან ხის შექმნაში.

19. გაინტერესებთ რომელი საათია სხვადასხვა დედამიწის ქალაქში? http://www.mytimezonemap.com/ შედით აქ, ჩაწერეთ ძიებაში თქვენთვის სასურველი ქალაქი და ის აუცილებლად მოძებნის.

20. http://easyunitconverter.com სხვადასხვა ერთეულების გადაყვანა ერთიდან მეორეში, მაგალითად კილოგრამები, პაუნდები, მეტრები, და ა.შ.

21. გაინტერესებთ რას ნიშნავს ისტორიისთვის თქვენი დაბადების თარიღი? მაშინ შებრძანდით აქ http://www.criticalpast.com/ ჩაწერეთ დაბადების დღე შესაბამის გრაფაში, მაგალითად 4 აგვისტო, საიტი ამოგიგდებთ უამრავ ვიდეოსა და ფოტოს :)

22. http://livingartsoriginals.com – საიტი,სადაც აღმოაჩენთ თუ რა მნიშვნელობას ატარებს ესა თუ ის ყვავილი, ხე, ფერი, სხვადასხვა სიმბოლოები, მოკლედ საინტერესო რამეა და პოსტის დაწერაც შეგიძლიათ ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით.

23. თუ სიზმრებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, ან უბრალოდ გსურთ გაგება თუ რას ნიშნავს თქვენი სიზმარი, http://dreammoods.com/, აქ შეხვალთ და ძიების ველში ჩაწერთ საჭირო სიტყვას, მაგალითად თუ იცინოდით smile, ან რამე ამდაგვარი.. თქვენ იხილავთ მნიშვნელობას.

24. http://www.google.com/adplanner/static/top1000/ აქ ნახავთ ვებსაიტების სტატისტიკას, რომელთა ვიზიტორთა რიცხვი 1000-ს აჭარბებს.

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button