არქივი

დედა თუ მკვლელი?..

4320db0061b0
სუსტი ნერვების მქონე ადამიანებმა არ გააგრძელოთ კითხვა ..

შესავალისთვის მინდა შემოგთავაზოთ ჩემი პატარა ჩანახატი ,,დედა თუ მკვლელი”..

ყველაფერი იმით იწყება.. ხომ,რა ქვია მაგას? აა სიყვარული?? კი,ნამდვილად ეგაა,უბრალოდ გამიკვირდა ასე სხარტად რომ მიპასუხე,თურმე კიდევ შემოგრჩენია მეხსიერებაში ეგ სიტყვა.. გაკვირვებული სახე? დასმული კითხვა რატომ?.. მოიცა, ესეიგი ყველაფერი დაგავიწყდა? არაუშავს, თავი იმით დაიმშვიდე,რომ არც არაფერი არ უნდა გახსოვდეს..
ახლა კი, ჩემთვის, ჩემ ფიქრებში, შენგან უჩუმრად გავაგრძელებ იმას, რაც არ გახსოვს შენ, ან არც კი გინდა, რომ გახსოვდეს და აი, ესე უბრალოდ გადაუსვი ხაზი.. მერედა რას გადაუსვი ხაზი, სიცოცხლეს? ეჰ, მე გამიგია,რომ სიცოცხლეს ღმერთი წარმოშობს და თავადვე განკარგავსო, თუმცა ზოგისთვის რა დროს ღმერთია.
ნუთუ ეს ყველაფერი ტყუილია? ნუთუ ადამიანი გამეფდა ამ სამყაროში თუ გაღმერთდა, ნუთუ აღარავის ეშინია იმ ერთის,ვისი წყალობითაც ჩვენ მოვევლინეთ ქვეყანას. ახლა ზოგიერთი სულელი იკითხავს, ვინ ერთის, დედის თუ მამისო, მერე უფრო სულელი,იმის მიხედვით,თუ რომელ სქესს განეკუთვნება თავად, შესაბამისად დაახეთქებს მტკიცედ და ურყევად,რომ მისი სქესის ადამიანების წვლილი უფრო დიდია ახალი სიცოცხლის შექმნაში.
აჰაა, აი,შენი პასუხიც მესმის, ესეიგი ღმერთი წარმოშობს სიცოცხლეს ხომ?
a79328025bba
სულ ეგრეც არაა ჩემი აზრით,ღმერთმა თვითონვე გაგვაღმერთა ჩვენ და მოგვცა პატარა ანგელოზების გამოძერწვის საშუალება, მაგრამ ის არ იცოდა,რომ ჩვენ, ეს გაღმერთებული ხალხი ოდესმე გავბედავდით ანგელოზების გამოსაძერწი ხელების წაბილწვას.. ხომ, მართლა, რაღაც მინდა გითხრა, შენ არა, აი იმას, მის უჩუმრად რომ ვფიქრობ ახლა ჩემთვის.. მე მეზიზღება შენი ხელები..

მოკლედ, თავიდან იყო სიყვარული როგორც ვთქვით, როგორც ჩვენ ვუწოდებთ ხოლმე წრფელი და ჭეშმარიტი,თანაც უკვდავი (მეტი არაა ჩემი მტერი ერთი,მეორე, ან მესამე იცოდე რას ნიშნავს), შემდეგ იყო ძერწვა, ამასაც სიყვარული ქვია, მაგრამ დღეს სხვა რამეს ეძახიან და ასეთივე წარმატებით გამოიყენება არადანიშნულებითი მიზნებისთვის. შემდეგ იყო სიხარული, არა,ეს რა წამომცდა, პირიქით, შენთან იყო მწუხარება.. მწუხარებაც არა.. არც სევდა, არც განცდა,უფრო ამ გრძნობას არაფერი ქვია ალბათ. ხომ ზუსტადაც ეგ იყო, არაფერს არ განიცდიდი, მერე იყო სისხლი, მერე იყოს ხელები, ფეხები, თავი, თითები, ფეხთან პატარა ხალი, უი ზუსტად ისეთი, შენს ფეხს რომ ამშვენებს, აჰააა, დედისგან გამოყოლია, საკითხავი ისაა, დედისგან თუ მკვლელისგან, თუ ორივესგან ერთად… მაგრამ ამას რაღა მნიშვნელობა აქვს,შენ არც დედად მიგაჩნია თავი და არც მკვლელად. მერედა რატომ არ ხარ დედა? მხოლოდ იმიტომ რომ, ამ პატარამ შენს წაბილწულ მუცელში დაიდო ბინა?! იმიტომ რომ ჯერ არ გაქვს ანგელოზისთვის საკმეველის მიგებების შესაძლებლობა? მერედა ვინ გთხოვს, განა არ იცი, რომ შენ ღმერთის მიერ გაღმერთებული ხარ, ანგელოზი კი აქეთ დაგდებდა პატივს საკმევლის მოგებებით.. მაგრამ არა, შენ არც ღმერთი ხარ ახლა, არც დედა, არც ანგელოზი გიზის წინ და ვერც ვერასოდეს ეღირსები საკმევლის სურნელებას, რატომ? ეს ვისი კითხვაა, აა, ჩუმად მისმენდი? არ ვიცოდი, თორემ შესაძლოა არც მეთქვა ამდენი რამ, დაჟინებით მოითხოვ პასუხს? იმიტომ რომ… მგონი მაინც არ ღირს, ჯობს დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის. აჰ, ისევ რატომ.. იმიტომ რომ შენ მკვლელი ხარ, იმიტომ რომ მე ბოღმა მახრჩობს, იმიტომ რომ სწორედ შენ მომკალი მე.. ხომ, ზუსტად შენ ..განა შენ არ დაავალე იმ ჯოჯოხეთის მოციქულს, მოეძრო ჩემთვის თავი, განა შენი ბრძანებით არ დამანაწევრეს? განა შენ შემი ხელითვე არ აწამე შენი შვილი? ..იცი, ეხლაც მტკივა გული, ესეც უნდა ამოგეცალა, აღარ მეტკინებოდა მაინც..
კივილი..სიბნელე.. ცრემლები..ოხვრა.. სიზმარში შეხსენებული წარსულის ცოდვა.. ქალის ხმა: -მე მივხვდი,რომ მკვლელი ვარ …….

………………………………………………………………………………………………………………………………
აბორტის სამართლებრივი განხილვა

dfcec3ed9065
აბორტი (აბორტუს) ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას. იგი მსოფლიოს 193 ქვეყნიდან 119 ქვეყანაშია ლეგალიზებული. მათ შორის აშშ-ი, კანადაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჩინეთში, რუსეთსა და ასევე საქართველოშიც. აბორტის ლეგალიზაცია გულისხმობს, რომ იგი ნებადართულია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. (საქართველოში ეს შემთხვევები დადგენილია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონით). კრიმინალური აბორტი (ე.ი. აბორტი ჩადენილი კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით) საქართველოში განიხილება, როგორც ქალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი დელიქტი. შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია მხოლოდ ორსული ქალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.3 ამ თვალსაზრისით სამართლებრივი დაცვის მიღმა რჩება ჩანასახის სიცოცხლე.
b786e97e46e8

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 136-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და დაბადების დრო. სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა ქალის ჯანმრთელობის დაცვა აბორტების შემცირების გზით (მ139.პ.1). ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ ა) ორსულობის ხანგძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას და ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან გასულია 3 დღის მოსაფიქრებელი ვადა. ამასთან გასაუბრების დროს ექიმი ვალდებულია უპირატესობა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას და ყველანაირად შეეცადოს დაარწმუნოს ქალი ნაყოფის შენარჩუნების აუცილებლობაში. თუმცა ყველა შემთხვევაში “არჩევანი დედის პრეროგატივაა.” აღნიშული კანონი ასევე ითვალისწინებს გამონაკლისს ამ ზოგადი წესისგან. აბორტი ნებადართულია თორმეტ კვირაზე მეტი ხანგძლივობის ორსულობის შემთხვევაშიც, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა სახეზეა სამედიცინო ან სოციალური ჩვენებები. სამედიცინო ჩვენებები გულისხმობს, რომ ორსულობის შეწყვეტა აუცილებელია ქალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სერიოზული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. სოციალური ჩვენებების მიხედვით კი ნაყოფის მშობლები ისეთ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც შეუძლებელს ხდის ბავშვის სათანადო პირობებში გაზრდას და ჯანმრთელობის უზრუნველყოფას. სოციალური ჩვენებები უდაოდ მეტად აფართოვებს აბორტების რიცხვს. საქართველოში მისი კანონით გათვალისწინება არ შეესაბამება სახელმწიფოს “პრიორიტეტულ ამოცანას – ქალის ჯანმრთელობის დაცვას აბორტების შემცირების გზით”. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ფონს.
220a750f7adf
კრიმინალური აბორტი სახეზეა თუ დარღვეულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის ზემოთ მითითებული მოთხოვნები. ამის შემდეგ უკვე დადგება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ორსულობის შეწყვეტის საფუძვლად ასევე მიჩნეულია ე.წ. ეთიკური (როცა ორსულობა გამოიწვია გაუპატიურებამ) და ევგენური ჩვენებები (არსებობს დიდი ალბათობა, რომ ბავშვი დაიბადება ავადმყოფი)
2a3bff2a9aec
კრიმინალური აბორტის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად 70 000-ზე მეტი ქალი იღუპება. აბორტის პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა და არამარტო მისი ტენდენციური ხასიათის გამო. სისხლისსამართლებრივი საკითხების გარდა იგი ასევე მოიცავს რელიგიასა და მორალთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც არსებითად ართულებს აბორტთან დაკავშირებულ ერთიანი შეხედულების ჩამოყალიბებას.

1. როდის იწყება სიცოცხლე

გენეტიკის თვალსაზრისით სიცოცხლე იწყება ორი უჯრედის განაყოფიერების მომენტიდან. ასეთ უჯრედში უკვე დევს ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის სქესს, სისხლის ჯგუფს, თვალის ფერს, ინტელექტს. ეს ყოველივე ჩაწერილია 46 ქრომოსომის გენეტიკურ კოდში. ფორმალურად ის უკვე ადამიანია, რომლის იდენტური არსება აქამდე არსდროს არსებულა და არც არასდროს იარსებებს. ამის შემდეგი ეტაპია ემბრიონის ზრდა და განვითარება.
ჩასახვიდან უკვე მერვე დღეს ფეხმძიმობის მთელი პერიოდის დამთავრებამდე ჩანასახი გარკვეული თვალსაზრისით აკონტროლებს დედის ორგანიზმს.
875a24163ae1
სამედიცინო პრაქტიკაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, ჩასახვის მომენტიდან ემბრიონს მხოლოდ საკვები და ჟანგბადი სჭირდება, რაც ასვე დაბადების შემდეგაცაა აუცილებელი. მას სიცოცხლის გაგრძელება საშვილოსნოს გარეთაც შეუძლია. სიცოცხლისუნარიანობა საშვილოსნოს გარეთ იწყება 19 კვირის ასკიდან (იხ. დანართი).

1.2 როდის იწყება ემბრიონის სამართლებრივი დაცვა?

იურიდიულად პირი გარდაცვლილად ითვლება თავის ტვინის ფუნქიონირების შეწყვეტის მომენტიდან,10 ხოლო დაბადებულად კი დედის საშოდან გამოყოფის მომენტიდან.11 უფრო კონკრეტულად კი ბავშვი დაბადებულად ჩაითვლება საშოდან ნაწილობრივად გამოყოფის შემთხვევაშიც. ამ შეხედეულებას გამტკიცებს სსსკ-ს 112-ე მუხლი (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა), რომლის მიხედვითაც დანაშაულის შემადგენლობა შეიძლება განხორციელდეს, როგორც უმალვე მშობიარობის შემდეგ, ასევე მშობიარობისას. შესაბამისად, ემბრიონის სამართლებრივი დაცვაც ამ დროიდან იწყება. სამედიცინო ექსპერიმენტებმა დაამტკიცა, რომ ემბრიონის თავის ტვინის იმპულსები ფიქსირდება უკვე ექვსი კვირის ასაკიდან.12 მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ ამ დროიდან იქცეს მისი სიცოცხლე სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტი. ანუ ემბრიონის დაცვის მომენტის წარმოშობის საფუძველად იგივე ფაქტი (ოღონდ ამ შემთვევაში ტვინის ფუნქციონირების დაწყება) ავიღით, რასაც უკვე ადამიანის სამართვებრივი დაცვის შეწყვეტისას მივიჩნევთ? კრიმინალური აბორტის კვალიფიკაციისას ეს ბევრს შეცვლიდა, რაც, ალბათ, უფრო სამართლიანიანიც იქნებოდა.

2. კრიმინალური აბორტი

საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია მხოლოდ აბორტი, რომელიც განხორციელდა კანონით დადგენილი წესების დარღვევით: არალიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, სამედიცინო საქმიანობის არმქონე ექიმის მიერ, ორსულთან წინასწარი გასაუბრების გარეშე და ამ გასაუბრებიდან დადგენილი აუცილებელი ვადის გასვლის დარღვევით ან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით. ამდენად, დაცულია მხოლოდ დედის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და არაა დასჯადი ემბრიონის მკვლელობა. როგორც შესავალში აღვნიშნეთ, კრიმინალური აბორტი საფრთხის შემქმნელ დელიქტებს განეკუთნება, ამდენად ამ დანაშაულისას უმთავრესია ქმედების შემადგენლობის განხორციელება, დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მომენტიდან.13 ობიექტური შემადგენლობის მიხედვით ორსულობის შეწყვეტის ხერხი გავლენას არ ახდენს ქმედების მართლწინააღმდეგობაზე. (წყარო http://www.tsu.ge/yl/law/14.html )

4f2ad50fb00a

შეგიძლიათ იხილოთ რამოდენიმე ვიდეო თემასთან დაკავშირებით:

რა არის თქვენი აზრით აბორტი და რა არის მიზეზი, რისთვისაც საქართველოში ქალი მიმართავს აბორტის ხერხს..

მსგავსი ამბები

Back to top button