არქივი

pizza-ისტორია

660de2556d6b

პიცა იტალიის ნაციონალური კერძია. ძირითადად წრიული ფორმისაა და პომიდვრებითა და გამდნარი ყველით, მაცარელათი მზადდება. პიცაში ხშირად იყნებენ ხორცს, სოსისს, ძეხვს, ბოსტნეულს, ზღვის პროდუქტებს და სოკოს. ნაციონალურ, კლასიკურ პიცას, გამოყენებამდე სპეციალური დანით ნაჭრებად ჭრიან.

276d3349bc18

პიცის პროტოტიპებს ჯერ კიდევ ძველ ბერძნებთან და რომაელებთან ვხვდებით. ისინი რამდენიმე პროდუქტს აწყობდნენ პურზე და ისე მიჰქონდათ სუფრაზე. 1522 წელს ევროპაში პომიდვრის გავრცელების შემდეგ, ნეაპოლში შეიქმნა პირველი პიცა. გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებდნენ პიცას იტალიელი გლეხებისთვის, ამ პირებს პიცაიოლოები ეწოდებოდათ. პიცა ძალიან უყვარდა ნეაპოლის მეფის ფერდინანდ IV-ის ცოლს მარია კაროლინა ლორენას. პიცას აღმერთებდნენ იტალიელი მეფე უმბერტო I და მისი მეუღლე მარგარიტა სავოისკაია, რომლის საპატივსაცემოდაც პიცის ერთ-ერთ სახეობას მარგარიტა დაარქვეს.

97f8aa81c4d8

1d543ecaa072

აშშ-ში პიცა პირველად XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა, კერძოდ ჩიკაგოში. 1957 წლიდან ჩნდება პიცის ნახევრადფაბრიკატები. პიცა ძირითადად აშშ-სა და ევროპაში გავრცელდა, სადაც საკმაოდ მალე გაჩნდა პიცერიების მთელი ქსელი. დღეს პიცა მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, იგი საკმაოდ პოპულარულია თანამედრვე კულტურაშიც, მაგალითად, პიცა კუ ნინძებისა და მულტიპლიკაციური თუ მხატვრული ფილმების პერსონაჟების საყვარელი კერძია.

1203f8fbf08d

dac7b09afdef

იხილეთ ასევე
Close
Back to top button