გასართობისაკითხავისასარგებლო

კოშკები,სასახლეები და ციხესიმაგრეები


მსოფლიოს ერთ-ერთი ყველზე ცნობილი შენობა, იტალიის ქალაქ პიზის კათედრალური ტაძრის სამრეკლო, რამდენიმე ეტაპად შენდებოდა 1173-1350 წლებში. როდესაც კოშკის 8 სართულიდან სამი უკვე აშენდა, აღმოჩნდა, რომ საძირკველი რბილ მიწაში ეფლობოდა და კოშკი გვერძე იხრებოდა. ამ მდგომარეობის გამოსწორების ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა, თუმცა მეცნიერები დღესაც ცდილობენ კოშკის გადახრის პროცესის შეჩერებას. კოშკი მრავალრიცხოვან ტურისტს იზიდავს, რომელთაც აოცებთ ის, რომ, ასეთი დახრილობის მიუხედავად, კოშკი არ ინგრევა,თითქოს მიზიდულობის ძალას არ ემორჩილებაო. მე-20 საუკუნის მიწურულს კოშკი 5,5 გრადუსით იყო დახრილი, ხოლო მისი წვერი ფუძდან 5,2 მეტრით იყო გადაცილებული. კოშკი თეთრი მარმარილოსგანაა აგებული. ის 294 საფეხურს შეიცავს, ხოლო მისი წონა 14000 ტონას შეადგენს სიმაღლე კი 55 მეტრს აღწევს. კოშკის დიამეტრი 16 მეტრია, ხოლო ფუძის კედლის სისქე-2,4 მეტრი.

მეფე ლუდვიგ II ბავარიის ტახტზე 18 წლის ასაკში ავიდა1861 წელს. მალე მან ბავარიის ალპების ერთ-ერთ მთაზე არაჩვეულებრივი სასახლის მშენებლობა დაიწყო. მითოლოგიისა და რიხარდ ვაგნერის ოპერების გავლენით, თავისი სასახლე ლუდვიგმა ზღაპრულ სასახლეს დაამსგავსა, კოშკებით, შპილებითა და ხელოვნური გამოქვაბულით, ხოლო შიდა კედლები უცნაური დეკორაციების სტილით მორთო. თავისი ფანტაზიით შექმნილი სასახლით ტკბობა ლუდვიგს არ დასცალდა- სასახლეში შესვლიდან 100 დღის შემდეგ ის მმართველობისთვის შეუფერებლად გამოაცხადეს და სხვა საცხოვრებელში გადასახლება უბრძანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. ლუდვიგის სასახლე შუა საუკუნეების სქელკედლებიან სასახლენს ჰგავს, მაგრამ ის სულ ახლახანს, მე-19 საუკუნეში აშენდა. უოლდ დისნეის პარკის ”კადოსნური სამეფოს” სასახლე ნოიშვანშტაინის, დღესდღეობით გერმანიის ყველაზე პოპულარული ტურისტული სანახაობის მიხედვით აშენდა.

ლონდონის ტაუერი დღეს ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. დიდი ხნის განმავლობაში ის ბრიტანეთის ისტორიული მოვლენების შუაგულში იმყოფებოდა. მრავალი საუკუნის განმავლობაში აქ ციხესიმაგრე, საპატიმრო და სამეფო საგანძური იყო. მდინარე თემზის მახლობლად უილიამ დამპყრობლის ბრძანებით აგებული ტაუერი მოგვიანებიით სამეფო რეზიდენციად იქცა. აქვე იყო სამეფო ზარაფხანაც, სადაც მონეტებს ჭრიდნენ. პირველად თეთრი კოშკი აშენდა. სქელი გალავანი და თხრილი მოგვიანებით დაუმატეს სხვა კოშკებთან ერთად, რომელთა შორისაა ლომის კოშკი, სადაც სამეფო სამხეცე ანუ ზოოპარკი მდებარეობდა. საუკუნეების განმავლობაში ტაუერში მოღალატეებს ამწყვდევდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. თეთრი კოშკის მშენებლობა 1097 წელს დასრულდა. მისი ქონგურების სიმაღლე 27 მეტრია.

ვერსალის სასახლე თავდაპირველად მეფე ლუი XIII-ს სანადირო რეზიდენცია იყო. 1660 წელს მისმა ვაჟმა ლუი XIV-მ სასახლის გაფართოება გადაწყვიტა. მის გეგმებში არამარტო სასახლის არქიტექტურის გაუმჯობესება შედიოდა, არამედ ირგვლივ უზარმაზარი ბაღის გაშენებაც, სადაც მრავალი შადრევანი და ქანდაკება იქმნებოდა. პროექტის შსრულებას თითქმის 100 წელი დასჭირდა. სასახლის ყველაზე ცნობილი ნაწილი სარკეებიანი დარბაზი იყო, სადაც დიდი ცერემონიები იმართებოდა. ეს უზარმაზარი სასახლე 1000 კარისკაცსა და 4000 მსახურს იტევდა. სასახლე ექსტრავაგანტული გართობის ადგილი იყო, სანამ მეფე 1789 წლის რევულიცოამ ტახტიდან არ ჩამოაგდო.

იაპონიაში, ოსაკას დასავლეთით მდებარე ქალაქი ჰიმეჯი ციხესიმაგრის გარშემო გაშენდა. ეს იყო სრულყოფილი დაცვითი სისტემით აღჭურვილი ელეგანტური ციხესიმაგრე.მისი მშენებლობა 1346 წელს დაიწტო ადგილობრივმა ფეოდალმა სადანორი აკამაცუმ. 1601 წელს ციხესიმაგრე ნაწილობრივ აღადგინა იკედა ტერუმასამ, სამხედრო მმართველმა, რომელმაც, ათასობით მუშის დახმარებით, ძველი ნაგებობის დასრულებას ცხრა წელიწადი მოანდომა. ციხესიმაგრის კედლებში დატანებულია ხვრელები, საიდანაც მტერს ისრებსა და ტყვიებს უშენდნენ, ხოლო წაწვეტბულკიდეებიან გალავანს გარს ღრმა თხრილი აკრავს. ამ ბრწყინვალე სასახლის აღება მტერმა ერთხელაც ვერ შეძლო. ის დღესაც შუა საუკუნეების იაპონური არქიტექტურის უმშვენიერეს ძეგლად რჩება.ჰიმეჯის ციხესიმაგრეს ” თეთრი ყანჩის ციხესიმაგრესაც” უწოდებენ, ვინაიდან მისი სახურავები ასაფრენად გამზადებულ ყანჩას ჰგავს.

ამ მასიურ ციხესიმაგრეს ტ.ე. ლოურენსმა (ლოურენს არაბმა) ” მსოფლიოში ყველაზე კარგად დაცული და თვალწარმტაცი სასახლე” უწოდა. კრაკ დე შევალიე მე-12 მე-13 საუკუნეებში ააგეს სირიაში, კალათ ალ ჰისნში, მთაზე, სადაც მანამდე მუსლიმური ციხესიმაგრე მდებარეობდა. მას 2000 კაცი იცავდა და იქ ჯვაროსანი რაინდები ცხოვრობდნენ, რომელთაც წმინდა მიწაზე საკუთარი კონტროლის აღდგენა სურდათ. ციხესიმაგრის მცველები საბოლოოდ 1271 წელს დანარცხდნენ და რაინდებმა როდოსში გადაინაცვლეს. სასახლე ორი სქელი გალავნითა და თხრილითაა გარშემორტყმული, რის განგრძლივი ალყის გაძლება შეეძლო.

ქალქი ქალაქში, აკრძალული ქალაქი და იმპერატორის სასახლე ჩინეთის დედაქალაქ პეკინის ცენტრში მდებარეობს. მისი მშენებლობა იმპერატორმა ჯუ დიმ დაიწყო. რომელმაც 1421 წელს სატახტო ქალაქი ნანკინიდან პეკინში გადაიტანა. სასახლე იმპერატორების რეზიდენცია იყო 1911 წლამდე-ჩინეთის იმპერიის საბოლოოდ დაცემამდე. აკრძალულ ქალაქს, რომელსაც ასე იმიტომ უწოდეს, რომ უბრალო ხალხსა და უცხოელებს იქ შესვლა ეკრძალებოდათ, თხრილითა და მაღალი გალანით გარშემორტყმული მართკუთხედის ფორმა აქვს. მის შიგნით მოედნები, ბაღები და 9000 -ოთახიანი სასახლე მდებარეობს, სადაც იმპერეტორები და მათო ოჯახები ცხოვრობდნენ კარისკაცებთან, მცველებთან და მსახურებთან ერთად. დღეს აკრძალული ქალაქი ჩინეთის ისტორიულ ძეგლადაა გამოცხადებული და მრავალი მნახველი ჰყავს.

წყარო : ”მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი” წიგნზე მუშაობდნენ: ჯორჯ ჰარტი, რიჩარდ ბონსონისა, ნოდარ მანჩხაშვილი, ლეილა ბერიაშვილი, ლევან ახვლედიანი და თინათინ მამულაშვილი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close