კულტურაუცნაური

ამერიკელებმა მხედველობა თვალში კბილის გადანერგვით აღადგინეს

f18cabcb4d4c

შტატ მისისიპის 60 წლის მცხოვრები ქალბატონი 2000 წელს სტივენს-ჯონსონის სინდრომის განვითარების გამო დაბრმავდა, რაც მწვავე ალერგიული რეაქციით გამოიხატება. ეს კი, თავის მხრივ, კანის ეპითელიუმისა და საცრემლე ჯირკვლების უჯრედების კვდომას იწვევს, იუწყება ”კორესპონდენტ.ნეტ”.

დაავადების განვითარების შემდეგ ქალბატონის თვალის ბადურა გაუმჭვირვალე გახდა. როგორც წესი ბადურას დონორის ან ხელოვნური ბადურათი ცვლიან ხოლმე, მაგრამ ორგანიზმი, რომელიც მწვავე ალერგიული რეაქციებისკენაა მიდრეკილი, საერთოდ ვერ ეთვისება გადანერგილ ქსოვილს.

ამგვარი პაციენტებისთვის იტალიაში თვალში კბილის გადანერგვის მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც პლასტმასის ბროლისთვის საყრდენის ფუნქციას ასრულებს. ამ მეთოდის შესაბამისად პირველი ოპერაცია აშშ-ში, მაიამის უნივერსიტეტის კლინიკაში გააკეთეს.

ქირურგებმა ეშვი კანის ფრაგმენტით თვალის ცენტრში გადანერგეს, რითიც მისი ოპტიკური სისტემა აღადგინეს.

ჭრილობების მოშუშებიდან 15 დღის შემდეგ ქალბატონს მხედველობა იმდენად აღუდგა, რომ მას უკვე კითხვა შეეძლო.

მსგავსი ამბები

Back to top button