გამოგონებასაკითხავიუცნაური

უაზრო კანონები


უაზრო კანონები და წარმოშობა-დამტკიცების მიზეზები

***
კალიფორნიის შტატში აკრძალულია აბანოები

მიზეზი : ეს კანონი მიღებული იქნა 1980 იანი წლების ბოლოს, როდესაც აღმოაჩინეს, რომ, ჰომოსექსუალები უმეტესეობა, რომლებიც შიდსით იყვნენ დაავადებული, დავირუსდნენ საჯარო აბანოებში. კანონი იქნა მიღებული, რათა შეეჩერებინათ ეპიდემიის გავრცელება

***
ქალაქ ლოს-ანჯელესში აკრძალულია ბაყაყების ალოკვა

მიზეზი: : კანონი მიიღეს,მას შემდეგ რაც, ქალაქის მოზარდებმა, აღმოჩინეს, რომ ზოგიერთი ბაყაყის კანი შეიცავდა ჰალუცინოგენებს. ნარკომანები იჭერდნენ ბაყაყებს, და მთელი სულთ და გულით ლოკავდნენ, პოლიცია კი ვერაფერს ვერ უხერხებდა ამას
***

ქალაქ ნორკოში კანონი უკრძალავს მცხოვრებლებს იყოლიონ მარტორქა

მიზეზი: ნორკოს აქვს ოფიციალური ტიტული :” უჩვეულო სახლის ცხოველების ქალაქი”. მცხოვრებლები იჩერებენ სახლში ნიანგებს, ღორებს, ყვავებს, ლაპარაკი ზედმეტია ტრადიციულ ძაღლებზე, კატებზე, კურდღლებზე, ჰამსტერუკებზე :D და ა.შ . ცხოველებს აქვვთ ჩვეულებრივი თვისებები, ზოგჯერ სახლიდანაც გარბიან. ერთხელ სახლიდან გაიქცა პატარა მარტორქუნა (მარტორქის შვილი ჩემი ინტერპრეტაციით :D ) და მოუტანა დიდი ზიანი იქაურ ეზო-ბაღებს.

***

ქალაქ მობილში მამაკაცებს ეკრძალებათ მგელივით ყმუილი ხალხმრავალ ადგილებში.

მიზეზი:ერთხელ ქალაქში იყვნენ სამხედრო დანაყოფის ჯარისკაცები, რომლებსაც ფორმის სახელოზე მგლის გამოსახულება ჰქონდათ მიკერებული. (ამას თავის მხრივ დიდი ისტორია აქვს. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ინდოელებს ებრძოდა, ამგვარად გამოხატავდნენ თავიანთ სიმამაცესა და ღირსებას). საღამოს ჯარისკაცები შეიკრიბნენ ადგილობრივ ბარში და მგლების ყმუილის იმიტაცია გააკეთეს, რამაც ძალიან შეაშინა და გააღიზიანა ადგილობრივი მცხოვრებლები. სამხედრო ბაზა დაიხურა, მაგრამ კანონი ისევ ძალაში დარჩა.

***

ამავე ქალაქში, ქალებს ეკრძალებათ ქუსლიანი ფეხსაცმლების ტარება.


მიზეზი: ერთმა ქალმა , რომლესაც ქუსლებიანი ეცვა, დააბიჯა გისოსიან წყალგადასაშვებს და დაიზიანა ფეხი. მან ჩათვალა, რომ ყველაფერში დამნაშავეა მუნიციპალიტეტი,რომელმაც ეს “საშიში” დანადგარები ტროტუარზე დააამონტაჟა, მიმართა სასამართლოს და მოიგო კიდევაც საქმე. ჯამში კი, რომ აეცილებინათ, მომავალში სასამართლოში ასეთი სარჩელების შეტანა, ქალაქის მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ უფრო იაფი იქნებოდა, მიეღოთ ზემოთ ხსენებული კანონი, ვიდრე შეეცვალათ, გისოსები.

***

ქალაქ ბლოუდერში, აკრძალულია , სავარძლები დადება სახლის ტერასაზე.

მიზეზი: ქალაქში არის ერთი ძალიან დიდი და მხიარული უნივერსიტეტი. ჟურნალ US News & World Report ის 2003 წლის გამოშვებაში ეს “ცოდნის ხრამი” გართობის მოყვარულებთათვის საუკეთესო ადგილად დაასახელეს. სუტენდტებს უყვართ უნივერსიტეტის სპორტსმენების გამარჯვების ხმაურიანად აღვნიშვნა. ხშირათ ანთებენ კოცონს ქალაქის ქუჩებში, რაც ხშირად დიდი ხანძრის მიზეზიც ხდება. სავარძლები კი არაჩვეულებრივ “საწვავს” წარმოადგენს.

***

ფლორიდაში შენობის ყველა კარი გარეთ უნდა იღებოდეს

მიზეზი:ხანძრის შემთხვევაში ადამიანების გაუადვილდებათ ქუჩაში გაქცევა

***
ქალაქ სისაიდში ყველა სახლს გარს უნდა ეკრას თეთი ღობე . ყოველ სახლს უნდა ჰქონდეს ლამაზი ტერასა.

მიზეზი: ქალაქის ეკონომიკას სახსრად უძევს ტურიზმის ინდუსტრია. ამიტომ მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ ასეთი დიზაინი შეძლებდა შეექმნა “ზღაპრული ქალაქის” იმიჯი, რაც უფრო მიმზიდველს გახდიდა ტურისტებისათვის.

***

ჰავაიზე აკრძალულია რეკლამები ქუჩებში და სახალხო ადგილებში.

მიზეზი: რეკლამა არ უნდა უშლიდეს ტურისტებს , დატკბნენ ჰავაის პეიზაჟებით.

***

ქალაქ ოვერლენდ-პარკში აკრძალულია დემონსტრაციების მოხდენა დასაფლავებებზე.

მიზეზი: კანონი იქნა მიღებული ერთი რადიკალურად ქრისიტიანი ადამიანის გამო, რომელიც რეგულარულად გამოდიოდა ჰომოსექსუალების დასაფლავებაზე. და თან ხელთ ეპყრო პლაკატები და აფიშები, რომლის თანახმადაც, გარდაცვლილი იმსახურებდა სიკვდილს, და ღმერთი იპყრობდა მას.

***

მიჩიგანის შტატში აკრძალულია რვაფეხების სროლა, ხალხმრავალ ადგილას.

მიზეზი: ამ კანონის მიღებამდე, ჰოკეის მატჩების დროს, რომელშიც მონაწილებას იღებდა Detroit Red Wings – ჰოკეის ჯგუფი, მხარმდამჭერები ისროდნენ რვაფეხებს ყინულზე. ეს ყოვლად უცნაური ტრადიცია, 1952 წელს გაჩნდა, ჯგუფს რომ მოეგო სტენლის ჩემპიონატი, ამისათვის საჭირო გახდა, მოეგოთ დარჩენილი რვა თამაში. პირველი თამაშის დაწყების დროს, ერთერთმა მხარდამჭერმა, ისროლა რვაფეხის ერთი ფეხი ყინულზე, და ყოველი თამაშის დროს, თითოს აგდებდა.
და რედ ვინგსიც ჩემპიონი გახდა . :armjera:

***

ნიუჯერსის და ორეგონის შტატში, ხალხს არ შეუძლია თვითონ ჩაასხას ბენზინი ბენზინის რეზერვუარში – მათ აუცილებლად უნდა დაეხმაროს ბენზინის ჩასასხმელი სადგური თანამშრომელი.

მიზეზი: კანონის დიდი ხნის წინ იქნა მიღებული, როდესაც ადამიანებმა (განსაკუთრებით ხანში შესულებმა) არ იცოდნენ ელემენტარული თავდაცვის წესების შესახებ, მაგალითად, რომ , ბენზინი ცეცხლისადმი ფეთქებადია, და რომ საწვავის მომარაგების დროს, არ შეიძლება მოწევა. ბენზინგასამართ სადგურის მფლობელები კი დაშინებულები იყვნენ, რომ მათი მომხარებელი აუფეთქებდა სადგურს და თვითონაც აფეთქდებოდნენ. :boli:

***

არიზონას შტატში აკრძალულია აკრძალულია აქლემებზე ნადირობა.

მიზეზი: ა.შ.შს არმია იყენებდა აქლემებს როგორც გადამზიდ ძალას. მკვიდრი მცხოვრებნდი , კი რომელებიც ვერ ერკვეოდნენ საბრძოლო ეკსპერიმენტებში, ჩათვალეს, რომ ეს იყო გარეული ცხოველების ახალი ჯიში და დაიწყეს მათზე ნადირობა. და სერიოზული ზიანი მიაყენეს იქაურ დანაყოფს. ჯამში, აქლემები განთავისეუფლდნენ სამხედრო ვალდებულებიდან, და ალაბამის ნახევარუდაბნოებში გაინავარდეს. მაგრამ მათზე ნადირობა ჯერ კიდევ აკრძალულია.

***

ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სახალხო ორგანიზაციებს ეკრძალებათ შეხვედრა, თუ მათ წევრებს ერთმაირი პიჯაკები აცვიათ.

მიზეზი: კანონი იქნა მიღებული, რომ მოეშორებინათ თავიდან, ადგილობრივი კუ-კლუკს-კლანის აკტივისტების მოქმედებები, რომლებსაც ემოსათ ერთნაირი მანტიები

***
ქალაქ მემფისში მათხოვრებმა უნდა აიღონ “ლიცენზიები” შტატისაგან (რომელიც 10 დოლარი ღირს), რომ ჰქონდეთ მოწყალების თხოვნის უფლება.

მიზეზი: კანონი იქნა მიღებული, რომ თავიდან აეცილებინათ, მათხოვრების ტალღა, რომლებიც ოკუპირებას ახდენდნენ ტურისტრულ ღირშესანიშნაობებზე ქალაქის ცენტრში.

***
დასავლეთ ვირჯინის შტატში მოსწავლეებს ეკრძალებათ სკოლაში დასწრება, თუ მათ ხახვის სუნი ასდით

მიზეზი: ველური დასავლეთის დროს, თაღლითებს შეეძლოთ ადვილად მოეპარათ საქონელი, ამისათვის მხოლო მახვილტუჩა და ცოტა მოხერხება იყო საჭირო, ისნი ამ მახვილტუჩათი წყვეტდნენ . ასეთი ქურდობები იმდენად ხშირი გახდა, რომ , საჭირო გახდა, თვითონ მახვილტუჩები აეკრძალათ.

***

დასავლეთ ვირჯინიის შტატში , მოსწავლეებს არ შეუძლიათ სკოლაში საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, თუ მათ ხახვის სუნი აქვთ
მიზეზი:
შტატში იზრდება , ერთი გარკვეული ჯიშის ხახვი, რომელსაც ძალიან ძლიერი სუნი აქვს. სუნი მისი ჭამის შემდეგ რამოდენიმე დღის შემდეგაც კი იგრძNობა.

***

ამ შტატშივე, ნებისმიერი ცხოველი, რომელსაც მანქანა გაიტანს, ამავე მანქნის პატრონის მფლობელობაში გადადის.


მიზეზი კანონი იქნა მიღებული, რადგან ფულის ეკონომია მოეხდინათ, ქუჩის დაწმენდის საკითხში. თან , ამას გარდა, მანქანების ბორბლებს შორის ხშირად საჭმლად ვარგისი ირმები ყვებიან.

***

ვაშინგტონის შტატში, ადამიანები, რომლებიც შტატში ჩავიდნენ, დანაშაულის ჩადენის მიზნით, თავიდან წინასწარ უნდა გააფრთხილონ პოლიცია, და საქმის ყურში ჩააყენოს, ამ გეგმების შესახებ.
მიზეზი: კანონი იქნა მიღებული – სრულიან სერიოზულად – რომ შეემცირებინათ დანაშაულის რაოდენობა. სხვა შტატების და ქვეყნების მცხოვრებნი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენენ, პლიუს ამ კანონის დაღვევის გამოც ემატებათ სასჯელი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close