ლამპარი Optimus ტრანსფორმერების მთავარი გმირის სახის ფორმით.
ყველა თაობის თავისი საყვარელი გმირი ყავს. ზოგი გაიზარდა საბჭოთა მულტფილმებზე, ზოგი “აბა, დამაცადე!”-ზე, ხოლო ზოგი რობოტ-ტრანსფორმერებზე. ბოლო კატეგორიას ალბათ მოეწონება ლამპარი სახელად Optimus, რომელიც შექმნა დიზაინერებმა Angelica Tcherassi-მ და Jacob Vilato-მ. თუკი დავაკვირდებით ჭაღი ძლიერ გავს ოფტიმუს პრაიმის სახეს – ტრანსფორმერების ტრილოგიის მთავარი პერსონაჟის სახეს.
კონსტრუქცია შექმნილია მეტალის მილებისგან და არის სწორკუთხა ფორმის. ლამპარს აქვს ორი ფერი: ოქროსფერი ან თეთრი. შუქდიოდური ლამპარები, რომლებიც ჩაყოლებულები არიან მეტალების კიდეებზე ეხმარებიან მფლობელებს ელექტროენერგიის დაზოგვაში. კომპანია Tcherassi Vilato პოზიცირებს მოდელ Optimus-ს როგორც ჭაღის საუკეთესო ვარიანტს ოფისებისთვის, სადაც მნიშვნელოვანია ხაზების სიმკაცრე და ფორმის ლაკონურობა.