არქივი

უძველესი პროფესიები, რომლებიც დღეისათვის აღარ არსებობენ

269c542ff27a

უძველესი რომისა და საბერძნეთის ისტორიაში არსებობდა რამდენიმე უცნაური პროფესია, რომელთა უმრავლოსობისაც ნამდვილად არ შეგშურდებათ

ვერცხლის მომპოვებელი

058338dd067f

ძვ.რომში ვერცხლს ხელით მოიპოვებდნენ. ბიჭუნებს უშვებდნენ ვიწრო სოროებში ძალიან ღრმად. იმის გამო, რომ იქ ძალიან ცხელოდა და ამასთან შხამანი გაზებით იყო სავსე , ასეთ რეჟიმში ცხოვრებას 3 თვემდე თუ შესძლებდით. თუმცა რომაელებს ეს არ ადარდებდათ, რადგან მუშები მონები იყვნენ.

წმენდორარიუსი :)

0929a6ec636e

ძვ.რომი, ისტორიაში ცნობილია ”კანალიზაციის” პირველი პროტოტიპით. თუმცა ის არა ცენტრალიზებული, არამედ ინდივიდუალური იყო ყველა სახლისთვის. მაშინ როცა შენი სამყოფელი უკვე ამოვსებულია ”ნარჩენებით” , საჭიროა ვინმე ვინც ამ ”სიკეთეს” წაიღებს. და ვინ არის ეს, თუ არა მეგობარი ”წმენდორარიუსი” :)))

ორგიების ორგანიზატორი

70b214335ab8

ივენტ-მენეჯერის მსგავსი. სიტყვა ”ორგია” მაშინ სულაც არ ნიშნავდა იმას, რასაც ჩვენს  დროში. ეს იყო მაღალი წრის სადილი უხვი სასმელ-საჭმელითა და ქალებით. რომელიც ზოგჯერ მთავრდებოდა სექსუალური სიშმაგით. ორგიების ორგანიზატორი ვალდებული იყო უზრუნველყო პროდუქტების მომარაგება, გაეწყო ორგიის ჩასატარებელი ტერიტორია, უზრუნველყო სასტუმრო ოთახები, მოეპატიჟებინა ქალები.. ეს იყო დაუფასებელი პროფესია, მისი წარმომადგენლები არ უყვარდათ, თუმცაღა ხშირად მიმართავდნენ. ორგიების ყველაზე ცნობილი ორგანიზატორის სახელმა ჩვენამდეც მოაღწია – გაი პეტრონი არბიტრი. იგი დაახლოებული იყო ნერონთან, მას აგრეთვე ეძახდნენ  –  ”ელეგანტურობის არბიტრს” . ნერონთან ნაცნობობამ ”შედეგი” გამოიღო და მას თვითმკვლეობა მიუსაჯეს … და რა თქმა უნდა ის იძულებული გახდა იმპერატორის ბრძანება შეესრულებინა.

ურინატორი

d15dffc043ae

ურინატორების დავალება იყო ჩაეყვინთათ 30 მეტრ სიღრმეზე, ყველაზე ხშირად სამშენებლო კონსტრუქციების დადგმა-გამართვის მიზნით. მყვინთავს ჰქონდა ზარის ფორმის ქუდი საჰაეროთი და სიმძიმე ქვემოთ ფეხებზე. საბაგირო აკავშირებდა მას ზედაპირთან. ეს სამუშაო იყო ძალიან დაფასებული და მაღალანაზღაურებადი.

”პრივილეგირებულ სხეულთა” მებარგული

6c39d39da00b

მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი მუდმივად კარგად ჩაცმულნი და გამოკვებილნი იყვნენ, მათ სამუშაოს მსუბუქს ნამდვილად ვერ დაარქმევთ. წარმოიდგინეთ კიბე 100-ეული საფეხურით, რომელზეც უნდა აწიოთ ყოვლად დიდებული და საშინელი ! და თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რომ ”საკაცე” ინკრუსტირებული (ინკრუსტაცია [ლათ.incrustatio]- რაიმე საგნის ზედაპირზე ჩაჭდევებული ძვლის, სადაფის, ლითონის და მისთ. სამკაული (სახეები, ფიგურები). იყო ოქროთი და მინით, დავალება არც თუ ისე მსუბუქი იქნებოდა. ამასთან  ”სხეული” უნდა გეტარებინათ აკურატულად , რათა მასში არ გამოგეწვიათ ზღვის დაავადება..

გიმნაზიარქი

74061c080296

ძვ.საბერძნეთში სპორტის ათლეტური სახეობები პატივში იყო. გიმნაზიარქები რომ გამხდარიყავით ამისათვის საჭირო იყო ყოფილიყავით მამაკაცი 30-დან 60-წლამდე, და გქონოდათ პატივსაცემი სტატუსი საზოგადოებაში! გიმნაზიარქები ირჩეოდა 1 წლის ვადით და მათი მთავარი დავალება იყო ახალგაზრდა ადამიანების აღზრდა და განათლება, შეჯიბრებების ჩატარების ორგანიზება. იმისათვის, რომ ათლეტები პრეზენტაბელურად გამოიყურებოდნენ, გიმნაზიარქი მათ სხეულებს ბანდა და უსვამდა სპეციალურ ზეთებს. ამ პროფესიის უპირატესობა გახლდათ ის, რომ ისინი ითვლებოდნენ პატივსაცემ ადამიანებად. ამასთან მათ ქონდათ უფლება ჯოხის ტარებისა, რომლითაც წესრიგის დამრღველებს ჭკუას ასწავლიდნენ.

წყევლის ფირფიტების შემქმნელი

42501c3a977a

ეს სამუშაო გონებრივია, მაგრამ არანაკლებ რთული. თანამედროვე copywriter-ის მსგავსი. თუ თქვენ მოისურვებდით ვინმესთვის სისაძაგლეს, თქვენ მას უკვეთავდით ასეთ ფირფიტას და მიგქონდათ ტაძარში. ითვლებოდა, რომ ღვთაებას შეეძლო წაეკითხა და შეესრულებინა , რაც იქ ეწერა. უბედური მჯღაბნელი მწერლუკა ნახევარი დღე ისმენდა სტუმართა საჩივერებს, ნახევარიც უსაშინლეს წყევლებს. რამდენიმე ასეთი ფირფიტა შემორჩა კიდეც ჩვენს დრომდე. აი ერთ-ერთი მათგანიც: ” პარალიზება გაუკეთე ვიქტორიუსის სხეულის ყველა ასოსა და სახსარს, დააბრმავე მისი თვალები , რათა ვერ დაინახოს , დაუბნელე სული და გული, რათა სუნთქვა ვერ შესძლოს””…

დაკრძალვის მასხარა

3e1a69fbc42c

დაკრძალვის მასხარას იმისთვის უხდიდნენ, რომ იგი გადაცმული იყო მიცვალებულივით, მხიარულობდა, ცეკვავდა და ხუმრობდა. რომაელებს სჯეროდათ, რომ ეს ბოროტ ძალებს უკუაგდებდა და გარდაცვლილის სიკვდილის შემდეგ ცხოვრებას სიხარულით უზრუნველყოფდა. დასაფლავების დროს ეს ჯამბაზი სხეულის გარშემო დარბოდა, ხუმრობდა და იმანჭებოდა მიცვალეუბულის მანერებით. ზოგიერთი ასეთი მასხარა პატივშიც კი იყო, ისინი ცნობილი ხლხისა და იმპერატორების დასაფლავების განუყოფელი ნაწილი იყვნენ

წყლის ორღანის ორღანისტი

63f105318b44

წყლის ორღანი მუშაობდა იმავე პრინციპით, რას სასულე, უბრალოდ ჰაერის ნაცვლად გამოიყენებოდა წყალი. ანტიკურ ხანაში იგი საკმაოდ გავრცელებული ინსტრუმენტი იყო და მუსიკოსები, რომლებიც მათზე დაკვრას ფლობდნენ ძალიან პოპულარულები . ორღანისტს შეეძლო იმედი ქონოდა მუსიკოსის ხანგრძლივი კარიერის შექმნაზე. მას იწვევდნენ დღესასწაულებებსა და ღონისძიებებზე.ცნობილია რომ ნერონი ფლობდა წყლის ორღანზე დაკვრის ხელოვნებას.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button