ახალი ამბებიგამოგონება

ახალი რეკორდი მზის ენერგიით მომუშავე მანქანებში

მზის ენერგიით მომუშავე მანქანებში ახალი ჩემპიონი გამოჩნდა. სტუდენტებმა, ავსტრალიაში შექმნეს ეს მანქანა სახელად Sunswift IV და დაამყარეს ახალი რეკორდი 91.49 კმ/სთ სიჩქარით.

მანქანა მთლიანად სტუდენტების აგებულია. მისი დიზაინი სპეციალურად ისე იყო შექმნილი რომ გაეუმჯობესებინა წინ 79 კმ/სთ სიჩქარიანი რეკორდი. მანქან შედარებით ნაკლები ბატარეებით აღჭურვეს რამაც მას მეტი სიმსუბუქე შესძინა. 2,500 მეტრის გავლის შემდეგ შეძლო მანქანამ ამ ახალი სიჩქარის მიღწევა.

ეს სიმბოლური რეკორდი იყო რადგან ეს გახლავთ ისეთი ბატარეებით შექმნილი მანქანა რომელიც მხოლოდ მზეზე იმუშავებენ და რაიმე დამატებითი წყაროთი არ დაიტენებიან. შესაბამისად ასეთი რეკორდი საკმაო მიღწევაა თუმცა ვიმეორებ – სიმბოლური.

ვიდეოში ნახავთ ამ ყველაფრის ამსახველ კადრებს.

წყარო: http://www.newsmacne.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close