უკატეგორიო

ჩვენი დროის გმირები…

გაიხსენეთ აბა, როდის დაეხმარეთ ბოლოს უცნობ ადამიანს უანგაროდ, ან დახმარებიხართ კი როდესმე საერთოდ? ძნელია იმის აღიარება, რომ ამ ქვეყანაზე ყველა თავისთვისაა და იშვითია როდესაც ვინმე გარისკავს შენს გამო და თავს საფრთხეში ჩაიგდებს… მაგრამ საბედნიეროდ არიან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სხვებისგან… მათ ზოგჯერ იდიოტებს, შეშლილებს და გმირებსაც კი ეზახიან… მაგრამ ისინი უბრალოდ ადამიანები არიან, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები…

29 წლის ვიქტორ პერესი (Victor Perez) თავის ბაღში ყურძენს უვლიდა, როდესაც რადიოს საშუალებით გაიგო, რომ გაიტაცეს პატარა ბავშვი. რამოდენიმე წუთში მის თვალწინ გაიქროლა ავტომობილმა, რომელიც რადიოში გამოცხადებულ ბავშვის გამტაცებლის მანქანას ძალიან ჰგავდა.

ვიქტორი არც კი დაფიქრებულა ისე სწრაფად ჩაჯდა თავის ავტომობილში და აედევნა დამნაშავეს. მიუახლოვდა რა მას ახლოდან, დაინახა პატარა გოგონა, რომელიც მძღოლის გვერდით იჯდა და ტიროდა. დაიწყო სიგნალების მიცემა და მთელი ხმით ყვირილი, მოითხოვდა პატარა გოგონას განთავისუფლებას. რამოდენიმე წუთში დამნაშავემ მართლაც გაანთავისუფლა ბავშვი, გაქანებული მანქანიდან გადმოაგდო და თავად მიიმალა. საბედნიეროდ გოგონა გადარჩა, ვიქტორმა პირველადი დახმარება გაუწია.

რამოდენიმე საათში კალიფორნიის პატრულმა გამტაცებელი დააკავა. ის აღმოჩნდა გრეგორიო გონსალესი (Gregorio Gonzalez), რომელიც რამოდენიმე წელია იძებნებოდა ბავშვების გატაცებისა და მათზე ძალადობის გამო.

…………………………………………………………………………………………………………………..

10 წლის წინ უბედური შემთხვევის გამო ლარი სკოპნიკმა (Larry Skopnik) დაიზიანა ზურგი და იძულებული გახდა ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულიყო. მაგრამ ყველაფერ ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, რომ ნამდვილი ბრძოლა გაეჩაღა თავდამსხმელზე, რომელიც მაღაზიის გამყიდველს დაესხა თავს.

“მე არ შემეძლო სხვანაირად მოვქცეულიყავი, მე ფიზიკურად გამტეხა განგებამ და არა მორალურად. მე ვერ ვუყურებდი შორიდან იმას, თუ როგორ ჩაგრავს კაცი უდანაშაულო გამყიდველ ქალს. მე ვთვლი, რომ თუ გინდა დაეხმარო ადამიანს, სულაც არ არის საჭირო რაღაც ზებუნებრივ ძალას ფლობდე. შემომხედეთ მე – მიჯაჭვული ვარ ამ სავარძელს და თუკი ჩემისთანა ხეიბარმა შეძლო გმირობის ჩადენა, მაშინ რა შეგიძლიათ თქვენ? ჯანმრთელ ადამიანებს?” – განაცხადა ლარიმ

რამოდენმე დღეში სკოპნიკი ნამდვილი ინტერნეტ სენსაცია გახდა. ათასობით ადამიანი მადლიერების წერილს უგზავნიდა მას ფეისბუქზე. ყველაზე მადლიერი კი მაღაზიის გამყიდველი იყო რათქმა უნდა, რომელმაც ლარის თავისი გმირი უწოდა.

…………………………………………………………………………………………………………………..

მუსულმანი მოზარდი ბიჭი ჰასან ასკარი (Hasan Askari) დღესასწაულზე ბრუკლინში ჩავიდა მატარებლით. როდესაც სადგურზე ჩადიოდა დაინახა ებრაელი წყვილი, რომელსაც გარს ნაცისტები ეხვია და დასცინოდნენ. ცოტაც და წყვილს ნამდვილად ცუდი დღე დაადგებოდათ. ჰასანს არ შეეშინდა და გამოექომაგა წყვილს, მივარდა ბანდის ლიდერთან და წინ აღუდგა. რამოდენიმე წამში ის ფეხქვეშ გაიფინეს, ამით იხელთეს ებრაელებმა და პოლიციას გამოუძახეს.

ჰასანმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო, ცხვირის მოტეხილობა და სხეულის დაბეჟილობა. მიუხედავად ყველაფრისა მან უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე.

…………………………………………………………………………………………………………………..

2010 წლის 7 აპრილს ჟულიენ დურეტი (Julien Duret) ტავის მეგობარ გოგონასთან ერთად სეირნობდა საუტ-სტრიტის საპორტო ქუჩაზე, როდესაც უცებ დაინახა, რომ რაღაც ჩავარდა წყალში.

“თავიდან მომეჩვენა, რომ ვირაცამ იხუმრა და წყალში თოჯინა მოისროლა, მაგრამ როდესაც ახლოს მივედი და დავაკვირდი ნათლად გავარჩიე, რომ ეს გოგოა იყო.” – ჰყვება ჟულიანი.

მიუხედდავად იმისა, რომ ჟულიენმა ცურვა არ იცოდა, ის მაშინვე გადაეშვა წყალში. “რაღაცნაირი ძალა ვიგრძენი, შიში ოდნავადაც არ მიგრძვნია. როდესაც გოგონას მივუახლოვდი ის უკვე კარგავდა გრძნობას. თავი ავაწევინე და მაშველებს დაველოდე”

გოგონა გადარჩა. ჟულიენმა მხოლოდ ორიოდე სიტყვა უთხრა მადლიერ მამას: “მოხარული ვარ რომ დაგეხმარეთ” და გაუჩინარდა.

მთელი ნიუ-იორკი ეძებდა რამოდენიმე დღე გმირს. ბოლოს იპოვეს კიდეც. მორცხვმა და თავმდაბალმა გმირმა მხოლოდ ერთი ინტერვიუ მისცა: “ასეთი რამ მანამდე არასოდეს მიქნია. მე უბრალოდ აღმაშფოთა იმ ხალხის რეაქციამ, რომლებიც შორიდან უყურებდა ამ ამბავს. მე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ გოგონას ვუშველიდი, მაგრამ უნდა მეცადა მაინც.”

…………………………………………………………………………………………………………………..

მარკ პეტერსონი (Marc Patterson) პიკნიკზე თავის ოჯახთან ერთად გაემართა.

“როდესაც კარავს ვშლიდი, საშინელი ყვირილით ჩემთნ მოირბინა ქალიშვილმა და რაც გავარკვიე ძლივს, იყო ის, რომ ვიAღცას ნაპირზე თავს პუმა დაესხა.” – ჰყვება მარკი.

იქვე მდინარის პირას ბიჭს მართლაც დაესხა თავს პუმა. ბრძოლა წყალში გაიმართა. შეშინებული ბიჭი ცდილობდა თავი დაეღწია ცხოველისათვის. მარკიც შევარდა წყალში, ცდილობდა ფეხების რტყმევით შეეშინებინა ცხოველი, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს მარკი ხელებით შეებრძოლა პუმას. ნელნე ნაპირისკენ გამოათრია და მუხლებითა და ხელებით შეეცადა მის დახრჩობას. ცხოველი კი საბრალო ბიჭუნას მაინც არ უშვებდა თათებიდან.

“იმ დროისთვის ვერ ვგრძნობდი ვერაფერს, ბიჭუნა ყვიროდა, პუმა კი ღრიალებდა, ახლოში კი ჩემი ქალიშვილის ტირილის ხმაც მესმოდა. მთელი ძალით დავიწყე ცხოველის მოგუდვა და თან ვლოცულობდი ბავშვისთვის გაეშვა კლანჭები.” – ხისენებს მარკი.

ბოლოს ცხოველი მართლაც შეეშვა მსხვერპლს და ტყისაკენ გაიქცა. მარკმა ბიჭუნა ეგრევე საავადმყოფოში წაიყვანა, სისხლისგან იცლებოდა უკვე თითქმის. ბიჭი გადაარჩინეს, თუმც 12 პლასტიკური ოპერაცია დასჭირდა სახესა და კისერზე.

…………………………………………………………………………………………………………………..

ჰორია კრეტანი (Horia Cretan) თავის ოფისში მშვიდად მუშაობა, როდესაც შემოესმა ყვირილის ხმა, რომელიც გვერდითა კორპუსიდან მოდიოდა. მან შენიშნა რომ ერთ-ერთ ოთახიდან კვამლი გამოდიოდა. “არვიცი როგორ და რანაირად, უცებ იქეთ გავეშურე სადაც ხანძარი იყო, როგორ აღმოვჩნდი იქ კარგად არც მახსოვს” – ჰყვება ჰორია.

ფანჯრიდან გადამძვრალმა ოთახში მან შენიშნა მამაკაცი, რომელიც სავარძელში იჯდა და გონება ჰქონდა დაკარგული. გამოიყვანა ის და ხელახლა შებრუნდა რათა სხვა ოთახებიც დაეთვალიერებინა. ერთ-ერთ ოთახში მან 4 წლის ბიჭუნა იპოვა. გაახვია ჯერ კიდევ ცეცხლისგან გადარჩენილ ფარდაში და გასასვლელისკენ გაემართა.

ერთადერთი დაზარალებული ამ ამბავში თAვად ჰორია გახლდათ, რომელმაც ხელები დაიწვა.

ეს უჩვეულო ამბავი თვეების განმავლობაში ყველას პირზე ეკერა. ის ნამდვილი გმირი გახდა, რომელმაც მამა-შვილი იხსნა სიკვდილისგან. ერთ-ერთ ტელეშოუში ჰორიამ პირდაპირ ეთერში შეყვარებულს ხელიც კი სთხოვა და გოგონასგანაც ეგრევე თანხმობა მიიღო.

…………………………………………………………………………………………………………………..

2007 წელს 50 წლის მშენებელ ვესლი ოტრეის (Wesley Autrey) თავისი ქალიშვილები სკოლაში მიჰყავდა, ამისათვის ისინი მეტროში ჩავიდნენ. მატარებლის მოსვლამდე ერთი წუთით ადრე ერთ-ერთმა მგზავრამა კემერონ ჰოლოპეტერმა (Cameron Hollopeter) გონება დაკარგა და პირდაპირ რელსებში გადაეშვა. უესლიმ შეატყო რა რომ ვერ მოასწრებდა მატარებლის შეჩერებას, თავის გოგონებს ადგილზე დარჩენა უბრძანა და თავადაც გადაეშვა რელსებისკენ. დაწვა კამერონის გვერდით, თავი მჭიდროდ დაადებინა მიწაზე და იმავე დროს მატარებელმაც გაიარა. გაისმა თვითმხილველებისა და ვესლის ქალიშვილების ტირილი და ყვირილი. მატარებლის ჩავლისთანავე ვესლიმ ამოჰყო თავი და მოღიმარი სახით შეხედა თავის ქალიშვილებს.

გმირს ინტერვიუს ასაღებად დიდხანს დაზდევდნენ ჟურნალისტები. ბოლოს ვესლიმ განაცხადა: “არ არის საჭირო ბუზისგან სპილოს შექმნა, მე უბრალოდ გადავარჩინე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სახლში ვიღაც ელოდებოდა. იმედი მაქვს ჩემს ქალიშვილებსაც თუ გაუჭირდა გამოჩნდება ვიღაც და დაეხმარება მათ.”

…………………………………………………………………………………………………………………..

2010 წლის 18 აპრილს ემიგრანტმა გვატემალადან ჰიუგო ალფრედო ტეილ-აკსმა (Hugo Alfredo Tale-Yax) გადაწყვტა გამოქომაგებოდა ქალბატონს, რომელსაც ქუჩაში დაესხა მძარცველი. ქალი არ აპირებდა ჩანთის დათმობას მძარცველისათვის. ამ დროს მათ შორის ჩადგა ჰიუგოც. კრიმინალმა დანა იშიშვლა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გმირს. შეშინებული მძარცველი და ქალბატონიც გაიქცა სხვადასხვა მხარეს. ჰიუგო კი მიატოვეს, რომელც სისხლისგან იცლებოდა.

ეს ტრაგედა გადაიღო სამეთვალყურეო ვიდეო თვალმა. მასზე კარგად ჩანს თუ როგორ ეცემა ჰიუგო ტროტუარზე, მას შემდეგ, რაც ჭრილობას აყენებენ. სწორედ მას შემდეგ რაც ხდება ისაა მთელი საშინელება. განვითარდა სიტუაცია, რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანს შოკს მოგვრის: გამვლელები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ, ტროტუარზე მწოლიარე ჰიუგო და სისხლის გუბე თითქოსდა არც კი არსებობს..

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ალბათ შეიძლება იმის თქმა, რომ ყველაზე საშინელება მკვლელობა კიარაა, არამედ ის, რომ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს არავინ ეხმარება. ხედავენ თუ როგორ იცლება სისხლისგან კაცი და არავის ანაღვლებს. ყველა თავის თავზე ფიქრობს და სხვისი გასაჭირი არავის აინტერესებს.

ისმის კითხვა: ღირდა კი გაერისკა ჰიუგოს იმ ქალისთვის?

…………………………………………………………………………………………………………………..


ჩემი ყველა პოსტი

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close