არქივი

სერფინგი !!!

3a68c771f8bd

ეგზოტიკური გართობის მოყვარულებო, სრულიადში…

სერფინგი არის ერთ-ერთი უძველესი სპორტი. ტალღებზე სეირნობის ხელოვნება არის ნაზავი ათლეტიზმისა, ბუნების სიძლიერისა და სილამაზის გააზრებისა.

სერფინგი არის სპორტი, რომელიც წარმოქმნის საკუთარ კულტურასა და ცხოვრების წესს. ხის დაფით ტალღებზე ცურაობა სამი ათასი წლის წინათ პოლინეზიაში აღმოცენდა. პირველი სერფერები იყვნენ მეთევზეები, რომლებმაც აღმოაჩინეს ეფექტური მეთოდი ტალღებზე საცურაოდ, რაც მათ ეხმარებოდათ სანაპიროებზე გადაადგილებისათვის. საბოლოო ჯამში, ტალღების გამოყონება გახდა ყოველდღიური, რამაც მოახდინა რევოლუცია სერფინგში.

არ არსებობს ზუსტი თარიღი, თუ როდის ჩამოყალიბდა სპორტად. ცნობილია რომ მეფეები, დედოფლები და სენდვიჩის კუნძულზე მცხოვრები ხალხი იყვნენ ძლიერები სერფინგში მე-15 საუკუნეში. ადრეული ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, სერფინგი ჩნდება 1700 წლის შემდეგ ევროპელებისა და პოლინეზიელთა პირველი კონტაქტის შემდგომ ტაჰიტში. ნავიგატორმა ჯეიმს კუკმა აღწერა, როგორ იპყრობდნენ ტაჰიტელები ტალღებს თავიანთი დაფებით მხოლოდ გართობის მიზნით. ჯეიმს კუკმა თქვა : “ერთ დღეს ვსეირნობდი ჩვენს კარავებთან ახლოს და დავინახე, როგორ მოცურავდა ბიჭი ტალღაზე და მე გამიჩნდა დიდი სურვილი, ვყოფილიყავი მის ადგილას. შემდეგ ის უმოძრაოდ ჩამოჯდა დაფაზე და გამოემართა პლიაჟისკენ ტალღის სისწრაფით. გადმოვიდა ხმელეთზე, აიღო ხელში დაფა და დაიწყო სხვა ტალღის ძებნა. მე ვხედავდი, თუ რაოდენ დიდ სიამოვნებას იღებდა იგი ტალღაზე ცურვის დროს, ის შეუფერხებლად ეკვეთა ტალღას და დაიპყრო იგი. ეს შეუდარებელი გრძნობა იყო. ”

ჰავაიში ახალდასახლებული პოლინეზიელები იყვნენ კარგად დაოსტატებული სერფინგში. და რამოდენიმე ასეული წლის შემდეგ ჰავაის ცნობილი სპორტიც აღმოცენდა. ჰავაელი ხალხიდან ვინც უფრო კარგად ოსტატდებოდა სერფინგში, მით უფრო იხვეჭდა სახელს და ეწეოდა რეპუტაცია. მათ ჰყავდათ საკუთარი დაფების მკეთებლები. ამ დაფების შეძენა შესაძლებელი იყო სანაპიროებზე. სერფერები კი ირჩევდნენ თავიანთ დაფებს თავიანთი ნიჭის გამოსავლენად. იმ დროისთვის სერფერები ჰავაიში არც ისე ბევრნი იყვნენ, რადგან სერფინგი მოითხოვდა დიდ სიმამაცეს. ძალიან ცოტა თუ ბედავდა ტალღებთან ჭიდილს, რადგან ყველას ეშინოდა დაფიდან გადმოვარდნის, რაც მათი სიკვდილის შესაძლებლობას იძლეოდა ან ძლიერ ტრამვას. სერფბორდები გადიოდა წმინდა რიტუალებს, რადგან ისინი ხომ იმდროინდელი ექსტრემალებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისანი იყვნენ. მხოლოდ 3 სახის ხეს იყენებდნენ დაფების გამოსათლელად. დაფის მკეთებელი ხეს მთლიანად თხრიდა ფესვებიანად და იმ ხვრელში თევზებს ყრიდა. რაც მათი რწმენით იმას ნიშნავდა, რომ იგი წირავდა თევზებს ღმერთებს ამოთხრილი ხის სანაცვლოდ. ხოლო შემდეგ იწყებდნენ დამუშავებას.

არსებობს ჰავაის ოთხი სახეობის დაფა :

პაიპო – 2 – 4 ნაბიჯის სიგრძის. (ძირითადად ბავშვებისთვის)

6434a2a82363

ალაია (აჰ-ლაი-აჰ) ან ო’მო – საშუალო სიგრძის დაფა. 8 ნაბიჯის სიგრძის ან უფრო გრძელი.

ac85dc6e085b
კიკო’ო – ალაიაზე გრძელი. 12-18 ნაბიჯის სიგრძის. დამორჩილებისთვის მოითხოვს დიდ პროფესიონალიზმს.

88ac3c5e5fe2

ოლო – სამეფო დაფა. 18-24 ნაბიჯის სიგრძის.

e695a9e6fc9f

e51fbec5539c

526537829e28

02afa15e3437

7a34a6370676

44af7449a89e

49ee60ea9b28

8559466975dc

df29a61a66bf

97d462f9b41c

69ba1cd3e507

91b2fd6e4bac

ჰეჰე რა უხერხული სიტუაციაა  :D:D

4ce138920660

აბა დაიშალეთ ეხა :boli:

Liverbird

Никому не обязан, ни к чему не привязан! Никому не подобен, потому и свободен!

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button