არქივი

რელიგიური საოცრებები

a547c1a7eb2f

ისევე, როგორც არტემიდეს ტაძარს შორეულ საუკუნეებში, დღეს არსებულ რელიგიურ ცენტრებსაც უამრავი მლოცველი ჰყავს. ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ბუდიზმი, ინდუიზმი და სიკჰიზმი თავიანთ მიმდევრებს არქიტექტურული შედევრების შექმნისკენ უბიძგებენ. ის წმინდა შენობები, რომელთაც დღეს მრავალი მლოცველი ნახულობს, თავიანთი მშვენიერებით, წარსულის ცნობილ ტაძრებს არ ჩამოუვარდება.

ამ შენობების ნაწილი ამა თუ იმ რელიგიის დამაარსებლებთან ან ლიდერებთან, ან ამ რელიგიის ფაქტთანაა დაკავშირებული. ხშირად ეს შენობები საგანძურად იქცევა, სადაც რელიგიის წმინდა ნივთები ან კულტურისა და ხელოვნების შედევრები ინახება. ბევრი ასეთი შენობა ძირითად სამლოცველოდ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მლოცველთა თავშეყრის ადგილად იქცა. ამ რელიგიურ ცენტრებს ყოველწლიურად უამრავი მნახველი ჰყავს.

მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე ეკლესია:
931ce0dcf27c
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძარია ბასილის კათედრალური ტაძარი, რომელიც მოსკოვში, წითელ მოედანზე დგას. ის მე-16 საუკუნის 50-იან წლებში მეფე ივანე IV-ის ანუ ”ივანე მრისხანეს” ბრძანებით ააგეს იმ სამხედრო გამარჯვებების აღსანიშნავად, რომელთა შედეგად რუსეთის ტერიტორია და მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენის სფერო მნიშვნელოვნად გაფართოვდა. იმისთვის, რომ ზამთარში თოვს, მეზობელი შენობების მსგავსად, ტაძრის სახურავიც არ დენგრია, ტაძარზე ხახვის ფორმის გუმბათები დადგეს, სადაც თოვლი ვერ გაჩერდებოდა. ტაძარში ინახება წმინდა ბასილის ნაწოლები, ნათელმხილველისა, რომელმაც მოსკოვის 1547 წლის დიდი ხანძარი იწინასწარმეტყველა. ცენტრალური სამფლოცველო და მის გარშემო მდგარი ცხრა მომცრო სამლოცველო თავიანთი განლაგებით ვარსკვლავს ქმნიან. თითოეულის თავზე კაშკაშა ფეებით მოხატული ხახვის ფორმის გუმბათი დგას.

2fcc48b7f8b3
საუდის არაბეთის ქალაქი მექა ისლამური სამყაროს ყველაზე წმინდა ადგილია. მუსლიმები დღეში 5-ჯერ მექასკენ პირშექცევით აღავლენენ ლოცვას. ამას გარდა, ყველა მუსლიმის ვალია, ერთხელ მაინც მოინახულოს მექა. ამ ქალაქში ახ.წ. 570 წელს დაიბადა წინასწარმეტყველი მუჰამედი, რომლის მექადან გაქცევამაც ახალ რელიგიას, ისლამს დაუდო სათავე. დიდი მეჩეთის ცენტრში დგას კუბის ფორმის სამლოცველო ე.წ. ქააბა, სადაც შავი ქვა ინახება. გადმოცემის თანახმად, ღმერთმა ეს ქვა ადამს, პირველ ადამიანს მისცა და ქააბაც ღმერთის ბრძანებით აიგო. დიდ მეჩეთში ჩასული მლოცველები ეზოს ცენტრში მდგარი სამლოცველოს გარშემო იყრიან თავს.

145955663a0c
ვატიკანი ქალაქ რომში მდებარე ციცქნა დამოუკედებელი სახელმწიფოა. ის რომის კათოლიკური ეკლესიის შტაბ-ბინაა, ხოლო წმინდა პეტრეს ტაძარი მისი ყველზე მნიშვნელოვანი ეკლესიაა. ტაძარი ამავე ადგილას მდებარე ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ააგეს, სადაც პირველი პაპის საფლავი მდებარეობს, რომლის პატივსაცემადაც ტაძარს ეს სახელი უწოდეს, ტაძარს, რომლის ცენტრსაც დიდი გუმბათი ამშვენებს. მშენებლობაზე და ტაძრის მორთულობაზე მრავალი არქიტექტორი, მოქანდაკე და მხატვარი მუშაობდა.

88597f71587c
სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთი უმშვენიერესი სატაძრო კომპლექსი, მადურაიში მდებარე მინაკშის ტაძარი ინდუიზმის ათასობით მიმდევარს იზიდავს. ტაძარი ეძღვნება მინაკშის, მადურაის პრინცსა და ინდუისტების ღმერთ შივას 12 კოშკი-კარიბჭე, რომელთაც მრავალი ქანდაკება ამშვენებს. ყველაზე მაღალ ტაძარში მდებარეობს ათასი სვეტის დარბაზი, რომელიც ღმერთებისა და ქალღმენრთების ფერადად მოხატული ფიგურებითაა მორთული. აქვეა უძველესი ტბა, სადაც მლოცველები წმინდა წყალში განიბანებიან.

acf18877c72e
ეს საოცარი შენობა, რომელიც ინდოეთში ამრისტარში დგას, სიკჰების ყველაზე წმინდა სალოცავია. ეს მეორე ტაძარია წმინდა ქალაქში, სადაც გურუ ნანაკი, სიკჰების რელიგიის დამაარსებელი ცხოვრობდა. პირველი ტაძარი, რომელიც 1601 წელს აშენდა, ხელოვნური ტბის შუაგულში მდებარე კუნძულზე იდგა. მოგვიანებით ის დაანგრიეს, ხოლო 1764 წელს ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყეს. მშენებლებმა ტაძრის ასაგებად მარმარილო და სპილენძი გამოიყენეს, ხოლო ტაძრის ზედა ნაწილი 400 კგ ოქროს ქურცლებით დაფარეს, რის გამოც ტაძარს ”ოქროს ტაძარი” ეწოდა. ტაძრის კედლებზე ყვავილები და რელიგიური ჰიმნებია ამოკვეთილი. ტაძარს ოთხივე მხრიდან შესასვლელი აქვს, რაც იმაზე მიუტითებს, რომ ის ყველასთვის ღიაა. ტაძატში ინახება ”გურუ გრანთ საჰიბი”, სიკჰების წმინდა წიგნი. სატაძრო კომპლექსის შესასვლელს კარიბჭე ამშვენებს. მის ზემოთ მდებარე საგანძურში ოქროს კარები და ძვირფასი თვლებით მორთული გობელენები ინახება.

6ca0df943f93
დასავლეთის კედელი, რომელიც არაებრაელებისთვის ცნობილია, როგორც გოდების კედელი, ისრაელში, იერუსალიმში დგას. ის ებრაული რელიგიის ცენტრში ერთ დროს მდებარე ტაძრის ერთადერთი კდელია, რომელიც ნგრევას გადაურჩა. ამ ადგილას პირველი ტაძარი მეფე სოლომანმა ააგო. კედელი, რომელიც გადარჩა, მოგვიანებით მეფე ჰეროდეს მიერ აგებული ტაძარის ნაწილია. ეს ტაძარი ახ.წ.70 წელს რომაელებმა დაანგრიეს. მისი სახელი იმ მწუხარებას გამოხატავს, რომელიც ებრაელებმა ამ ტაძრის დანგრევით განიცადეს. აქ ქალები და კაცები ცალ-ცალკე ლოცულობდნენ, ზოგიერთი კი კედლის ბზარებში ფურცლებზე დაწერილ ლოცვებს ტოვებს.

31d05200e101
მსოფლიოს მოვლის შემდეგ , დავბრუნდით საქართველოში. მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ეკლესია, რომელიც ბორჯომის ხეობაში მდებარეობს. ამ ტაძარზე იმიტომ ვწერ, რომ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს და მინდა გაგაცნოთ. ის აიგო XII-XIII საუკუნეებში შალვა თორელის მიერ. ის არის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. 28 აგვისტოს ამ ეკლესიას სტუმრობს ბევრი ადამიანი სხვადასხვა მხრიდან და ყველა აღფრთოვანებულია მისი სილამაზით. მას გარს აკრავს მთები და მდებარეობს ტიმოთეს უბანში.

751fbd79cbf9

წყარო: ”მსოფლიოს უდიდესი საოცრებები”. წიგნზე მუშაობდნენ: ჯორჯ ჰარტი, რიჩარდ ბონსონისა, ნოდარ მანჩხაშვილი, ლეილა ბერიაშვილი, ლევან ახვლედიანი და თინათინ მამულაშვილი

P.S იმედია მოგეწონათ :) ეს ჩემი პირველი პოსტია :)

მსგავსი ამბები

Back to top button