არქივი

ძალადობა ბავშვებზე: Sarah Chavez

b12km
ალბათ პატარაობაში ბევრი თქვენგანისთვის წამოურტყამს ხელი დედიკოს და ეს სისასტიკედ სულაც არ მიგაჩნიათ, მაგრამ რასაც პოსტში წაიკითხავთ ნამდვილად სისასტიკეა. გაიგებთ ბავშვებზე, რომლებიც მშობლებმა საშინლად სცემეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. პოსტის უმეტესი ნაწილი დათმობილი აქვს ერთი პატარა გოგოს, სარას ამბავს

სარა ანჯელინა ჩავეზი დაიბადა 2 დეკემბერს, 2002 წელს, კალიფორნიაში. ბავშვს ორგანიზმში აღმოუჩინეს ვიკოდინი,თუმცა დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ ამისთვის. 2005 წლის 1 იანვარს სოფია ჩავეზმა გამოიძახა სასწრაფო. ექიმებმა სააბაზანოში იპოვეს ახალშობილი, თუმცა უკვე გარდაცვლილი, რომელსაც ასევე ვიკოდინი აღმოაჩნდა ორგანიზმში. როგორც აღმოჩნდა, სოფია უკვე დიდი ხანია იყენებდა ამ ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებას, რამაც მისი წამალდამოკიდებულება გამოიწვია. ფაქტიურად ის ნარკომანი იყო. რამოდენიმე დღის განმავლობაში სოფიას უთვალთვალებდნენ; აღმოჩნდა, რომ ის ცხოვრობდა დეიდასთან,Frances Abundis-თან ერთად. სწორედ იმ სახლში იყო პატარა სარაც. გამომძიებელმა დაათვალიერა მათი საცხოვრებელი, პატარა სარა შოკოლადით მოთხუპნული დარბოდა მთელ სახლში, მაგრამ გამომძიებელს მაინც არ გამორჩენია ნაკაწრები ბავშვის სახეზე.
სოფია მიიჩნიეს უვარგის დედად. მას მეურვეობა ჩამოართვეს შვილზე და სარა მოხვდა ლოს ანჯელესის ბავშვთა თავშესაფარში.

Dianne Hardy-Garcia და Corri Planck 2 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და გადაწყვიტეს ბავშვის აყვანა. Dianne იხსენებს იმ დღეს, როცა სარას წამოსაყვანად მივიდა თავშესაფარში: „ ის ხტუნვა-ხტუნვით მოდიოდა, პირში კანფეტი ჰქონდა და რაღაცას ღიღინებდა. მე მას პატარა დათუნია ვაჩუქე, გოგონა მაშინვე ჩამეხუტა. ჩვენ ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი“
Corri: ეს პატარა ლამაზი გოგონა ძალიან მეგობრული ჩანდა, გარშემო ყველას ხიბლავდა“
და დაიწყო სარას ცხოვრებაში ახალი ერა: ახალი სახლი, საკუთარი ოთახი, რომელიც სავსე იყო მისი საყვარელი სათამაშოებით და წიგნებით. სარას ძალიან უყვარდა „მერი პოპინსის“ ყურება. ახალმა მშობლებმა მას აჩუქეს ძაღლი, რომლის გარეშეც ვერ იძინებდა ხოლმე.
ყველაფერი ისე კარგად არ გაგრძელებულა როგორც დაიწყო, სარას აწუხებდა კოშმარები, რაც ძალიან აღელვებდა მის ახალ მშობლებს. ბავშვს ფსიქიკა დაზიანებული ჰქონდა, რაშიც სოფიას ადანაშაულებდნენ. სოფია ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა მოეპოვებინა შვილის ნახვის უფლება, მისი დეიდა გამუდმებით ჩიოდა, რომ არ შეიძლებოდა ბავშვის გაზრდა უცხო გარემოში, უცხო ხალხთან. მას უნდა ჰქონოდა კონტაქტი ახლობლებთან. სოფია უკვე აღარ იყო წამალდამოკიდებული და სწორედ ეს დაეხმარა მიზნის შესრულებაში: მას უკვე შეეძლო შვილი მოენახულებინა ნებისმიერ დროს. თავიდან დედამ შვილთან კონტაქტი ტელეფონით დაიწყო, მათ საუბრებს უსმენდნენ Dianne და Corri, თვალზე ცრემლი ადგებოდათ ამ დიალოგების მოსმენისას. სოფია ძალიან კარგად ექცეოდა შვილს და მალე მოინახულა კიდეც. გავიდა დრო და სარა ახალ მშობლებს ბიოლოგიურ დედასთან მიჰყავდათ ხოლმე და ტოვებდნენ მასთან რამოდენიმე დღით.

yk2pe

იყო ჩვეულებრივი დღე, სარა დილიდან Frances-ს ჰყავდა დატოვებული, რადგან სოფია და არმანდო მუშაობდნენ. არმანდო მისი საყვარელი გახლდათ. როცა სამსახურიდან დაბრუნდნენ Frances-მა დაინახა როგორ შეიყვანეს პატარა სარა თავიანთ საძინებელში და კარი ჩაკეტეს. მალე იქიდან საშინელი ხმები გამოდიოდა. ბავშვი ყვიროდა და შველას ითხოვდა…
2005 წლის 10 ოქტომბერს სარა საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ის Frances-მა მიიყვანა. მას ორივე ხელი მომტვრეული ჰქონდა, სახე დასისხლიანებული, თვალი დაზიანებული, მარჯვენა ფეხის ტერფი დამტვრეული , ბავშვი ტიროდა და არ ჩერდებოდა. 4 საათის შემდეგ ექთნებს ბავშვის ხმა აღარ ესმოდათ, იფიქრეს ჩაეძინაო. თუმცა როცა შევიდნენ პალატაში სარა იქ არ დახვდათ. Frances-მა ბავშვი გაიტაცა, გაურკვეველია სად მალავდა 1 დღის განმავლობაში , მაგრამ 11 ოქტომბერს სარა მის სახლში იპოვნეს გარდაცვლილი. Frances ისტერიულად ყვიროდა, ბავშვს არ აკარებდა არავის, სახეში ხელებს ურტყამდა და სთხოვდა გაიღვიძეო, მაგრამ რაღას გააღვიძებდა … სარა შეუერთდა იმ პატარა ანგელოზებს, რომლებმაც ნაადრევად გამოისხეს ფრთები და გაფრინდნენ იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.
Dianneმ და მისმა მეუღლემ განიცადეს ეს ამბავი და ძალიან მძიმედ გადაიტანეს. მათ უჩივლეს სოფიას,მის საყვარელს და დეიდას. სამივე ციხეში წააბრძანეს. სოფიას და არმანდოს წაუყენეს განზრახ მკვლელობის ბრალდება, მათ დანაშაულს დაემატა ისიც, რომ სახლში აღმოუჩინეს მარიხუანა. რაც შეეხება Frances-ს, ის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა, სადაც გადიოდა 2 წლიან მკურნალობას.

ulirg

დამეთანხმებით,რომ ბავშვის მოკვლა განსაკუთრებული სისასტიკეა, მაგრამ მიუხედავად ამისა არაერთი შემთხვევა ყოფილა,როცა მშობლებს ( და არამარტო მათ) ბავშვი ცემით მოუკლავთ:

yaw99
პატარა Nia Glassie, რომელიც მშობლებმა სცემეს და შემდეგ სარეცხის საშრობში ჩადეს, ის 3 წლის იყო. 2007 წლის აგვისტოს გარდაიცვალა.

t04vd
23 თვის Lilly Bing სასტიკად სცემეს დეიდებმა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 2000 წლის ივლისში.

939bc82fa6a1
პატარა Delcelia Witika , რომელიც სცემეს მშობლებმა და შემდეგ ცივ იატაკზე დაგდებული დატოვეს სახლში მარტო, სადაც გარდაიცვალა . (1991 წელს)

duw0c
16 თვის Sachin გარდაიცვალა თავში მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად. ამაში ბრალი მიუძღვის მისი ოჯახის ყველა წევრს.

k900v
11 წლის Olympia და 12 წლის Saliel გარდაიცვალნენ 2001 წლის დეკემბერში. ისინი სიკვდილამდე მამინაცვალმა მიიყვანა.

lbej7
ტყუპები Chris და Cru kahui, ისინი სულ 1 თვის იყვნენ როცა გარდაიცვალნენ 2006 წლის ივნისში. ორივეს თავში მძიმე დარტყმა ჰქონდა მიყენებული. ვინ ჩაიდინა ეს, დედამ თუ მამამ გაურკვეველია.

jydly
2003 წელს კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა ახალ ზელანდიაში, ამჯერად მსხვერპლი არის 6 წლის Coral Ellen. იმის შემდეგ, რაც მან უარი უთხრა მამინაცვალს მანქანიდან გადასვლასა და სკოლაში წასვლაზე კაცმა ცემით მოკლა. უამრავ დაზიანებასთან ერთად გოგონას თავში მძიმე ტრავმა ჰქონდა, სავარაუდოდ მამინაცვალმა ქვა ჩაარტყა თავში.

მსგავსი ამბები

Back to top button