არქივი

რატომ? (ნაწილი 2)

28364e4a7ff6
კითხვები, რომლის პასუხებსაც აქვე შეიტყობთ.

1.როგორ მოიქცეოდით სიარულის დროს, მოულოდნელად, ჭაობში რომ აღმოჩენილიყავით?
2.ადამიანთან, რომელსაც ყინული ჩაემტვრა, მისვლა არ შეიძლება. გადარჩენისათვის მას დაუდებენ გრეხილ ფიცარს ან კიბეს… რატომ?
3.რატომაა ნამი უფრო უხვად ცხელი დღის შემდეგ?
4.რატომ ტკაცუნობს ხმელი შეშა, როცა იწვის?
5.მაგიდის ჩოგბურთის ბურთი შეიჭეჭყა. რა უმარტივესი ხერხით შეიძლება აღნიშნული დეფექტის გასწორება?
6.რატომ არის რომ, ორთქლი უფრო მეტად წვავს ადამიანს, ვიდრე იმავე ტემპერატურის მდუღარე წყალი?
7.რომელ ტემპერატურაზე მოგვეჩვენება ერთნაირად გახურებული ლითონი და ხე, თუ მათ ხელს შევახებთ?
8.ლურსმნის ქუდზე ბადისებრი ნაჭდევია, მის ქვემოთ კი – რამდენიმე ხაზი. რატომ?
9.ახალი ქლიბით მუშაობისას საჭიროა მეტი ძალის გამოყენება, ვიდრე ძველი ქლიბით. მაშ, რატომ ამჯობინებენ ახალ ქლიბს?
10.თოფიდან გასროლილი ტყვია ცარიელ ქილას მხოლოდ გახვრეტს, წყლით სავსეს კი დაამსხვრევს. რატომ?

პასუხები
1.ამ შემთხვევაში საჭიროა, რომ ადამიანი ჭაობის ზედაპირზე გაწვეს ჰორიზონტალურად. ზედაპირის მართობულად მოქმედი ძალა (სხეულის წონა) გაცილებით მეტ ფართობზე განაწილდება და ადამიანი ჭაობში არ ჩაიძირება.
2.ფიცარზე ან კიბეზე ადამიანის დაყრდნობისას, მისი სიმძიმე ნაწილდება დიდ ფართობზე და წნევა ყინულის ზედაპირზე მცირდება.
3.როცა ცხელა, მეტი წყალი ორთქლდება და აბსოლუტური ტენიანობა იზრდება.
5.ჰაერი ხის ფორებში ცხელდება, ფართოვდება და ხეთქავს ხის ბოჭკოს, რის გამოც ისმის ტკაცატკუცი.
5.მოვათავსოთ ცხელ წყალში.
6.ორთქლი გაცილებით მეტ სითბოს გამოყოფს, ვიდრე იმავე ტემპერატურის წყალი. ეს გამოწვეულია იმით, რომ ორთქლი იმავე ტემპერატურის წყლად გადაქცევის პროცესში გამოყოფს აორთქლების სითბოს.
7.ადამიანის სხეულის ტემპერატურის ტოლ ტემპერატურაზე, როცა თბოგადაცემა არ ხდება.
8.ისინი ზრდიან ხახუნის ძალას: ბადის ნაჭდევები ადიდებენ ხახუნს ლურსმნის თავსა და ჩაქუჩს შორის, ლურსმნის თავს ქვემოთ არსებული ხაზები კი ადიდებენ ხახუნის ძალას ლურსმანსა და ხის დეტალს შორის.
9.ახალი ქლიბი ლითონში უფრო ღრმად შედის, რადგან მის ჭდეებს ნაკლები ფართობი აქვს; ამით კი მატულობს დეტალის დამუშავების სიჩქარე.
10.როდესაც ტყვია ხვრეტს ცარიელ ქილას, ეს იმდენად სწრაფად ხდება, რომ ნახვრეტის მეზობელი ადგილები ამოძრავებას ვერ ასწრებს და ინერციით ინარჩუნებს უძრაობას. მაგრამ როდესაც ქილა ავსებულია წყლით, მაშინ ტყვია ქილის გახვრეტისას ხვდება წყალში, რომელიც მცირედ კუმშვადია , მოძრავი წყალი ძლიერ აწვება ქილის კედლებს, ამიტომ ქილა იმსხვრევა.

კითხვები

  • თუ ხელისგულზე დადებულ აგურს ჩაქუჩს დავარტყამთ ტკვივილს ვერ ვიგრძნობთ. რატომ?
  • ადამიანი წაბორძიკებისას ყოველთვის მოძრაობის მიმართულებით ეცემა, მოცურებისას კი მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ. რატომ?
  • კენჭებიან ზღვის ნაპირზე ფეხშიშველი სიარულისას ფეხი გვტკივა, ხოლო თუ წყალში ღრმად შევალთ, ტკივილს ვეღარ ვიგრძნობთ. რატომ?
  • რატომ რაკრაკებს ნაკადული?
  • რატომ სრიალებს ყინულზე ციგურები კარგად? რატომ უარესდება ეს სრიალი ძლიერ ყინვაში?
  • რატომ ფრიალებს დროშა ქარში?
  • რატომ ჭიმავენ მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებს ზემოთ ფოლადის საყრდენისაგან არაიზოლირებულ ორ დამატებით სადენს?
  • რატომაა ჭექა–ქუხილის დროს გაელვება სწრაფი, ქუხილი კი ხანგრძლივი?
  • რატომ არის საშიში ჭექა–ქუხილის დროს ჯგუფად დგომა?
  • რატომ მიიღება უფრო ძლიერი ხმა ხის კარებზე დაკაკუნებით, კედელზე დაკაკუნებასთან შედარებით?
    პასუხები
  • ინერტულობის გამო აგური დარტყმის დროს ვერ ასწრებს საგრძნობლად შეიცვალოს სიჩქარე და არ დააწვება ხელს, რომლითაც ის უჭირავთ, ამიტომ ხელზე ჩაქუჩის დარტყმით გამოწვეულ ტკივილს ვერ შევიგრძნობთ.
  • წაბორძიკებისას ადამიანის ფეხების სიჩქარე მცირდება, ხოლო ტანი ინერციით ინარჩუნებს თავის სიჩქარეს, ამიტომ ადამიანი მოძრაობის მიმართულებით დაეცემა; ხოლო როდესაც გასრიალდება, ფეხების სიჩქარე იზრდება, ტანი კი ინერციით ინარჩუნებს სიჩქარეს და მოძრაობის საწინააღმდეგოდ ვარდება.
  • წყალში ადამიანზე გარდა სიმძიმის ძალისა მოქმედებს ვერტიკალურად ზემოთ მიმართული ამომგდები ძალა და იმდენად აღარ აწვება კენჭებიან ფსკერს, ამიტომ ტკივილსაც ნაკლებად იგრძნობს.
  • წყლის ნაკადი იტაცებს და ახვევს ჰაერის ნაწილაკებს, მათგან წყალში იქმნება ბუშტულები. შემდეგ ეს ბუშტულები სკდება და ნაკადულის რაკრაკიც ამით აიხსნება.
  • ყინულის ზედაპირზე ციგურების სრიალის დროს, წნევისა და ხახუნის გამო წარმოიქმნება წყლის შრე, რომელიც ამცირებს ხახუნის ძალას. დიდი ყინვისას ამ შრის წარმოქმნა არ ხდება და შესაბამისად ხახუნის ძალაც იზრდება.
  • წინაღობის შეხვედრისას ქარი ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან წარმოქმნის მცირე გრიგალებს, რომელიც ჰაერის თანმიმდევრულ რხევას იწვევს. დროშის რხევის სიხშირე შეესაბამება გრიგალების სიხშირეს.
  • დამატებითი სადენების დანიშნულებაა მარალი ძაბვის ხაზების დაცვა მეხისაგან.
  • ელვის შუქი ჰაერში პრაქტიკულად სინათლის გავრცელების სიჩქარით ვრცელდება და ცის ნებისმიერი ხილული ადგილიდან ელვასთან ერთად შეიმჩნევა. ქუხილის (განმუხტვის) ხმა კი ბგერის გავრცელების სიჩქარით ჰაერში აირეკლება სხვადასხვა მხარეს მდებარე ობიექტივებიდან და დამკვირვებლამდე მოდის არა ერთდროულად, არამედ გარკვეული დაყოვნებით და ხანგრძლივი გრუხუნის სახიტ ვრცელდება.
  • ჭექა–ქუხილის დროს ჯგუფად დგომა იმიტომ არის საშიში, რომ ორთქლი, რომელიც სუნთქვის დროს გამოიყოფა ელექტროგამტარობას ზრდის.
  • კარები უფრო მეტად დეფორმირდება, ამიტომ მისი რხევის ამპლიტუდა უფრო დიდია. შესაბამისად ბგერებიც უფრო ძლიერია.
  • კითხვები

  • რატომაა წყალქვეშა ნავის ან თევზების დიდი გუნდის აღმოჩენა თვითმფრინავიდან უფრო მოსახერხებელი?
  • გზის უსწორმასწორობანი დღისით უფრო ცუდად ჩანს, ვიდრე ღამით, როცა გზას ავტომობილის ფარები ანათებს. რატომ?
  • ფანჯრის მინიდან საგნები ზოგჯერ დაბრეცილი გვეჩვენება. რატომ?
  • რატომ ჩანს კოვზი გადიდებული თხელკედლიან წყლიან ჭიქაში?
  • რატომაა თოვლი თეთრი, ფოთოლი – მწვანე, მური – შავი?
  • რატომ არის წყლის ზედაპირზე ცის გამოსახულება ყოველთვის უფრო მუქი ფერის, ვიდრე სინამდვილეშია?
  • მეხანძრეებს ახურავთ ლითონის მბრწყინავი ჩაჩქანი. რატომ?
  • მზის სხივებისაგან დასაფარავად ყველაზე უფრო პრაქტიკულია თეთრი და წითელი ქოლგები. რატომ?
  • ჩვეულებრივ ფოტოსურათზე ლურჯი ყვავილი ღია ყვითელი ფერის გამოდის, ხოლო წითელი ყვავილი – შავი. რატომ?
  • რატომ არის უკეთესი შეღებილი საგნის გაშრობა ინფრაწითელ საშრობში, ვიდრე ღუმელში?
  • პასუხები

  • სხივის დაცემის კუთხის შემცირებასთან ერთად, წყლიდან არეკლილი სხივების ინტენსივობა მცირდება.
  • ავტომობილის ფარებით გზის განათებისას უსწორმასწორობანი იძლევა ჩრდილს, რომელიც შორიდან კარგად ჩანს.
  • მინის სისქე და ოპტიკური სიმკვრივე სხვადასხვა ადგილში სხვადასხვაა. ეს ქმნის საგნის ნაწილების ხილულ წანაცვლებას.
  • ჭიქაში წყალი ცილინდრული შემკრები ლინზის როლს ასრულებს.
  • თოვლი აირეკლავს ყველა სახის სინათლის ტალღას, ფოთოლი – მწვანეს, მური კი -შავს.
  • სინათლე ნაწილობრივ აირეკლება წყლიდან, მეტი ნაწილი კი გაივლის მასში, ამიტომ ხდება რეალური ფერის სახესხვაობა.
  • ჩაჩქანი გამოიყენება ხანძრის დროს მექანიკური დარტყმების ასაცილებლად, აგრეთვე ინტენსიური ინფრაწითელი გამოსხივებისაგან თავის დასაცავად.
  • ეს ქოლგბი კარგად აირეკლავენ ნარინჯისფერ, წითელ და ინფრაწითელ სხივებს.
  • ფოტოემულსიაზე ლურჯი სხივები უფრო ძლიერ მოქმედებს, ვიდრე ყვითელი, ხოლო წითელი თითქმის არ მოქმედებს.
  • ღუმელში საგანი მთლიანად შრება, რის გამოც შეიძლება მოხდეს მისი დეფორმაცია. ინფრაწითელი სხივებით შრობა ხდება ნაკეთობის ზედაპირზე. ასე რომ ეს გამოსხივება შემღწევი თვისებით არ გამოირჩევა.
  • კითხვები,

  • რატომ არის აკრძალული მეტროში მოძრავი ესკალატორის კიბის მოაჯირზე იდაყვით დაყრდნობა?
  • პარკების, ბულვარების, ბაღების უბნებში, სადაც ტრამვაის ხაზი გადის, შემოდგომით შეგხვდებათ ასეთი წარწერა: ,,ფრთხილად, ფოთოლცვენაა!” რატომ?
  • რატომ ავითარებს ტენტიანი მანქანა ნაკლებ სიჩქარეს, ვიდრე ლითონის სახურავიანი?
  • როცა ტრამვაის ვაგონის რკალი წრეს შეკრავს, ზედა გამტარში და რელსში ერთნაირი დენი გადის, მიწაზე მდგომი ადამიანისათვის ზედა გამტართან ან მასთან მიერთებულ მავთულთან შეხება საშიშია, მაშინ როცა რელსთან შეხება და მასზე დგომა უსაფრთხოა. რატომ?
  • თივითა და ხე-ტყით დატვირთული ორი ერთნაირი მასის სატვირთო ავტომანქანიდან რომელი უფრო ადვილად გადაყირავდება? რატომ?
  • ხომალდის ჩაძირვის სიღრმე მარილიან წყალში უფრო მეტია, თუ მტკნარ წყალში?
  • რატომ არის ტრანსპორტის ამკრძალავ ფერად მიღებული წითელი?
  • ბატისკაფის ბალონებს ამოტივტივების მიზნით ავსებენ ნავთით და არა ფაერით. რატომ?
  • ნავის რომელ ნაწილშია მძიმე საგნების მოთავსება უფრო ხელსაყრელი?
  • ასფალტზე მოძრავი მძიმე ტანკი არ ამტვრევს ასფალტს. რატომ ამტვრევს იგი მუხლუხას ქვეშ მოყოლილ აგურს?
  • რატომ აქვს უფლება მსუბუქ ავტომანქანას ქალაქში იმოძრაოს სატვირთო ავტომანქანაზე მეტი სიჩქარით?
  • პასუხები

  • ხახუნი რომ არ გაიზარდოს სახელურსა და მიმმართველ ფირფიტას შორის, რომელზეც სრიალებს იგი.
  • რელსებზე დაყრილი ფოთლები ამცირებს სრიალის ხახუნის ძალას, ამის გამო ტრამვაის სამუხრუჭო მანძილი იზრდება.
  • ტენტიანი მანქანის ძარას ჰაერთა წარმოქმნილი ხახუნის ზალა გაცილებით მეტია, ვიდრე გაპრიალებული ზედაპირის სახურავის მქონე ავტომანქანისა.
  • მიწაზე მდგომ ადამიანსა და სადენს შორის არის მაღალი ძაბვა, ხოლო ადამიანის სხეულსა და რელსს შორის თითქმის არ არის ძაბვა, რადგან ორივე იმყოფება ერთსა და იმავე გამტარზე – მიწაზე.
  • ადვილად გადაყირავდება თივიანი, რადგან მისი მასათა ცენტრი უფრო მაღლაა, ვიდრე ხით დატვირთულისა. სხეულის მდგრადობა მით მეტია, რაც უფრო ქვემოთაა მისი მასათა ცენტრი.
  • მარილიან წყალში ჩაძირვის სიღრმე ნაკლებია, ვიდრე მტკნარ წყალში, რადგან მარილიანი წყლის სიმკვირივე მეტია, ვიდრე მტკნარისა.
  • წითელი ფერის სხივების ტალღის სიგრძე სპექტრის სხვა სხივებთან შედარებით დიდია. დიდი ტალღის სიგრძის მქონე სხივები ნაკლებად დაკავდებიან ატმოსფეროს გავლენით, თუ მასში იქნება მტვრის ნაწილაკები ან წყლის ორთქლი. ამიტომ წითელი ფერის სინათლე შორიდანაც კარგად გამოჩნდება.
  • ნავთი ჰაერისგან განსხვავებით ხასიათდება დაბალი კუმშვადობით.
  • ტვირთი უნდა მოვათავსოთ ნავის ფსკერზე, შუა ნაწილში!
  • აგური ზრდის შეხების მცირე ზედაპირთა ფართობების რაოდენობას, ამიტომ ნაკლები ზედაპირის ფართობებზე ტანკი მეტი წნევის ძალით მოქმედებს, რასაც აგური ვერ უძლებს და იფშვნება.
  • აუცილებლობის შემთხვევაში მძღოლი მსუბუქ მანქანას უფრო სწრაფად გააჩერებს ვიდრე სატვირთოს, რომელსაც გაცილებით მეტი მასა აქვს მსუბუქ ავტომობილთან შედარებით.
  • წყარო: qilipa.wordpress.com
    მორჩა  კანცერტი :papa:

    მსგავსი ამბები

    იხილეთ ასევე
    Close
    Back to top button