ახალი ამბებისასარგებლოსურათები

წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები


ეს გახლავთ 2010 წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები ამერიკაში. მაშ ასე, ტენდენციები ასეთია, ამერიკელებს ისევ უყვართ პიკაპები და ეს მათი საყვარელი სტილია, ასევე თუ ამერიკელი მშობლიური წარმოშვების ავტომობილს არ ყიდულობს, ის აუცილებლად იაპონურ ავტომობილზე აჩერებს არჩევანს. სიაში ვერ ნახავთ ვერცერთ გერმანულ ავტომობილს.



1) Ford F-Series 12 Generation 2008
ეს უძველესი პიკაპი ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც იწარმოება და ფაქტიურად მას გაყიდვაში ლიდერობა არასდროს არავისთვის არ დაუთმია, სიტყვა F-Series თავისთავად ასოცირდება უმაღლესი ხარისხის პიკაპთან, მისი დიზაინი კი ყოველთვის თანამედროვე იყო და არის.დღეს კი გამოდის მისი რიგით მეთორმეტე თაობა. 2010 წელს გაყიდულია 434,920 ეგზემპლიარი.


2)Chevrolet Silverado 2 Generation 2007
ამერიკული პიკაპი როელიც 1998 წლიდან იწარმოება დღეს კი გამოდის მეორე თაობა, გაყიდულია 301,998 ეგზემპლიარი.


3) Toyota Camry 6 Generation 2006
იაპონური ავტომობილი რომელიც ამერიკელებს ბოლო წლებში ძალიან შეუყვარდათ, და ძალიან ენდობიან, გაყიდულია 275,844 ეგზემპლიარი.


4) Honda Accord 8 Generation 2007
Camry ის მთავარი კონკურენტი, ძალიან უხეში დიზაინის მქონე ავტომობილი, რომლის 236,278 ეგზემპლიარი გაიყიდა.


5) Toyota Corolla 10 Generation 2006
ავტომობილების არსებობის მანძილზე ერთერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი ის გაყიდვებით უტოლდება Volkswagen Beetle საც 2007 წლამდე გაყიდულია Corolla ს 35 მილიონი ეგზემპლიარი მთელ მსოფლიოში ავტომობილი იწარმოება1966 წლიდან. ის შტატებშიც გაყიდვადია, რადგან 2010 წელს გაიყიდა მისი 227,822 ეგზემპლიარი.


6) Honda Civic 8 Generation 2006-2011
საკმაოდ უაზრო დიზაინის მქონე ავტომობილი, რომლის 215,393 ეგზემპლიარია გაყიდული.


7) Nissan Altima 7 Generation 2006
ავტომობილი რომელიც არის ერთერთი ყველაზე გამძლე დღესდღეობით,გაყიდულია 187,875 ეგზემპლიარი


8) Ford Fusion (America) 2009
ძალიან დახვეწილი დიზაინის მქონე ავტომობილი რომელიც უდაოდ ერთერთი საუკეთესოა თავის კლასში, გაყიდულია 178,943 ეგზემპლიარი.


9) Chevrolet Malibu 7 Generation 2008
ძალიან დახვეწილი და ძალიან ლამაზი ავტო Chevrolet ისგან კომპანიის ერთერთი უძველესი ავტომობილი რომელიც 1964 წლიდან იწარმოება, შეგვიძლია ვთქვათ რომ ერთერთი საუკეთესოა დღესდრეობით ამერიკულ ავტომობილებს შორის, გაყიდულია 175,599 ეგზემპლიარი.


10) Hyundai Sonata 6 Generation 2009
ბაზარზე გამოჩენის თანავე ავტომობილმა ყველას მოაწეონა თავი, მისი ძალიან თანამედროვე დიზაინის გამო, ასევე მას უსაფრთხოებაში უმაღლეს ქულებს უწერენ. გაყიდულია 166,628 ეგზემპლიარი.

წყარო: news.drive.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close