არქივი

“დღე,როცა მუსიკა მოკვდა”

ae4486884328
ზამთრის ერთ სუსხიან ღამეს მცირეზომის თვითმფრინავი რომელიც კერძო რეისს ასრულებდა მიწას დაენარცხა და იმსხვერპლა 4 ადამიანი.სწორედ ამ ტრაგედიას ემსხვერპლა 3 ლეგენდარული(მიუხედავად მათი მცირე ასაკისა) მუსიკოსი.რამდენიმე წლის შემდეგ დონ მაკლინი თავის ცნობილ ჰიტში ამ დღეს უწოდებს-“დღე,როცა მუსიკა მოკვდა!”

1959 წლის 3 თებერვალი – დღე,როცა მუსიკა მოკვდა…

22d9c591ef4b

1959 წლის დასაწყისში აშშ_ს მასშტაბით დაიწყო 3 კვირიანი მუსიკალური ტურნე “The Winter Dance Party”,რომელიც 24 ქალაქს მოიცავდა.ამ ტურნეში მონაწილეობას ღებულობდნენ-ბადი ჰოლი,რიჩი ვალენსი,”ბიგ ბოოპერ” რიჩარდსონი,ვეილონ ჯენინგსი,ჯგუფი “Dion And The Belmonts”.აღნიშნული ტურნემ შტატებში დიდი ინტერესი გამოიწვია,სწორედ ამ დროს “როკ’ნ’როლი” პოპულარობის “მეცხრე ცაზე” იყო,ხოლო აღნიშნული მუსიკოსები სწორედ ამ ჟანრის მამამთავრებად შეიძლება მოვიხსენიოთ,განსაკუთრებით ეს ბადი ჰოლიზე ითქმის.
ყველაფერი მზად იყო და ტურნეც დაიწყო,მაგრამ თავი იჩინა საკმაოდ უარყოფითმა ყოფითმა და სხვადასხვა პრობლემებმა.აღსანიშნავი იყო,რომ ტურნე დაემთხვა საკმაოდ სუსხიან პერიოდს და სიცივემ შეაწუხა მუსიკოსები.მათ გადაადგილება ქალაქიდან ქალაქში უწევდათ ავტობუსის საშუალებით,მაგრამ ავტობუსის გამათბობლები ვერ უმკლავდებოდნენ სიცივეს,სწორედ ავტობუსში გაეყინა ფეხები ბადი ჰოლის დრამერს კარლ ბანჩს ფეხები და რამდენიმე დღე საავდმყოფოშიც კი გაატარა.სწორედ ამ პრობლემამ შექმნა ტრაგედიის წინაპირობა რაც 3 თებერვალს მოხდა…

ასევე ერთ-ერთი წინაპირობა იყო ის,რომ 24 ქალაქს მიემატა ერთი ქალაქი სადაც უნდა გამართულიყო კონცერტი.პრომოუტერების ერთმა ზარით ქლეირ ლეიქი დაემატა საკონცერტო ტურნეს და პრაქტიკულად შეკრა წრედი,მოყარა შავი ღრუბლები მუსიკოსების თავზე…ქლიერ ლეიქში კონცერტი 2 თებერვალს ჩატარდა.

ტურნე გრძელდებოდა და მუსიკოსები უკვე მომდევნო მგზავრობისთვის ემზადებოდნენ.დანიშნულების ადგილი იყო მურჰიდი,მინესოტა.მუსიკოსები დაუბრუნდნენ ავტობუსს,მაგრამ იქ ისევ გამყინვარება დახვდათ.სწორედ ამ დროს მიიღო გადაწყვეტილება ბადი ჰოლიმ თვითმფრინავის დაქირავებისა.წინააღმდეგობა არავის გაუწევია მისთვის,მხოლოდ რამდენიმემ უარი თქვა მგზავრობაზე,მათ ჰქონდათ მიზეზი ამისა.
ასე მაგალითად ჯენინგსმა გაითვალისწინა ბიგ ბუპერის დაჟინებული თხოვნდა და დაუთმო ადგილი მას.როცა ჰოლიმ გაიგო ჯენინგსის “ადგილ დათმობის” შესახებ გაიხუმრა:”იმედი მაქვს გაიყინება ეს ავტობუსი”,რაზეც ვეილონმა ასევე ხუმრობით უპასუხა:“მეც იმედი მაქვს,რომ თქვენი თვითმფრინავი მიწას დაენარცხება”… ამ ხუმრობებს სიცილი მოჰყვა,თუმცა ასრულდა ჯენინგსის ეს უწყინარი ფრაზა.ეს რეალობა მთელი სიცოცხლე თან სდევდა ვეილონ ჯენინგსს და ალბათ რთულია წარმოიდგინო მისი მდგომარეობა…

17 წლის რიჩი ვალანსსაც არ უწევდა ფრენა,თუმცა ისიც ასევე დაჟინებით ითხოვდა გაფრენას.საბოლოოდ ადგილისთვის ეს “ბრძოლა” კენჭისყრით დამთავრდა და ჰოლის მუსიკოსის ტომი ალსალას ადგილი ვალენსს ერგო.
ალბათ იკითხავთ რა საჭირო იყო თხოვნა და კენჭისყრა,ადგილი ყველას ეყოფოდაო.მაგრამ ასე არ ყოფილა.მუსიკოსებმა დაიქირავეს 3 ადგილიანი(პლიუს პილოტი) Beechcraft Bonanza მარკის თვითმფინავი,რომელსაც მართავდა 21 წლის როჯერ პიტერსონი.

ფრენა შედგა ღამის 1:55 წუთზე.ყოველივე ამას თვალს ადევნებდა დისპეჩერი დუაიერი.მალევე სიბნელეში გაუჩინარდა თვითმფრინავი.3:30 წუთზე ქ.ფარგოს აეროპორტის სადისპეჩერო დარწუნდა,რომ რაღაც ვერ იყო წესრიგში,რადგან თვითმფრინავი არ ჩანდა.ადგილობრივი დისპეჩერი დაუკავშირდა დუაიერს და მოახსენა აღნიშნულის შესახებ.დილის 9:15 წუთზე ისევ არაფერი ისმოდა ახალი,ამიტომ დუაიერმა გადაწყიტა პიტერსონის მარშრუტი გაემეორებინა.აეროპორტიდან 8 მილის მოშორებით სიმინდის ყანებში დუაიერმა მელევე შენიშნა თვითმფრინავის ნამსხვრევები და უკვე დარწმუნდა,რომ ტრაგედია მოხდა…ოთხივე ადგილზე დაიღუპა…

0aff458a261b

b252195faa39

მალევე ჩატარდა გამოძიება.მე არ დავიწყებ მის დეტალებზე საუბარს,უბრალოდ იმას ვიტყვი,რომ სიკვდილი გამოიწვია თავის ტვინის მძიმე ტრავმებმა და მრავლობითმა მოტეხილობამ.ამ ფაქტის შემდეგ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ბიგ ბუპერის შვილმა ეჭქვეშ დააყენა გამოძიების ეს შედეგი და მოითხოვა გვამის ექსჰუმაცია.საქმე იმაში იყო,რომ ბადი ჰოლის იარაღი აღმოაჩინეს ტრაგედიის ადგილზე და ბიგ ბუპერის მემკვიდრეს ეჭვი ღრღნიდა თითქოს ბადი ჰოლი ყოფილიყოს მისი მამის მკვლელი…2007 წელს ბიგ ბუპერის გვამი შეამოწმეს და ისევ იგივე დასკვნა დადეს-მოტეხილობები და თავის ტვინის ტრავმა.ბიგ ბუპერის შვილის საქციელი იმდენად ამაზრზენია,რომ არ საჭიროებს ბევრ კომენტარს…

ასე დაიღუპა 3 ლეგენდარული მუსიკოსი და მხოლოდ მათი მუსიკალური შედევრები დარჩა.მიუხედავად მცირე ასაკისა–ბადი ჰოლი იყო 22 წლის,ვალენსი 17_ის,ხოლო ბიგ ბუპერი 28 წლის–მათმა შემოქმედებამ(განსაკუთრებით ბადი ჰოლის) დიდი კვალი დატოვა…

სწორედ ბადი ჰოლის გავლენა შეიმჩნევა თუნდაც ბიტლზების,ბობ დილანის,როლინგ სტოუნზის შემოქმედებაში,2004 ჟურნალმა “როლინგ სტოუნზ” ბადი ჰოლის “ყველა დროის 50 საუკეთესო და გავლენიან მუსიკოსის” სიაში მე-13 ადგილი მიაკუთვნა.ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია ბადი ჰოლის მიღწევებისა…
შეგიძლიათ ისიამოვნოთ ბადი ჰოლის მუსიკით:

9b683847f600

607bc36346a2

db924764e0cf

http://www.youtube.com/watch?v=9sg9XI7bYrA&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=mt02zuoxGj4&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=veyPHzxNjog

რიჩი ვალენსი წარმოშობით მექსიკელი იყო.მან მხოლოდ 17 წელი იცოცხლა,მაგრამ მისი განუმეორებელი ხმა დავიწყებას არ ეძლევა.აი მისი ნამუშევრებიც:

e65fadea0047

7ef32331aa05

http://www.youtube.com/watch?v=J5b2WJZHhoY

“ბიგ ბუპერ” რიჩარდსონი ჰოლისთან და ვალენსთან შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება,მაგრამ მაინც საინტერესო იქნება მისი რამდენიმე კომპოზიცია.

3584e4877a2a

7c7f26f24c10

მუსიკალური შეჩერებების შემდეგ ვაგრძელებთ საუბარს.ტრაგედიის ადგილზე ბადი ჰოლის შემოქმედების ერთ-ერთმა მოყვარულმა აღმართა მცირე მონუმენტი,რომელიც შედგება რამდენიმე ალბომის ყდის,გიტარისა და სხვადასხვა საგნებისაგან.ასევე ტრაგედიის ადგილზე აღმართულია სათვალე,რომელიც ბადი ჰოლის განუყრელი ატრიბუტის ანალოგია.მართალია ეს მცირედი მონუმენტია,მაგრამ მთავარი მემორიალი ხომ ადამიანების გულებშია,რომლებიც აფასებენ ამ ლეგენდარული მუსიკოსების შემოქმედებას…

e3b4dcc44266

22abdff7000a

ამ სტატიას კი დავასრულებ დონ მაკლინის შედევრით “American Pie” რომელიც 1971 წელს შეიქმნა და სწორედ ამ ტრაგედიას ეძღვნება.სწორედ აქ ეწოდა ამ დღეს – “დღე,როცა მუსიკა მოკვდა”…

Don Mindia

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button