გასართობიუკატეგორიოუცნაური

ფაქტები ჩაკ ნორისზე (ჩემი მოგონილები :)

ჩაკ ნორისს შეუძლია ორ კურდღელს გაეკიდოს და ოთხი დაიჭიროს.
ჩაკ ნორისს შეყვარებული არ ყავს, იმიტომ რომ ‘ ჩაკ ნორისია თავად სიყვარული ამ ქვეყანაზე’.
ჩაკ ნორისს შეუძლია ვირით ხეზე ავიდეს .
ჩაკ ნორისი მაშინაც live-შია, როდესაც კადრს გამეორებით აჩვენებენ.
ჩაკ ნორისს შეუძლია კედლის შენება ზემოდან დაიწყოს .
დედამიწაზე საგნებს დედამიწის მიზიდულობა აკავებს, ხოლო თვითონ დედამიწას კოსმოსში ჩაკ ნორისის მიზიდულობა აკვებს.
ჩაკ ნორისს შეუძლია ოთახში დაიჭიროს კატა მაშინაც, როდესაც კატა ოთახში არ არის.
ჩაკ ნორისს არ აქვს სახლი, იმიტომ რომ სახლს აქვს ჩაკ ნორისი.
ჩაკ ნორისი იმდენად ეშმაკია, რომ რაც დაბლაა, ორი იმდენი მაღლაა.
ჩაკ ნორისს თვალგახელილი სძინავს.
ჩაკ ნორისს შეუძლია პირველ სართულზე იყოს და ამავდროულად მეცხრედან იხედებოდეს.
ჩაკ ნორისი რომ დაიბადა, არ ტიროდა.
ჩაკ ნორისს კბილი ყოველ 5 წუთში ამოსდის.
ჩაკ ნორისი შოთა რუსთაველის ტყავში გადაცმული წერდა ვეფხისტყაოსანს.
ჩაკ ნორისი სურათის გადაღების დროს არ ჩანს, იმიტომ რომ კამერას რცხვენია, ჩაკ ნორისს შეხედოს.
ჩაკ ნორისს შეუძლია -100 კმ/სთ იაროს (ამ შემთხვევაში ფიზიკოსები ცდებიან, რომ უარყოფითი სიჩქარე არ არსებობს :D) .
ჩაკ ნორისს შეუძლია, დილის ცხრა საათზე დაიძინოს და იმავე დღის დილის რვა საათზე გაიღვიძოს.
მხოლოდ ჩაკ ნორისს შეუძლია სექსი პოზაში ‘ორივე ზემოდან’.
ჩაკ ნორისს მანქანის გასაღები დაეკარგა და GOOGLE-ში იპოვა.
თავიდან მზე ათთვალა იყო, მერე ჩაკ ნორისმა ერთი თვალი ამოსთხარა და ცხრათვალა გახდა.
თუ ჩაკ ნორისი ჩაფიქრებულია, ესეიგი შენზე ფიქრობს.
ჩაკ ნორის რომ ნერვიულობს, კბილები უოფლიანდება.
ჩაკ ნორისმა სიკვდილი სიკვდილით დასაჯა.
ჩაკ NO რისი ?
როცა ჩაკ ნორისი ერთობა, ესეიგი ძალა ერთობაშია.
მხოლოდ ჩაკ ნორისს შეუძლია ჭადრაკში მოწინააღმდეგის მეფე მოკლას.

:evil: თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ DD

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close