საკითხავი

სექსი, ნარკოტიკი… და სიკვდილი

XX საუკუნის 60 იანი წლების დასაწყისში, მედიაში გამოქვეყნდა წარმოდგენა როკ-მუსიკოსებზე – ხალხზე, რომელთაც სახელი გაითქვეს როგორც ხელოვნებაში, ასევე ნარკოტიკებთან სიახლოვით. დრო და დრო მსოფლიო შოკირებული იყო ისეთი ცნობილი ადამინების სიკვდილით, როგორებიც არიან ელვის პრესლი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯო დასენი და უამრავი სხვა… მათი გარდაცვალება კი ნარკოტიკთან იყო დაკავშირებული.

მიუხედავად ამისა, ლეგენდა ,რომ ნარკოტიკს აქვს შესაძლებლობა შთაგონების წყარო გაუხსნას მუსიკოსებს და გაამდიდროს მათი შემოქმედებითი პოტენციალი, თანდათან მწიფდებოდა და ვრცელდებოდა მომავალ მსხვეპლთა ცნობიერებაში… საბოლოო ჯამში კი ამ ყველაფერს თავად მუსიკოსები აღუდგნენ წინ და ანტინარკოტიკული მარათონები, ცნობილი სახეების მონაწილეობით, უკვე დიდი ხანია ე.წ “პეიზაჟის ელემენტად” იქცა

თუმცა ლეგენდა იმის ლეგენდაა, რომ იგი არც სიმართლე და არც სიცრუეა… ის არის რაღაც, რის დაჯერებაც ძალიან ადვილია თუ არ გაგაჩნია პირადი გამოცდილება.

ელვის პრესლი(1935-1977) – ამერიკელი როკ-მუსიკოსი. როგორც ცნობილია, ელვის პრესლი სიცოცხლის ბოლო წლებში ძალიან ხშირად იყენებდა ნარკოტიკებს. მხოლოდ ბოლო 2 წელიწადს, მან თავისი ექიმისგან 19 ათასი(!) დოზა სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერება მიიღო. 1981 წელს, ელივისის ბიოგრაფმა, ალბერტ გოლდმენმა გამოუშვა წიგნი, სადაც ამტკიცებდა, რომ როკ-მუსიკოსი გარდაიცვალა ტრანკვილიზატორის ძალიან დიდი დოზის მიღების გამო. ტოქსიკოლოგებმა გადრაცვლილი ელვისის კუჭი შეისწავლეს და მართლაც, აღმოაჩინეს ნარკოტიკული ნივთიერებები. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ელვისს 22 სახის მედიკამენტი ჰქონდა მიღებული… მათ შორის იყო: ელავილი, მორფი, დია-ზეპამი, კოდეინი, ვალიუმი, ნემბუტალი და ა.შ.

10 წლის შემდეგ, გოლდმენი მივიდა ამ დასკვნამდე: – ელვის პრესლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მერლინ მონრო ჰოლივუდის ნამდვილი ხატულა იყო,არის და იქნება. თავისი სილამაზით და საოცარი სექსუალურობით მან შეძლო ამერიკის პრეზიდენტის, ჯონ კენედის მოხიბვლა. არავის შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია მისი ჯადოსნობისთვის. მერლინ მონრო 1962 წლის, 5 აგვისტოს ღამეს გარდაიცვალა 36 წლის ასაკში. მიზეზი საძილე აბების გადამეტებული დოზა იყო. მისი სიკვდილის 5 ვერსია არსებობს:

1.) მკვლელობა, – ძმები კენედების მიერ შეკვეთილი, რათა საჯაროდ არ გამხელილიყო მათი სექსუალური ურთიერთობები.

2.) მკვლელობა, რომელიც დაკავშირებული იყო მაფიასთან.

3.) ნარკოტიკების გადამეტებული დოზა

4.) თვითმკვლელობა

5.) ფსიქოანალიტიკოსის, რალფ გრინსონის ტრაგიკული შეცდომა, როდესაც პაციენტს(მონროს) დაუნიშნა ქლორალჰიდრატი, ნემბუტალის მიღების შემდეგ.

ჯია კარანჯი ერთ-ერთ პირველ სუპერმოდელად ითვლება. ის ასევე კლაუდია შიფერისა და სინდი კროუფორდის წინამორბედი იყო.

მისმა მდგომარეობამ გაუარესება ოთხმოციან წლებში დაიწყო, როცა ჰეროინზე “შეჯდა”. ოჯახის ზეწოლის შემდეგ, ჯია გამოსასწორებელ პალატაში მოათავსეს, Eagleville- ს საავადმყოფოში, მონტგომერის შტატში. 1986 წელს ის პნევმონიის ნიშნებით საავადმყოფოში მოათავსეს. როცა გამოკვლევა ჩაუტარეს, გაირკვა, რომ ჯია შიდსით იყო დაავადებული. ჟია კარანჯი იყო ერთ-ერთი პირველი ცნობილი ქალი ამერიკაში, რომლის სიკვდილის მიზეზი,იმუნოდეფიციტის ვირუსი, ღიად გამოაცხადეს

იმ დროს, როცა პოლ მაკარტნი ბიზნესმენის როლს თამაშობდა, ჯონ ლენონი, ნარკოტიკებით გაბრუებული, იოკოსთან ერთად შავ პლასტიკურ ტომარაში იმალებოდა. ჯონი აგრძელებდა “ლსდ”-ს (ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი) უზარმაზარი დოზის მიღებას. შემდეგ მის “არსენალში” ჰეროინიც გაჩნდა.

თაფლობის თვე ჰეროინთან ერთად. ჯონი და იოკო ჰეროინის მონები გახდნენ. იოკო მარია ხეას უყვებოდა, რომ ჯონი ნარკოტიკებზე დამოკიდებული მანამდეც იყო, როცა მან პირველად მისცა გასასინნჯად მას.

ჯონ ლენონმა ნარკოტიკი პირველად 17 წლისამ მიიღო.

ისინი უბრალოდ გორაობდნენ საწოლზე, არაფეერი აინტერესებდათ. ეს იყო მათხოვრული და მახინჯი სანახაობა. განრისხებული ვარ არა იმიტომ, რომ ნარკოტიკებით იჭყიპებიან, არამედ იმით, თუ როგორი ენთუზიაზმით აკეთებენ ამას. თითქოს მათ უნდათ თქვან: “ეი, მოდით გავერთოთ, სრულად გავითიშოთ და  იდიოტებს დავემსგავსოთ.” ეს სრული სისულელე და უაზრობაა…”

ყვება დეივ გროლი კურტ კობეინზე და მის ცოლზე, კორტნი ლავზე.

ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკმა იმსხვერპლა:

(მითითებულია: გარდაცვალების წელი; მუსიკოსის გვარი; გარდაცვალების მიზეზი; ასაკი გარდაცვალებისას)

1969 – ბრაიან ჯონსი, Rolling Stones-ის გიტარისტი; ნარკოტიკების გადამეტებული დოზა; 27 წლის

1970 – ჯიმი ჰენდრიქსი; ჰიპნოტიკური საშუალებების მეტისმეტად დიდი დოზა; 27 წლის

1970 – ჯენის ჯოპლინი; ჰეროინის გადამეტებული დოზა; 27 წლის

1971 – ჯიმი მორისონი, The Doors-ის ვოკალისტი; გულის შეტევა; 28 წლის

1975 – ტიმ ბაკლი; ჰეროინის მეტისმეტი დოზა; 28 წლის

1977 – ელვის პრესლი; გულის შეტევა, რაც ნარკოტიკთან იყო დაკავშირებული; 42 წლის

1979 – სიდ ვიშესი, Sex Pistols-ის ბას-გიტარისტი; ჰეროინის გადამეტებული დოზა; 21 წლის

1980 – ჯონ ბონემი, Led Zeppelin-ის დრამერი; ნარკოტიკული და ალკოჰოლური პრეპარატების გადამეტებული დოზა; 33 წლის

1980 – ბონ სკოტი, AC/DC-ს ვოკალისტი; ალკოჰოლური და ნარკოტიკული პრეპარატების მიღების შემდეგ, გული აერია და დაიხრჩო

1983 – პიტერ ფრანდონი, Pretenders-ის გიტარისტი; ჰეროინის გადამეტებული დოზა; 30 წლის

1988 – ნიკო, Velvet Underground-ის ვოკალისტი; ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ტვინის ტრავმული დაზიანება მიიღო

1991 – სტივ კლარკი, Def Leppard-ის გიტარისტი; ჰეროინისა და კოკაინის გადამეტებული დოზა; 30 წლის

1994 – კურტ კობეინი, Nirvana-ს ვოკალისტი; თვითმკვლელობა; 26 წლის

1995 – ჯერი გარსია, Grateful Dead- ის ვოკალისტი; ნარკომანიასთან ბრძოლისას გულის შეტევა; 52 წლის

1995 – კრისტენ პფაფი, Hole-ს ბას-გიტარისტი; ნარკოტიკის გადამეტებული დოზა; 25 წლის

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close