გასართობისაკითხავისასარგებლო

რა ფერისაა თქვენი კბილები?!

სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ჩვენი კბილები ყვითლდება. ეს იმის გამო ხდება, რომ გამჭვირვალე მინანქრის ფენა, რომელიც კბილებს ფარავს, თხელდება და ყვითელი დენტილი – კბილის შიგა ნივთიერება ჟონვას იწყებს. თუ ეს თანდათან ხდება, მხოლოდ ასაკობრივ თავისებურებებზე მეტყველებს, მაგრამ თუ კბილების ფერის შეცვლა უეცრად აღმოაჩინეთ, ფხიზლად იყავით. უჩვეულო ფერის უკან შეიძლება სერიოზული დაავადებები იმალებოდეს.

მარგალიტივით თეთრი

დამაბრმავებელ ღიმილზე ოცნებობთ? მაგრამ ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ მეტისმეტად თეთრი კბილები ჯანმრთელობის მაჩვენებელი სულაც არ არის? ბუნებრივად სპილოს ძვლისფერი მქრქალი ელვარებით ითვლება. მაგრამ თუ ბუნებამ მარგალიტივით თეთრი კბილებით დაგაჯილდოვათ, ეს შეიძლება სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებებისკენ წინასწარგანწყობას მოწმობდეს. ასევე საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ სისხლში ჰემოგლობინის დონეს – შეიძლება კატასტროფულად დაბალი იყოს. რძისფერი კბილები ფარისებური ჯირკვლების მომატებული აქტივობის ნიშანია. ასევე კბილს მოთეთრო ფერი შეიძლება მისცეს სქელმა ნადებმა, რომელიც პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის დროს წარმოიქმნება.

მოცისფრო–მომწვანო

კბილების მოცისფრო–მომწვანო შეფერილობის მიზეზი შეიძლება ორგანიზმზე რომელიმე ლითონის ზემოქმედება იყოს. ეს შეიძლება სამუშაოზე ან სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ მოხდეს. ფერი დამოკიდებულია ლითონზე ან პირის ღრუში მობინადრე ბაქტერიებთან ლითონის ქიმიურ რეაქციაზე. ვერცხლისწყალი და ტყვიის მტვერი, სპილენძი ან ნიკელი კბილებს მოცისფრო–მომწვანო ფერს აძლევს.

მოლურჯო–მორუხო

მოლურჯო შეფერილობა რკინის პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებაზე ან იმაზე მეტყველებს, რომ სასმელ წყალში მოცემული ელემენტის სიჭარბეა. კბილებმა შეიძლება ასევე მიიღოს რუხი ფერი ვირუსული ინფექციების შემდეგ დენტილის (ძვლის ქსოვილი, რომლისგანაც კბილები შედგება) შეცვლის გამო. ხოლო კბილები სრულიად რუხი შეიძლება გახდეს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ელენთისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობაში დარღვევების გამო. კბილებზე მოლურჯო–რუხი ლაქები შეიძლება ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინის ხანგრძლივი მოქმედების ნიშანი იყოს. თუ ქალი ფეხმძიმობის პერიოდში ამ ანტიბიოტიკს იღებდა, მაშინ ბავშვის კბილების ფერი შეიძლება შეიცვალოს. ასეთი ლაქები ასევე გვხვდება ბავშვებში, რომლებსაც მუდმივი კბილების ფორმირების დროს ტეტრაციკლინს აძლევდნენ.

ყვითელი

კბილების ყავისფერი შეფერილობა ხშირად შეიმჩნევა მათში, ვინც ყავით, მაგარი ჩაით, სიგარეტით ბოროტად სარგებლობს. ასეთი რამ განსაკუთრებით ხშირად ხდება, თუ ადამიანი პირის ღრუს ჰიგიენას არასაკმარისად იცავს. ყავისფერი ტონი შეიძლება იყოს იმუნური სისტემის ძლიერი დასუსტების, ასევე ქრონიკული სიყვითლის დაავადების მაჩვენებელი. იოდის ხსნარის ხანგრძლივად გამოყენების ან ქლორიან აუზში ხანგრძლივად ყოფნის შედეგად კბილებმა შეიძლება ყავისფერი მიიღონ.

ლაქებიანი

თუ თქვენი კბილები ერთფერი არ არის, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ფლიუოროზის – ფთორის სიჭარბე (კბილის პასტიდან, გამოსავლები სითხიდან მიღებული). მსუბუქ შემთხვევებში ლაქა პატარაა, მოთეთრო და გაუმჭვირვალე. თუ პრობლემა უფრო სერიოზული ხდება, ყავისფერს იღებს და კბილები ლაქებიანი ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი ცვლილება შეიძლება ფთორით მოწამვლის სიმპტომი იყოს, რაც სიცოცხლისთვის საშიშია.

სასარგებლო რჩევები

თვალისმომჭრელი ღიმილი რომ გქონდეთ, ჩაი, ყავა, ზოგიერთი სასმელი საწრუპით დალიეთ. ამის შემდეგ ეცადეთ, პირში წყალი გამოივლოთ ან კბილები გაიხეხოთ. გარდა ამისა, საწრუპით სმა კბილებს შაქრისა და მავნე მჟავეების დამანგრეველი მოქმედებისგან იცავს. სტომატოლოგს ყოველ ექვს თვეში ერთხელ ეწვიეთ.

წყარო: Sana.Ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close