ყველაზე უჩვეულო მაღვიძარები
დილა და მაღვიძარა ეს იგივეა რაც საღამო და ტელევიზორი(კომპიუტერი), მაგრამ მართალია ცოტა უფრო “ძნელი”. მაგრამ ჩვენ მაინც მადლობელი უნდა ვიყოთ მაღვიძარების, თუ მსოფლიოს ყველა მაღვიძარა გაფუჭდება, მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ვერ წავა სამსახურში. ამ პოსტში მოცემულია 10 ყველაზე უჩვეულო მაღვიძარა, რომლებიც არ მოგვცემენ უფლებას რომ ჩაგვეძინოს.
Money Shredding Alarm Clock
ეს მაღვიძარა ალბათ არის ყველაზე მკაცრი და დაუნდობელი. როგორც ცნობილია ადამიანი უფრო ადვილად თმობს სიცოცხლეს ვიდრე საფულეს. Money Shredding Alarm Clock ანადგურებს თქვენ ფულს. თუ თქვენ დროზე არ გაგეღვიძებათ და არ დააწვებით ყილაკს მაშინ ეს მაღვიძარა თანდათან დაიწყებს დახევას.
Aphelion
Aphelion ამ მაღვიძარის გამომგონებლებმა მოძებნეს ჩემი აზრით საკმაოდ კარგი მეთოდი. მაღვიძარის არ გათიშვის შემთხვევაში ის თქვენ სახეში გესვრით ბურთს და შემდეგ შეუჩერებლივ დაიწყებს წრიპინს სანამ არ დააბრუნებთ ბურთს თავის ბუდეში.
მათემატიკა დილიდან
არის ადამიანთა კატეგორია რომელთათვის საშინელებაა მათემატიკა. სწორედ ასეთი ადამიანებისათვისაა განკუთვნილი ეს მაღვიძარა. ორ ეკრანზე ჩნდება ციფრები და მათემატიკური ნიშნები. გასათიშად უნდა შეიყვანოთ სწორი პასუხი. და ისინი ვინც გააგრძელებენ ძილს მათ ელით აუტანელი ხმაური.
Shocking Alarm Clock
ბევრს უყვარს თავისი ემოციების მაღვიძარაზე გადატანა. მაგრამ Shocking Alarm Clock-სთან ესეთები არ გაგივათ, ღილაკზე დარტყმას პასუხად მოყვება დამრტყმელზე დენის დარტყმა.
დილა კარლსონთან
დანიშნული დროს მოსვლისტანავე ამ მაღვიძარას მეორე ნაწილი ძვრება და მიფრინავს მაგლა ამავდროულად პირველი ნაწილი უშვებს არასასიამოვნო ხმებს სანამ თქვენ არ დაიჭერთ გაფრენილ ნაწილს და არ დაამაგრებთ დავის ადგილას, და თუ ის კარადის უკან ჩავარდა…
ეს არაჩვეულებრივი მაღვიძარა გვისვამს კიდევ ერთ უჩვეულო ამოცანას. ამოცანა მდებარეობს შემდეგში : თქვენ ლაზერული იარაღით უნდა დაუმიზნოთ წრეწირის შუაში და გააჩეროთ ესე რამოდენიმე წამი მხოლოდ ამის შემდეგ მაღვიძარა გაჩუმდება.
ეს არის დილით წვალების ყველაზე ინტელექტუალური გზა. თქვენ არამხოლოდ უნდა ააწყოთ მის მიერ გადმოყრილი პაზლი არამედ უნდა მოათავლოთ ისინი სწორი თანმიმდევრობით.