არქივი

ტესტი: გყოფნის თუ არა ძილი და დასვენება?

2384e56d5836
ადამიანმა კარგად რომ იგრძნოს თავი და რაიმე სასრგებლოს კეთების “თავი” ჰქონდეს, მისთვის აუცილებელია სრულყოფილი ძილი. სრულიადში ნახავტ ტესტს რომლის მიხედვით გაიგებთ გყოფნით თუ არა ძილი :)

1. დასვენების დღეებში შუადღემდე ვერ იღვიძებ.
ა) ხანდახან,როცა ძალიან დაღლილი ვარ. (0)
ბ) თითქმის ყოველთვის. (2)
გ) თუნდაც სამუშაო დღე იყოს,მაინც გვიანობამდე მძინავს. (1)

2. გჭირდება თუ არა საჭირო დროს გაღვიძებისთვის მაღვიძარა?
ა) არა,მე თვითონ ვიღვიძებ. (1)
ბ) აუცილებელია მაღვიძარ. (0)
გ) არა მარტო მაღვიძარა!ვაყენებ მობილური ტელეფონის სიგნალსაც და მეგობარსაც ვთხოვ გადმომირეკოს და გამაღვიძოს. (2)

3. დილას ადრე ადგომა შენთვის არის:
ა) ჩვეულებრივი ამბავი. (0)
ბ) უსიამოვნო აუცილებლობა. (1)
გ) წამება. (2)

4. რა რაოდენობის სპირტიანი სასმელის მიღება გჭირდებათ უცბად დასაძინებლად?
ა) ლუდის კათხა საკმარისი იქნება. (2)
ბ) დაღლილიც უნდა ვიყო და ძილი თავისთავად მოვა ასი გრამის მერე. (0)
გ) უგუნოდ მთვრალი უნდა ვიყო. (1)

5. როგორ მოქმედებს თქვენზე ნოყიერი სადილი
ა) მთენთავს. (1)
ბ) მაშინვე ძილის სურვილი მიჩნდება. (2)
გ) არანაირად მოქმედებს. (0)

6. საშუალოდ დღეში რამდენჯერ სვამთ ყავას?
ა) არ ვსვამ. (0)
ბ) 1-3-ჯერ. (1)
გ) ყოველ საათში. (2)

7. შეგიძლია თუ არა ჩაიძინო თეატრში?
ა) რა თქმა უნდა,თუ სპექტაკლი მოსაწყენია. (2)
ბ) არა,არასოდეს. (1)
გ) ერთხელ მქონია ასეთი შემთხვევა. (0)

8. როგორი სამუშაო გრაფიკი გაქვთ.
ა) არანორმალური. (2)
ბ) სტანდარტული (10-დან 6-მდე შაბათ-კვირის დასვენებით). (0)
გ) უმუშევარი ვარ. (1)

ახლა დაითვალეთ ქულები

7 ქულამდე – დასვენებული,ბედნიერი ადამიანი ხართ,თქვენი ნერვული სისტემა საკმაოდ მდგრადია.ნამდვილად გაგიმართლათ.თქვენს გარშემო სიმშვიდე და იდილია სუფევს. გაუფრთხილდით ამ მდგომარეობას.

8-13 ქულა – კარგი იქნება ბუნებაში ხშირად თუ გახვალთ,უფრო ხშირად მიეცით თავს ძილის უფლება.ნუ მისცემთ ყოველდღიურ პრობლემებს თქვენი გათელვის საშუალებას. ცხოვრება ხომ მშვენიერია.

14-ზე მეტი ქულა – თქვენ ან უკვე ხართ ნევროზით დაავადებული,ან უახლოეს თვეებში გარანტირებული გაქვთ ნევროზით დაავადება.

წყარო:dabloge.com

მსგავსი ამბები

Back to top button