გართობა

რა გიყვართ თქვენ, მამაკაცებო? ;)

0a6d38f99628

დღეს ბევრი პოსტი მიეძღვნა ქალს და კაცს. მე კიდევ თქვენ გიძღვნით მხოლოდ, მამაკაცებო… შეგახსენებთ, რა გიყვართ ყველაზე მეტად… ოღონდ, ლანძღვა-გინებას არა ვართ…

მაშ ასე, წავედით:

რა გიყვართ?

1. მანქანები
მათთან ერთად სურათების გადაღება, უბრალოდ თვალიერება.

2. ლუდი
კომენტარის გარეშე…

3. ფეხბურთი (აქ ყველაზე მეტად მესმის თქვენი)
განსაკუთრებულ მოყვარულებს აუცილებლად აქვთ “კაშნე” საყვარელი კლუბის ან გუნდის სიმბოლიკით.

4. დაგვიანება
იშვიათობაა შეხვდე პუნქტუალურ მამაკაცს.

5. ლამაზი (დიდიც) მკერდი.

6. “ჭორაობა” სოციალურ ქსელებზე უცნობ გოგონებთან.
და თუ გამოგიჭერენ, მიიღებთ შვლის ნუკრის თვალებს და დაიწყებთ მტკიცებას, რომ უბრალოდ “ლაპარაკობდით”.

7. პორნო (უარყოფებს არ ვიყოთ და ყველამ ვაღიაროთ, რომ ეგრეა).

8. შეყვარებულთან ღამის 4 საათზე დარეკვა და დარწმუნება იმაში, რომ მას უკვე სძინავს (მწარე გამოცდილება).

9. დარეკვა და დუმილი… და მერე შეკითხვა: რატომ დუმხარ?

10. ხუთჯერ თმის დავარცხნა, ან საერთოდ დაუვარცხნელი სახლიდან გავარდნა.

11. სიტყვები: მე ჯერ არ ვარ ამისთვის მზად.

12. ანჯელინა ჯოლი.

13. როცა თავს ქალზე ჭკვიანად თვლით.

14. ფიქრი, რომ ის მაგარი ტიპია.

15. შეყვარებულისთვის ფუმფულა სათამაშოს ჩუქება
ფიქრობთ, რომ ეს საუკეთესო საჩუქარია, თან არც თავის შეწუხება გიწევთ, მაინცდამაინც… და მერე გიკვირთ, როცა თქვენი რჩეულისგან ისმენთ, რომ მობეზრდით.

16. ძმაკაცებთან ტრაბახი, თუ რა მაგარი ხართ საწოლში.

17. უეცრად მეგობარი გოგონას ტაკუნებზე შემოსცხება და მერე კმაყოფილი სახით მისი ემოციებით ტკბობა.

18. ლოდინი და მოთხოვნები, სამაგიეროდ კი ვერაფერსაც ვერ იღებთ.

19. ჩხუბი მძღოლ ქალბატონებთან.

20. სასიყვარულო რომანების და სერიალების მსახიობებისა და რეჟისორების ლანძღვა.

21. მეგობრებთან ერთად ქალებზე საუბარი.

22. რაც შეიძლება ცუდად გამოჩნდეს ფოტოზე, რომ მეორედ აღარ გთხოვონ პოზიორობა.

23. სიგარეტი და ფანჯარაში გაბოლება.

24. ყველაზე შეუფერებელ მომენტში “აორთქლება”.

25. რაოდენობა და არა ხარისხი.

26. პირველობა ყველგან და ყველაფერში.

27. პირდაპირ ბოთლიდან ან ქილიდან დალევა
ასე უფრო გემრიელი გგონიათ.

28. დაკითხვები ყოფილებზე და მერე მათზე ეჭვიანობა.

28. და ბოლოს, ქალები და ქალები.

ვიცი ახლა დაიწყება, ყველა ასეთი არ არისო… ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ზოგადად ის, რაც უყვართ მამაკაცებს, უმრავლესობას.

მსგავსი ამბები

Back to top button