არქივი

მან საცხობი სოდა თმაზე წაისვა. როდესაც მიზეზი გავიგე სამზარეულოში გავიქეცი!

c25db488e4b6799a7b434e860122ac63

საცხობი სოდა გამოიყენება არა მხოლოდ თქვენი საყვარელი ნამცხვრების გამოსაცხობად, არამედ სამზარეულოს გარეთაც.
წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას ჩვეულებრივი სოდის გამოყენებით.
სოდა შეგიძლიათ გამოიყენოთ წებოვანი სტიკერების მოსაშორებლად, ეს ხომ ყოველთვის უსიამოვნო პროცესია. ქოქოსიც ზეთის და ჩვეულებრივი საცხობის სოდის კომბინაციით კი ამ პროცესს გაიადვილებთ. თანაბრად აურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს, შემდეგ კი გამოიყენეთ სტიკერის მოსაშორებლად.

557caf36a2f9

ამ ხრიკს თუ გამოიყენებთ თქვენი ვერცხლის სამკაული ახალივით გაბრწყინდება.
ჯამში ჩადეთ ფოლგას პატარა ქაღალდი, ბრჭყვიალა მხრით მაღლა, დაუმატეთ 1 მწიკვი მარილი, საცხობი სოდის 1 ს/კ, ½ ჭიქა მდუღარე წყალი და ½ ჭიქა თეთრი ძმარი. ჩადეთ ვერცხლი ჯამში ისე, რომ ფოლგა ვერცხლს შეეხოს და დატოვეთ 5 წუთით. შემდეგ ამოიღეთ და მშრალი ნაჭრით დაასუფთავეთ.

1d29602826d3

სოდა ასევე გამოიყენება ცხიმიანი ლაქების მოსაშორებლად.
ასეთი ტიპის ლაქების ამოყვანა ძალიან რთულია, მაგრამ ამ მარტივი ხერხის გამოყენებით, ლაქის მოშორება შესაძლებელი ხდება. უბრალოდ დააქუცმაცეთ საპონი, დადეთ ცხიმიან ლაქაზე და კბილის ჯაგრისით რამდენიმეჯერ გაწმინდეთ, დატოვეთ საპონი ლაქაზე 15-30 წუთით, შემდეგ კი ჩამორეცხეთ. მოათავსეთ ლაქაზე სოდის 1-2 კოვზი და ისევ 15-30 წუთით დატოვეთ. გარეცხეთ ცივ წყალში. თუ საჭირო გახდა გაიმეორეთ.

88f9efac1d18

საცხობ სოდას ასევე შეუძლია ეფექტურად დაგიცვათ უსიამოვნო სუნისგან მანქანაში ან ოთახში. აურიეთ ერთმანეთს 2 ჭიქა სოდა, 1-2 ჭიქა დისტილირებული წყალი და რომელიმე ეთერზეთი. მოათავსეთ მიღებული მასა სილიკონის ფორმაში და დაელოდეთ 48 საათი სანამ მასა გაშრება.

7d3f4c55dace

მარწყვი და საცხობი სოდა კბილების გათეთრებისთვის? დიახ ეს ასეა. აურიეთ ერთმანეთს ½ ჩ/კ სოდა და ერთი დაჭყლეტილი მარწყვი და გახეხეთ კბილები. გამოიყენეთ ეს რეცეპტი თვეში რამდენჯერმე ჩვეულებრივ კბილის პასტასთან ერთად.

98e6b95a320b

ლიმონის და სოდის კომბინაციის მეშვეობით შეგიძლიათ

დაემშვიდობოთ ლაქებს აბაზანაში. უბრალოდ გაჭერით ლიმონი შუაზე და სოდაში ჩადეთ, შემდეგ კი ზედაპირს წაუსვით და წყლით გაწმინდეთ.

1eae4a98d8bf

აურიეთ ერთმანეთს 4 ს/კ საცხობი სოდა, 1 ს/კ თაფლი, 2 ჩ/კ წყალი, და ციტრუსის რამდენიმე წვეთი და წაისვით სახეზე 10-15 წუთით, შემდეგ დაბანეთ სახე თბილი წყლით. კანი ნაზი და სუფთა გახდება.

03dc662d981a

გააკეთეთ ნიღაბი თქვენი თმისთვის საცხობი სოდის გამოყენებით. აურიეთ ერთმანეთს 1 ჭიქა თბილი წყალი და ½ ჭიქა საცხობი სოდა, შემდეგ კი თმაზე წაისვით. შეგიძლიათ ეს ნარევი გამოიყენოთ შამპუნის შემდეგ. თქვენი თმა ფაფუკი და მბზინავი გახდება.

a8a6b80b99ea

სამზარეულოში დავბრუნდეთ. სოდის გამოყენებით შეგიძლიათ სამზარეულოში ნიჟარის გაწმენდა. უბრალოდ საკანალიზაციო მილში ჩაასხით 1 ქვაბი მდუღარე წყალი, შემდეგ ½ ჭიქა სოდა. დატოვეთ რამდენიმე წუთით, დაამატეთ 1 ჭიქა ძმარი და 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დატოვეთ 5-10 წუთით, და შემდეგ ნიჟარის გამოყენება შეგიძლიათ.

ac405ba8d143

წყარო – aww.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button