გასართობისაკითხავისასარგებლო

საჩუქრებს მიღმა…


გაჩუქა ზუსტად ის რაც გინდოდა…

დიდი ხნის ოცნება აგისრულა და ნანატრი ნივთი გაჩუქა? თან ეს ყველაფერი ისე მოახერხა, რომ მისთვის არაფერი გითქვამს? ეს იმას ნიშნავს რომ, მას შენი აზრების კითხვა შეუძლია და ცდილობს ნამდვილად გასიამოვნოს…

ხავერდის დათუჩა

ფუმფულა დათუჩა, მუსიკალური ზარდახშა შენი საყვარელი მელოდიებით და კიდევ მსგავსი ”სისულელეები” – ამ სახის საჩუქრებს ის მამაკაცები ჩუქნიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალებს მხოლოდ სენტიმენტალური და რომანტიკული საჩუქრები ხიბლავთ. კრეატიულობისათვის ნული ქულა დაუწერე და ხუმრობით შეახსენე, რომ მომევალ წელს უკვე დიდი გოგო იქნები… (ისე მე ფუმფულა სათამაშოები ძალიან მომწონს :lol2: )

პრაქტიკული საჩუქარი

თუ საყვარელმა ადამიანმა პრაგმატული ნივთი, მაგალითად ქოლგა გაჩუქა, (არა, ის არ უნდა გააკეთო რაც ახლა გაიფიქრე), ის ამ საჩუქრით გეუბნება: მე შენზე და შენს ყოფაზე ვზრუნავ. ასეთ ადამიანს შეგიძლია თვალდახუჭულიც ენდო.

ბრილიანტი და თვალ-მარგალიტი…

ბრილიანტები – გოგონების საუკეთესო მეგობრები… შენი მეგობარი ურთიერთობაში სერიოზულ ინვესტიციებს დებს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის სუვილს: მინდა ყოველთვის ჩემზე ფიქრობდე… იფიქრე! ნამდვილად არაფერს დაკარგავ…

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close