გართობა

როგორ ებრძვიან ნაბახუსევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

5jyqk

სმის მოყვარულები ნაბახუსევის პანაცეას იმ დროიდან ეძებენ, რაც სასმელი გაჩნდა. ყველა კულტურას ნამთვრალევ მდგომარეობასთან ბრძოლის თავისი ხერხები აქვს – წერს ”The Guardian”.

მაგალითად: ჩინეთში, მაგარ მწვანე ჩაის სვამენ, იტალიაში დიდი ჭიქით შავ ყავას მიირთმევენ. რუმინელები, მექსიკელები და თურქები უპირატესობას ანიჭებენ ცხიმიან, მარილიან წვნიანს შიგნეულით, ნივრითა და არაჟნით. ამერიკელები უპირატესობას ანიჭებენ უმ კვერცხს ტომატის წვენითა და ძმრით. პოლონელები მარილწყალს სვამენ, იაპონელები – ქლიავის მარინადს, გერმანელები – დაკონსერვებულ ქაშაყს ხახვით.

”თუკი მიგაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი უგემური იქნება, მონღოლეთში სპირტიანი სასმელები ბოროტად არ გამოიყენოთ. იმიტომ რომ, ამ ქვეყანაში თქვენ პომიდვრის სოუსში ჩადებული ცხვრის დაკონსერვებული თვალების ჭამას გირჩევენ”, – აღნიშნავს ავტორი.

ნაბახუსევზე რუსები აბანოში მიდიან არყის ხის ტოტებით, სიცილიელები კი ხარის გამხმარ სასქესო ორგანოს მიირთმევენ.

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button