არქივი

მიშელ დე ნოტრადამი (ნოსტრადამუსი)

nostradamus2

‘მიშელ დე ნოტრდამი (ფრანგ. Michel de Notredame), ცნობილია ფსევდონიმით – “ნოსტრდამუსი”. ფრანგი პოეტი, ექიმი და ალქიმიკოსი, ცნობილი თავისი წინასწარმეტყველებებით. ნოსტრადამუსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ წინასწარმეტყველად ითვლება. ბევრმა იცის მისი სახელი მაგრამ არ იცის თუ რა იწინასწარმეტყველა და როგორ ახდა მისი ნათქვამები მისი გარდაცვალებიდან წლებისა და საუკუნეების შემდეგ. სწორედ ამიტომ კარდუს ორდენი ანთავსებს თავის ვებ-გვერდზე დეტალურ ინფორმაციას როგორც მისი ბიოგრაფიის ასევე მისი წინასწარმეტყველებების შესახებაც.

წარმომავლობა
მიშელ დე ნოტრდამი დაიბადა 1503 წლის 14 დეკემბერს ქალაქ სენ–რემიში, მონათლულ ებრაელთა ოჯახში. მისი მამა – ჟომ დე ნოტრდამი იყო ნოტარიუსი. მისი 2 დიდი ბაბუა – პიერ და ჟან სენ რემები იყვნენ ექიმები. მიშელის ნათესავის – სეზარ დე ნოტრდამის ნაშრომების თანახმად, ნოსტრადამუსის წინაპრები მსახურობდნენ კალაბრიის ჰერცოგის – რენე “მოწყალეს” კარზე მკურნალებად. ეს წინაპრები გახლდნენ არაქრისტიანი ებრაელები, რომელთაც შემგომში მიიღეს ქრისტიანობა.

ექიმის კარიერა
მიშელი სასწავლებლად გაემგზავრა 1518 წელს ავინიონში სადაც 3 წლის მერე მიიღო კულტურის მაგისტრის ხარისხი. 1529 წელს მოეწყო მონპელიეს სამედიცინო უნივერსიტეტში. იგი ხშირად ეხვეოდა პრობლემებში. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ იგი ზრდიდა აკრძალულ პრეპარატთა გამოყენების სიხშირეს. 1534 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი. ამ დროიდან მოყოლებული მისი ფსევდონიმი ხდება “ნოსტრადამუსი”(ლათ. Nostradamus). ამავე წელს იგი მიეგმზავრება სამოგზაუროდ, სადაც გაიცნობს ცნობილ ასტროლოგსა და მეცნიერს – ჟიულ სეზარ სკალიგერს(კერძოდ ქალაქ – აჟენში). ისინი მუშაობდნენ პროექტზე, რომლის დეტალებიც ჩვენთვის უცნობია. 1537 წელს შავმა ჭირმა იმსხვერპლა ნოსტრადამუსის ცოლი და შვილები. 1538 წელს მიშელსა და სეზარს შორის ხდება უთანმოება, რომლის შედეგადაც ნოსტრადამუსი ტოვებს ქალაქს. თუმცა მიუხედავად ამ უთანხმოებისა მიშელი გამორჩა რამოდენიმე შხამიან ანტისემიტურ ეპიგრამას, სადაც ნახსენებია ნოსტრადამუსის იუდეველობა. მიშელი თავის უმცროს შვილს არქმევს სეზარს (სავარაუდოდ კალიგერის საპატივცემულოდ). 1547 იგი ქორწინდება ანე პონსარდზე. ამ ქორწინებით ნოსტრადამუსს 6 შვილს აჩუქებს მეუღლე.

ასტროლოგი და წინასწარმეტყველი
ყველასთვის მოულოდნელი იყო ნოსტრადამუსის ასტროლოგიითა და ექიმობით დაინტერესება. 1555 წელს მან გამოსცა ასტროლოგიური ალმანახი. ამავე წელს მან გამოსცა თავისი წინასწარმეტყველებანი, რომელიც შეიცავდა 353 კატრენს. ამ გამოცემამ მას არათუ ცნობილი გახადა, არამედ პოპულარობაც მოუტანა მას. ამავე წელს იწვევენ საფრანგეთის მეფის ჰენრიხ II-ის კარზე. დედოფალს, ეკატერინე მედიჩს აინტერესებდა ნოსტრადამუსის წინასწამეტყველება, რომელის მეფის სიკვდილს ეხებოდა. 1559 წელს მისი წინასწარმეტყველების მიხედვით მეფე ჰენრიხ II იღუპება. ამის შემდეგ ნოსტრადამუსის სახელი გასცდა საფრანგეთის საზღვრებს, ხოლო ინკვიზიციამ კი მისი დევნა დაიწყო. მას მფარველად ეკატერინე მედიჩი მოევლინა. ნოსტრადამუსმა წინასწარმეტყველებების ათი წიგნი გამოსცა. მეთერთმეტე და დაუსრულებელი მეთორმეტე მისმა შვილმა ცეზარმა გამოსცა. 1561 წელს ძლივს გადაურჩა სიკვდილს კათოლიკე ქრისტიანებისგან, რომელთაც ნოსტრადამუსს ბრალი დასდეს ჰუგენოტებისადმი სიმპატიაში. 1564 წელს მეფე კარლ მეცხრემ და ეკატერინე მედიჩმა იგი დანიშნეს სამეფო კარის მედიკოსად და მრჩევლად. ნოსტრადამუსი გარდაიცვალა 1566 წლის 2 ივლისს სალონში.

ბართლომეს ღამე
კატრენი 1:52 – ორი ბოროტი პლანეტა გაერთიანდება მორიელში, დიადი სენიორი კვდება ჰოლში, შავი ჭირი ეკლესიაში, მეფის სტუმრობის და გამო ქვემო და ჩრდილოეთი ევროპა.

რეალური ისტორია – ორი ბოროტი პლანეტა: მარსი და სატურნი წინასწარმეტყველების გამოცემის შემდეგ პირველად გაერთიანდნენ მორიელის ეტლში 1572 წლის აგვისტოში.(ბართლომეს ღამე მოხდა 1572 წლი 24 აგვისტოს). აპოგეამ იფეთქა ეკლესიაში, საფრანგეთში. ხოცვის მოთავეები იყვნენ საფრანგეთის მეფის შარლ IX-ის დედა ეკატერინე მედიჩი და კათოლიკეთა ბელადები – ჰერცოგი გიზები, რომლებსაც აშინებდათ ჰუგენოტებისა და მათი ბელადის გასპარ დე კოლინის გავლენის ზრდა კარლ IX-ზე. კარლს ისღა დარჩენოდა კათოლიკებთან შეფარებულიყო და თავის თავზე აეღო მომხდარი. ამის შემდეგ სამხრეთ პროტესტანტულმა პროვინციებმა გამოაცხადეს.

1792 წლის საფრანგეთის რევოლუცია. ნოსტრადამუსის მიერ ჰენრიხთან მიწერილი წერილი: 1792 წელი იქნება განახლების წელიწადი.

რეალური ისტორია – 1792 წლის 10 აგვისტოს საფრანგეთში გადავარდა მონარქია. რევოლუციონერებმა ეს წელი საქვეყნოდ გამოაცხადეს ახალი ერის დასაწყისად. ეს იყო პირველი წელი საფრანგეთის რესპუბლიკური ისტორიის კალენდარისა.

სსრკ–ის ჩამოყალიბება და დაცემა
ნოსტრადამუსის წერილი ჰენრიხთან : ოქტომბრის თვეში მოხდება დიდი ცვლილებები. ისეთი რომ, იფიქრებენ თითქოსდა დედამიწამ დაკარგა თავისი ბუნებრივი მიმართულება და ჩაეფლო უკუნითში. ამ დრომდე გაზაფხულზე, და ამ ყველაფრის შემდეგაც იქნება განსაკუთრებული სახეცვლილებები და ასევე ხელისუფლების ცვლილებები, მძლავრი მიწიძვრები, ახალი ბაბილონის გაფართოება, საშინელი რამ, რომელიც პირველი ჰოლოკოსტის წყალობით იქნა გაძლიერებული და გასტანს 73 წელს და 7 თვეს.

რეალური ისტორია – 1984 წელს ასტროლოგი პ.გლობა მოხვდა ლეფორტოვის ციხეში, იმდენად რამდენადაც ციტატა ხელისუფლების მიერ მიღებულ იქნა, როგორც საბჭოთა ძალაუფლების დაცემა. წერილში ნახსენებია ოქტომბერი ამიტომაც ინტერპრეტატორები ოქტომბრის რევოლუციას თვლიან სსრკ–ის ჩამოყალიბების თარიღად, თუმცაღა “ბოლშევიკების” იურიდიული ძალაუფლება დამყარდა 1918 წლი 1 იანვარს. ასე რომ 73 წელი და 7 თვე იწურება 1991 წლის 19 აგვისტოს. ეს დღე ისტორიაში ცნობილია, როგორც “აგვისტოს პუტჩი”, რომელიც მოსკოვში შედგა და გახდა მაპროვოცირებელი ფაქტორი სსრკ–ის დამხობისა. ნოსტრადამუსის მიერ მოხსენიებული ფრაზა: “დიდი ცვლილებები” შეგვიძლია მივიღოთ როგორც 1918 წელს მომხდარი ცვლილებები რუსეთში, როდესაც “დიდი” რუსეთი იულიუსის კალენდრიდან გადავიდა გრიგორიანულ კალენდარზე, კერძოდ კი 31 იანვრის შემდგომ დადგა პირდაპირ 14 თებერვალი.

ლენინი, ჰიტლერი, სტალინი
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებში მოცემულია 3 ქრონოლოგია ბიბლიურ წინაპართა ცხოვრების პერიოდზე, სამყაროს შექმნიდან იესო ქრისტემდე. 2 ქრონოლოგია მოხსენიებულია წერილში, რომელიც მიშელ დე ნოტრდამმა მიწერა ჰენრიხს, შესაბამისად 4758 (4757) და 4173,666 წელი, ხოლო მესამე 4065 წელი დაცული იყო ნოსტრადამუსის მიერ 1566 წლით დათარიღებულ ალმანახში. ქრონოლოგიათა განსხვავება გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ისინი გამოყენებულ იქნა ნოსტრადამუსის მიერ მომავლის საწინასწარმეტყველოდ. ა.პენზენსკიმ იპოვნა ამ იდეის სათავე იოახიმ ფლორელის ისტორიის განმეორების კონცეპციაში. 2007 წელს გამოშვებულ ჟურნალში – “ცნობიერება და ფიზიკური რეალობა” დაწერილია ჰიპოთეზა, რომ ამ ქრონოლოგიებს აუცილებლად უნდა დავუმატოთ რამდენიმე ათვლის წერტილი(მაგალითად: 1557,487 წელი – წერილის დაწერის თარიღი, ანდაც 1242 წელი – 6000 წლეულის დასასრული სამყაროს შექმნიდან, ესეც რიცხვიც აღებულია ნოსტრადამუსის ქრონოლოგიიდან) და შემდეგ შევკუმშოთ ისე, რომ 6000 წლის ბოლოს თითოეული მათგანი შეუთავსდეს 2033,02 ქ.შ–დან.(ამის განმარტებას ქვემოთ იხილავთ).

თუ ამ ყველაფერს გავაკეთებთ მივიღებთ იდუმალ დამთხვევებს:

1242,000 + (2033,02 − 1242,000) × 4758,000 ÷ 6000 = 1869,279 (22 აპრილი 1870) დაიბადა ლენინი

1557,487 + (2033,02 − 1557,487) × 4056,000 ÷ 6000 = 1878,947 (21 დეკემბერი 1879) დაიბადა სტალინი

1557,487 + (2033,02 − 1557,487) × 4173,666 ÷ 6000 = 1888,273 (20 აპრილი 1889) დაიბადა ჰიტლერი

სიზუსტე უდრის ერთ დღეს, გათვალისწინებით +10 დღისა (განსხვავება იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს შორი XVI საუკუნეში).

რაც შეეხება 2033,02 წელს, ამ იდუმალ თარიღს შეიძლება მოეძებნოს რამდენიმე განმარტება:
2033 წელი ნოსტრადამუსის მიერ თავის ალმანახებში(1557, 59, 62, 63 წლისა) დასახელებულია როგორც კიდევ ერთი დასასრული 6000 წლისა(სამყროს შექმნიდან).

ეს თარიღი არის ზუსტად შუაწელი დღესაასწაულ “იომ კიპურის”(განკითხვის დღე) 6001 წლისა (ევროპის კალენდრის თანახმად(2239,712 ქ.შ.–დან)

და 6000 წლის ბოლოსი(ნოსტრადამუსის ქრონოლოგიით 1826,334 წელი ქ.შ.–დან):

(2239,712 + 1826,334) ÷ 2 = 2033,023 (ხუთშაბათი, 19 იანვარი 2034 წელი გრიგორიანული კალენდრით)
ეს არის ქრისტეს პირველი გამოვლინება 6000 წელი(შეკუმშვით) I ქრონოლოგიისა იომ კიპურის დღესასწაულამდე(6001 წელი ევროპული კალენდრით).

1242,000 + (2239,712 − 1242,000) × 4757,000 ÷ 6000 = 2033,02

იომ-კიპური (ებრ. יוֹם כִּפּוּר , სიტყვასიტყვით «მიტევების დღე», ითარგმნება როგორც «გამოსყიდვის დღე», «განკითხვის დღე») — იუდაიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა დღესასწაული; მარხვის, აღსარებისა და ცოდვების მიტევების დღე; აღინიშნება ებრაული თიშრის თვის მეათე დღეს და მონანიების ათი დღის დასასრულია.

11 სექტემბრის ტერაქტი [რედაქტირება]

კატრენი(ნუმერაცია უცნობია) – გაღმერთებულ ქალაქს მეხი დაეცემა,
და გაანადგურებს ორ ძმას,
როცა ქალაქი იწვის ,
სწორედ მაშინ დაიწყება მეორე მსოფლიო ომი

კატრენი(ნუმ. უნობია) – მე–9 თვის მე–11 დღეს,
მეტალის 2 ჩიტი შეეჯახება ორ მაღალ ნაგებობას
ახალ ქალაქში. (New York, new – ახალი)
ამ ამბის შემდეგ მალე დაიწყება მსოფლიო ომი

კატრენი 6:97 – ორი მეტალის ჩიტი ჩამოვარდება ციდან
და დაეჯახება ქალაქს
ცაში დამწვრობა იტრიალებს, 45 გრადუსის სიგანეზე
დიადი ახალი ქალაქი ალში იქნება გახვეული
დაუყოვნებლივ წამოიმართება დიდი ალი
რამდენიმე თვის განმავლობაში
მდინარე სისხლში იქნება ჩაძირული
გადარჩენილი არც ისე დიდხანს გააგრძელებს ხეტიალს ამ ქვეყანაზე

რეალური ისტორია – მართლაც, რომ მოხდა ასეთი ფაქტი 2001 წლის 11 სექტემბერს(მე–9 თვე). ციდან მოფრენილი თვითფრინავები შეეჯახნენ ნიუ იორკის ორ ტყუპ შენობას. ნიუ იორკი კი იმყოფება 40–45 გრადუსებს შორის რუკაზე.

მსგავსი ამბები

Back to top button