არქივი

“მეცნიერული” წარღვნა და ცივილიზაცია

b9d2a08a9b53
1998 წელს ამერიკელმა გეოლოგებმა უოლტერ პიტმენმა და უილიამ რაიანმა საკმაოდ დამაჯერებლად დაასაბუთეს მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც უკანასკნელი გამყინვარების დასასრულს, დაახლოებით 7500 წლის წინ, შავი ზღვის ადგილზე არსებულა დიდი მტკნარი ტბა (რომლის დონეც დღევანდელ წყალსატევზე 150-იოდე მეტრით დაბალი უნდა ყოფილიყო). ჩრდილოეთ ანტლანტიკაში ყინულის დნობის შედეგად ხმელთაშუა ზღვაში შემოსულმა დიდმა წყალმა გაანგრა დღევანდელი ბოსფორის სრუტე და სწრაფად, სულ რამდენიმე თვეში, აამაღლა ტბის დონე, რომელიც ამის შემდე მლაშე ზღვად იქცა.თუმცა ეს ჰიპოთეზა ჯერ საყოველთაოდ აღიარებული არაა, მაგრამ ერთი ახლოაღმოსავლური მთის ასახსნელად ძალიან მიმზიდველი ჩანს.

 

4e3161c34f71
შავი ტბა წარღვნამდე (ჰიპოთეზის თანახმად)

 

6c7a5a0da3a3
ბოსფორის სრუტის მიმდებარე ტერიტორია წარღვნამდე (ჰიპოთეზის თანახმად)

 

შიეძლება დავუშვათ ზემოაღნიშნული ფიზიკური მოვლენის ყველაზე ლოგიკური მოსახლეობის მიგრაციული შედეგი. შავი ზღვის (თავიდან ტბის) ირგვლივ მცხოვრებმა მოსახლეობამ წყლის დონის ეს მოულოდნელი ამაღლება, რასაც, ალბათ, კოკისპირული წვიმებიც მოჰყვებოდა წარღვნად აღიქვა და თავის საშველად ამაღლებული ადგილებისაკენ გაიქცა. ბევრი დაღუპებოდა. გადარჩენილთა ნაწილი მთებს გადალახავდა და მოშორდებოდა საშიშ ადგილს. იმის გამო, რომ შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო უფრო ციცაბოა, იქ მცხოვრებ ხალხს გადარჩენის უფრო მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე გაშლილ ვაკეებზე შერჩენილთ, მაგალითად, ზღვის ჩრდილი-აღმოსავლეთით, სადაც წყალი სწრაფად დაფარავდა ხმელეთს. ამიტომაც წარღვნას გადარჩენილი ადამიანების მეტი რაოდენობა უფრო ზღვის სამხრეთ სანაპიროებთან იქნებოდა და ახალი სამკვიდრებლის ძიებაში დღევანდელ ახლო აღმოსავლეთისკენ წავიდოდა.

 

2a4ed1c78b02

 

არის სხვა ვარაუდიც, რომ წყალი ნელა მატულობდა და ჩრდილო-დასავლეთის მცხოვრებლებსაც მიეცათ დრო აყრილიყვნენ და შუა ევროპისკენ წასულიყვნენ. მაგრამ უფრო მოსალოდნელი იყო წყლის დონის სწრაფი მატება.
ამაღლებული ადგილები, სადაც წარღვნის გადარჩენილებს თავდაპირველი საფარი უნდა დაედოთ, რასაკვირველია, ვერ იქნებოდა ის მთა, რომელსაც დღეს არარატს ვუწოდებთ (საკმარისია რუკაზე დახედვა, რომ დავრწმუნდეთ, თუ რამდენად შორსაა ეს მთა შავი ზღვიიდან) და რომლის მწვერვალზე, ან მის ფერდობებზე, გულუბრყვილო ადამიანები ეძებდნენ ნოეს კიდობანს. მაგალითად, მეოთხე საუკუნეში ერთმა სომეხმა ქრისტიანმა ბერმა მასისის ( იგივე არარატი) მთის ფერდობზე იპოვა ხის ძველი კონსტრუქციის ნაწილები, რასაც სომხური გრიგორიანული ეკლესია ნოეს კიდობნის ნაშთად აღიქვამს.

 

9cd23a0e2cf5

 

თანამედროვე არარატის დაკავშირება წარღვნის ლეგენდასთან გეოგრაფიულ ლოგიკას ეწინააღმდეგება: რამდენიმე ათასი წლის წინ რაიმე წყალდიდობას, თუნდაც შუამდინარეთში მომხდარს, არარატის მწვერვალამდე (ხუთი კილომეტრი ზღვის დონიდან), ან მის შუა ნაწილამდეც, რომ მიეღწია, ეს მთელ დედამიწაზე წყლის ამაღლებას მოასწავებდა და გიგანტური გეოლოგიური კატასტროფის შედეგი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ვერევინ ვერ გადაურჩებოდა.
უფრო სავარაუდოა, რომ მთები, რომელთაც შავი ზღვის სანაპიროზე მოვარდნილი წყლისგან უნდა გადაერჩინათ ადამიანები, უნდა ყოფილიყო პონტოს ქედის ჩრდილოეთი ფერდობი.
შორეულ მოგონებებს შავიზღვისპირეთში რეალურად მომხდარი საშიში მოვლენის შესახებ შეეძლო მითებში გადაენაცვლებინა და მიეღწია სამხრეთ შუამდინარეთამდე და იქ მოსახლეთა კოლექტიურ მეხსირებაში ჩარჩენილიყო.
წარღვნის ლიტერეტურულად მშვენიერი ვერსია- ნოე თავისი ხომალდ-კიდობნით, მისი ვაჟები, ყვავი და მტრედი, როგორც საშიში მოვლენის დასასრულის მაცნენი- ებრაელებმა თავიანთ წმინდა წიგნში, თორაში შეიტანეს და მისი მეშვეობით ეს ვერსია ქრისტიანებისთვის წარღვნის კანონიკურ სურათად იქცა.
“წარღვნის ლეგენდა” ახლო აღმოსავლური წარმოშობისაა. წარღვნას შუმერული “გილგამეშის ეპოსიც” ახსენებს. შუმერულ ტექსტებშიც არის მინიშნებები მეფეებზე წარღვნის წინა და წარღვნის შემდეგ. მაგრამ ვინ მოუთხრო შუმერებს ამ საშინელი მოვლენის შესახებ?
არსებობს ასეთი მოსაზრებაც წარღვნის შესახებ, რომ ექსტრაორდინარული წყალდიდობა შუამდინარეთში მოხდა და საყოველთაო წარღვნის შთაბეჭდილება მოახდინა. მაგრამ ასეთ ვერსიას რომანტიკულობა აკლია: მისგან მითი ვერ შეიქმნებოდა! თანაც სამხრეთ შუამდინარეთში მთები, არც არის და ვერავითარ “არარატის” მთას იქაური “ნოე” ვერ მიაღწევდა. რეალური მოვლენა, სადღაც შორს უნდა მომხდარიყო, რომ მითს ბუნდოვანება შეეძინა. გარდა ამისა, მდინარის ხეობაში დიდი წყალდიდობა შეიძლება განმეორებულიყო (რასაც არც ერთი მითი არ ახსენებს), ზღვა კი ორჯერ არ წარმოიშობა, ყოველ შემთხვევაში, ახლო გეოლოგიურ წარსულში.
შავიზღვისპირეთიდან აყრილ ტომებს, რომლებიც უფრო სამხრეთით გადასახლებისას შეხვდენენ უკვე დამკვიდრებულ მოსახლეობას და იძულებულნი გახდნენ, ახალი საცხოვრისი ეძებნათ, მაგალითად, დღევანდელ ევროპაში, სავსებით შეეძლოთ ხელი შეეწყოთ “ნეოლითური რევოლუციის” დიფუზიისთვის.

 

c507dc6c58a7

 

დაახლოებით ძვ. წ. მე-10 ათასწლეულსი სწორედ ახლო აღმოსავლეთში, “ნაყოფიერი ნახევარმთვარის” და ნილოსის ხეობის ზონაში დაიწყო გადასვლა შემკრებლობა-მონადირეობიდან მიწათმოქმედებაზე, ბევრი გარეული ცხოველი მოშინაურება და ველური მცენარის კულტურულად ქცევა.
ბოლო პერიოდის გენეტიკური გამოკვლევებით მტკიცდება, რომ ახლო აღმოსავლეთის უფრო მაღალი სამეურნეო კულტურის მქონე ადამიანები ნეოლითის ხანაში მიემართებოდნენ ევროპისაკენ და ხელს უწყობდნენ იქ სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამ მიგრანტთა შორის შავიზღვისპირეთის სამხრეთ ნაწილიდან აყრილი ტომებიც შეიძლება ვივარაუდოთ.
ნათელია, რომ ახლო აღმოსავლეთი კაცობრიობის ცივილიზაციის სათავეებთან დგას.

მსგავსი ამბები

Back to top button