საკითხავისასარგებლოსურათები

ზღვის უზარმაზარი არსებები

წარმოგიდგენთ ზღვის უზარმაზარი არსებების გალერეას და მცირე ინფორმაციას მათ შესახებ. განაგრძეთ…

ლომის ფაფრიანი მედუზა

აქ წყლისქვეშ ყურადღებას იპყრობს ლომის ფაფრისნი მედუზის საცეცები. ის მედუზათა ყველაზე ძლიერ კატეგორიას მიეკუთვნება. შეუძლია გაიზარდოს ისე რომ დიამეტრი 2 მეტრის სიგრძე ჰქონდეს და საცეცებით სიგრძეში 15 მეტრს მიაღწიოს.

ვეშაპისებური ზვიგენი

უდიდესი თევზი, მისი სიგრძე 12 მეტრსაც აღწევს. უმეტესად პირღია ცურავს რათა ადვილად მოაგროვოს საკვები – პლანკტონები და პატარა თევზები. (შეგახსენებთ რომ ზღვის ყველაზე დიდი არსება ვეშაპია მაგრამ ის თევზი არაა, ძუძუმწოვარაა).

გიგანტური  ზღვის ვარსკვლავი

ზღვის ვარსკვლავები (ასევე ცნობილი როგორც თევზ ვარსკვლავები) შეუძლიათ კიდურების სრული რეგენერაცია და გარდაქმნა, ზოგ შემთხვევაში კი საკუთარი სხეულის გარდაქმნასაც ახერხებენ.

გიგანტური ობობა-კრაბი

დაცულია სხვადასხვა ზღვის მტაცებლებისაგან მისი მაგარი ეგზო-ჩონჩხით. ეს არის არსება რომელსაც შეუძლია გაიზარდოს 3 მეტრამდე სიგანეში. საჭიროების შემთხვევაში შეუძლია აამღვრიოს ოკეანის ფსკერი. ადვილად შეუძლია შენიღბვა და ზღვის ღრუბლებსა თუ სხვა არსებების უკან დამალვა ან ჩამალვა ფსკერში.

ლურჯი ვეშაპი

ჯერ კიდევ ახალდაბადებულს ზომით თუ შევადარებთ ადამიანთან, ადამიანი ჭიჭყინა თევზი მოგვეჩვენება. უდიდესი არსება რომელსაც უცხოვრია ჩვენ პლანეტაზე (დინოზავრებს თუ არ ჩავთვლით ალბათ). მისი სიგრძე დაბადებისას საშუალოდ 7.6 მეტრია და იწონის 3 ტონას. უკვე მოზრდილი ადვილად უტოლდება ქალაქის ავტობუსს ზომებში და იწონის 200 ტონამდე.

პორტუგალიური „სამხედრო ხომალდი“

ხშირად ეშლებათ მედუზაში. ეს გახლავთ უამრავი ორგანიზმებით შექმნილი კოლონია რომლებიც მუშაობენ ერთად. მისი საცეცები 50 მეტრამდე იზრდება წყალქვეშ.

ფარფლიანი ვეშაპი

სიდიდით მეორე ცხოველია დედამიწაზე. მისი მაქსიმალური სიგრძეა 25 მეტრი მამრებში და 27 მეტრი მდედრებში.

გიგანტური იზოპოდი
დიდი თეთრი ზვიგენი
გიგანტური მოლუსკები
გიგანტური მოლუსკ-სიფონი
გიგანტური მოლუსკ-სიფონი

წყარო: http://web.newsmacne.com/

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close