კრეატივისაკითხავისასარგებლო

5 ლამაზი კლავიატურა თქვენი მაგიდის გასახალისებლად

მოგბეზრდათ თქვენი ძველი და უგემოვნო კლავიატურა? გთავაზობთ ლამაზი კლავიატურების კრებულს…


ცოტა ხნის წინ კრეატიულ მაუსებზე მოვამზადე სტატია და ახლა კლავიატურების ჯერიც დადგა.

არააქვს მნიშვნელობა Mac გაქვთ თუ PC, ეს მშვენიერი კლავიატურები გაალამაზებს თქვენს მაგიდას.

გადახედეთ და ქვემოთ კომენტარებში გაგვაცანით თქვენი აზრი ან თუ უკეთესი ვარიანტი გაქვთ შემოგვთავაზეთ.

1. Microsoft Arc

Microsoft  ყოველთვის ცდილობდა ინოვაციური დიზაინის მქონე მოწყობილობების შემოთავაზებას მაგრამ ყველაზე კარგი და ლამაზი Arc სერიის კლავიატურები გახლავთ.

ეს უფრო ცხოვრებისეული აქსესუარია ვიდრე კომპიუტერის პერიფერიული  მოწყობილობა.

უკაბელო, მაგნიტური ნანო-მიმღებით მოსახერხებელია და თქვენი სურვილისამებრ ერგება თქვენს მაგიდას. მისი ამომრგვალებური დიზაინი კი მოსახერხებელი და თანაც ლამაზია.

ბაზარზე გამოჩნდა ამ კლავიატურის შავი ვარიანტი შეზღუდული სპეციალური გამოცემით და თეთრი და მწვანე ფერების ნაზავით.

ფასი: ამჟამად $57.19 (დაიკლო $59.95-დან)

2. Logitech diNovo Edge

ხელმისაწვდომია როგორც Mac-ის ასევე PC-თვის.

მხოლოდ 2 საათიანი დატენვით ელემენტი 2 თვის სამყოფ ენერგიას იძენს. აქვს მოსახერხებელი თაჩ-ზოლი ხმის კონტროლისთვის და თაჩ-დისკი რომელიც ითავსებს მაუსის ფუნქციებსაც.

ფასი: $179.99

3. Impecca Custom Carved Bamboo Keyboard

არ გავს პლსატმასისგან გაკეთებულ ჩვეულებრივ კლავიატურებს და მეტიც მთლიანად ბუნებრივი მატერიისგანაა.

შესანიშნავია მათთვის ვისაც უყვარს ხის ზედაპირზე შეხება. პლასტმასის ცივი ზედაპირის მაგივრად. გარკვეულ ბუნებრივ იერს შესძენს თქვენს მაგიდას.

კლავიატურის შიგთავსი იგივეა რაც ჩვეულებრივი კლავიატურისა მხოლოდ კორპუსია განსხვავებული.

ფასი: $69.99

4. Art Lebedev Optimus Maximus

ეს უბრალოდ კლავიატურა არ გეგონოთ. ხელოვნების ნიმუშია. რუსული დიზაინ სტუდიის “არტემი ლებედევის” ნამუშევარია და ფასიც მშვენივრად მაღალია  $2,400

თქვენ უბრალოდ ჩვეულებრივ კლავიატურაში ნამდვილად არ იხდით ფულს. 133-ივე კლავიში პატარა პროგრამირებადი ეკრანია.

ფუნქციურად მართლაც შუდარებელია. ყოველი კლავიში ისე შეიძლება დაპროგრამდეს რომ თქვეთვის სასურველი სიმბოლო ან სასურველი პროგრამის ნიშანი გამოჩნდეს.

როგორც მისი შემქნელები ამბობენ “ეს არის მილიონი კლავიატურა ერთში”

ფასი: დაახლოებით $2,400

5. Apple Wireless Keyboard by ColorWare

Apple-ს უკაბელო კლავიატურა. თხელი და მოსახერხებელი. მინიმალისტურ დიზაინში გადაწყვეტილი. ალუმინის კორპუსი აქვს და დაახლოებით მეოთხედით პატარაა ვიდრე ჩვეულებრივი კლავიატურა.

დიზაინის სპეციალისტები შეგირჩევენ ზუსტად იმ ფერებს რომლებიც თქვენთვის ყყველაზე სასურველია. ყველაფრის ფერის ცვლილებაშეიძლება სიმბოლოებისაც კი.

ფასი: $119 ან $199 დიზაინის დამატბითი ცვლილებისთვის

BONUS: Keyboard Stickers!

თუ ლეპტობს იყენებთ და თქვენც მობეზრებული ხართ ერთფეროვანი კლავიატურით. მარტივად შეგიძლიათ გაამრავლაფეროვნოთ კლავიატურა. სტიკერები რომლებიც ტონობითაა ყველგან საშუალებას მოგცემთ თქვენთვის სასურველი ფერებით და დიზაინით გაალამაზოთ ნებისმიერი კლავიატურა.

წყარო: http://web.newsmacne.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close