არქივი

ზინედინ ზიდანი

e940926dcee3

ზინედინ იაზიდ ზიდანი მეტსახელად „ზიზუ” – ფრანგი სპორტსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ის არის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, 2001 წელს მასში მადრიდის რეალმა, ტურინის იუვენტუსს 69 მილიონი ამერიკული დოლარი გადაუხადა.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ცნობილი ფინალის შემდეგ ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული გმირი გახდა. ტრიბუნებიდან სკანდირებდნენ  “ზიდანი-პრეზიდენტად”, მაგრამ ის კი დაავიწყდათ,რომ რამოდენიმე თვის წინათ ზიდანს შავ კატას ეძახდნენ და აბრალებდნენ თითქოს საფრანგეთის ნაკრები მისი დათარსული იყო. იტალიაში ჩემპიონს ეგრევე გამოუგონეს ზედმეტ სახელი “ზიზუ” რაც თეთრ კატას ნიშნავს. რათქმაუნდა სისულელეა ფანტასტიური ფინალის შემდეგ ზიდანის თამაში კატის მოძრაობებს შეადარო,მაგრამ ამ ფინალის შემდეგ ბევრი რამ ითქვა…. სხვათაშორის თავად ზიდანს სჯეროდა საფრანგეთის ნაკრების გამარჯვების და პრესასთან რამოდენიმეჯერ აღნიშნა კიდეც, რომ ისინი ბრაზილიელებს აუცილებლად დაამარცხებდნენ. ზიდანი არშემცდარა, გაუტანა რა ბრაზილიის ნაკრებს ფინალში ორი გოლი, მან ყველას დაუმტკიცა, რომ გუნდისთვის მხოლოდ ბედნიერება მოაქვს. ზინედინ ზიდანისთვის სერიოზულად ფეხბურთის თამაში დაიწყო 1989 წლის 25 მაისს ნანტში. კერძოდ ამ ცხოვრებისეულმა შუალედმა მოუტანა მას მომავლის რწმენა! “მე გამომიყვანეს შეცვლაზე მეორე ტაიმში 15 წუთით, მაგრამ ისეთი ოსტატების გვერდით,როგორებიც იყვნენ ზლატკო ვუოვიჩი და რუდი კროლი. მე მაშინ ბურთს სამჯერ შევეხე, მაგრამ შემდგომში არასოდეს მიგვრძნია თავი ასე ბედნიერად როგორც მაშინ.”

იმ დროისათვის ზიდანი 800 ფრანკს იღებდა ხელფასის სახით. ამ ფულით პრაკტიკულად შეუძლებელი იყო ცხოვრება, იმ დროისათვის ის გუნდის ბაზაზე ცხოვრობდა და პრაკტიკულად ყველა საჭირო პირობებით იყო უზრუნველყოფილი და რათქმაუნდა მშობლებიც არ ივიწყებდნენ. სკოლაში ზიზუ თავს მაინცდამაინც არ იკლავდა მეცადინეობებით და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ეგრევე მეგობრებთან ერთად ბურთის სათამაშოდ გარბოდა ეზოში. საფრანგეთში ზიდანს უბრალოდ აღმერთებენ და არა მარტო იმიტომ, რომ ბრწყინვალე მოთამაშე იყო, არამედ იმიტომაც, რომ წარმოშობით ის ალჟირელია.

10ac22aff8f5

ფეხბურთელი რომელიც თავისი სახით საფრანგეთის მრავალეროვნული ნაკრების სახეს ქმნიდა, სადაც მის გარდა თამაშობდნენ აგრეთვე – სომხები, გვადელუპელები, განელები და ფრანგები. სამი წლის წინათ, როდესაც საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე განიცადა ფიასკო, ლე პენის პოლიტიკურმა პარტიამ “ნაციონალურმა ფრონტმა” განაცხადა, რომ ეს ყველაფერი იყო იმის ბრალი, რომ გუნდში ზედმეტი უცხოელი თამაშობდა. ზიდანი კი თვლიდა, რომ ეს ნაკრები ყველაზე ძლიერი იყო და ლე პენის საუბარს სისულელეს ეძახდა. “ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს. რა მნიშვნელობა აქვს თუ რა ეროვნებისა ვართ ჩვენ? თამაშის დროს ჩვენ არასოდეს გვიფიქრია ამაზე, ჩვენ მუდამ საფრანგეთის სახელს ვიცავდით”- აცხადებდა ზიდანი. ის დაიბადა მარსელში, ყველაზე ღარიბ უბანში-კასტელანში. ის დღესაც ჩადის მანდ და იხსენებს თავის ბავშვობას. მას ყავს ცოლი და სამი შვილი და არაერთხელ დაუმტკიცებია საზოგადოებისათვის, რომ ოჯახი მისთვის ყველაზე მთავარი იყო და არის. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, მაშინ როდესაც ყველანი აღსანიშნავად ემზადებოდნე, ის თავის პატარა ბავშვს დასაძინებლად ამზადებდა. წვეულებაზე რათქმაუნდა მოვიდა, მაგრამ დიდი ხნით არდაყოვნდა და მალევე წავიდა, ხოლო რამოდენიმე დღეში ცოლთან ერთად იბიცაში წავიდა დასასვენებლად, ვინაიდან ფანების მოსვლას და მილოცვებს ვეღარ აუდიოდა. ათი ან თუნდაც ხუთი წლის წინათ ვინმეს ჩემზე რომ ეთქვა, რომ მე მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებდი და ევროპის ნაკრების მაისურსაც მოვირგებდი, მე უბრალოდ არდავუჯერებდი…. ამბობდა ზიდანი, როდესაც მას გულთბილი დახვედრა მოუწყვეს მარსელში, ველოდრომის სტადიონზე მისმა გულშემატკივრებმა. იმ საღამოს ევროპის ნაკრები დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ თამაშობდა, ევროპის ნაკრების კაპიტანი ზიდანი იყო, ეს ხდებოდა მსოფლიო 98 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის კენჭისყრის წინ. ის წელიწადი ზიდანისთვის ასევე სადღესასწაულოდ გაგრძელდა, 1997 წლის დეკემბერში ის დასახელდა ევროპის მესამე ფეხბურთელად, მის წინ კი იდგნენ რონალდო და მიატოვიჩი.

ზიდანი დაიბადა და გაიზარდა ლა კასტელანში, მარსელის ჩრდილოეთ რაიონში, სადაც როგორც წესი ფანჯრები რკინის გისოსებით იყო ამოყვანილი, ხოლო ბავშვები ბეტონიეს ასფალტზე თამაშობდნენ ფეხბურთს. მისი მშობლები ისმაელი და მალიკა – ალჯირის მკვიდრები იყვნენ. მამა მუშაობდა უნივერმაღში დამფასოებლად. ზიდანის ბავშვობამ მარსელის ერთ პატარა ბინაში გაიარა. მის გარდა ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იყო, და ლილა, ძმები ჯამელი, ფარიდი და ნურიედი. მისი ბურთის ფუნქცია შეასრულა პლასტიკურმა ბოთლმა. მას აგრეთვე სხვა გართობის წყაროც ჰქონდა, ისეთი როგორიცაა ველოსიპედი და ძიუდო. მიუხედავად ყველაფრისა ზინედინ ზიდანის მთავარი ლტოლვა მაინც ფეხბურთისკენ იყო მიპყრობილი. მაშინ მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, მოეტყუებინა ყველა, ვინც კი მას გზაზე გადაეღობებოდა. სამაგიეროდ დღეს ის უხვად ამარაგებს თანაგუნდელებს პასებით – “მე ყოველთვის მეუბნებოდნენ,რომ თამაში ჩემს თავზე ამეღო და მე უფრო ხშირად მინდოდა გოლის გატანა, მაგრამ ალბათ ჩემი ბედი ყოფილა თანაგუნდელების პასებით მომარაგება.” მისი პარტნიორი იუვენტუსისა და ნაკრების გუნდებში დიდიე დეშამი თვლიდა, რომ “მას სათანადო დონეზე არჰქონდა ეგოიზმის გრძნობა და მუდამ თავის გოლს ამჯობინებდა სხვაზე მიცემულ ზუსტ გადაცემას,მიუხედავად იმისა, რომ მას ორივე ფეხით შესანიშნავი დარტყმა ჰქონდა.” 14წლის ასაკში ზიდანმა თავისი თამაშით მიიპყრო კანის სელექციონერების ყურადღება. ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ, მისი მშობლები დაარწმუნეს იმაში, რომ ბავშვი კანის ბავშთა გუნდში გაეშვათ. 2 წლის შემდეგ, 1989 წლის 20 მაისს, მაშინ როდესაც ზიდანი ჯერ კიდევ 17ის არიყო შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში. ეს მოხდა “ბოჯუარის” სახელობის სტადიონზე ნანტთან თამაშის დროს. იმ დროისათვის კანი მწვრთნელი იყო ლუის ფერნანდესი.

1992 წელს ზინედინ ზიდანი გადადის ბორდოში, ხოლო ევროპის 96 წლის ჩემპიონატის შემდეგ იუვენტუსში.

243edb472608

თავიდან მას გაუჭირდა იუვენტუსში, მაგრამ შემდეგ ის გუნდის დირიჟორი გახდა და შეუცვლელი ფეხბურთელი. ღა მისცა იტალიამ ზიდანს? “ის საბოლოოდ გამელოტდა _ იცინის დეშამი ხოლო სერიოზულად მან ძალიან მოუმატა ტაქტიკური მხარით და ფსიქოლოგიურითაც, ადრე უფრო მორცხვი იყო, ეხლაკი თავის თავში დარწმუნებული. რაც შეეხება თამაშს, აქ ზიდანს დაკისრებული აქვს შეტევის დაწყება და როცა მას თამაში წაუვა, მაშინ იუვეს შეჩერება პრაკტიკულად შეუძლებელია. ძლიერმა ფეხბურთელმა თავისი თავი რთულ მომენტებში უნდა გამოავლინოს, ზიდანმა ეს შეძლო.” 1994 წლის 14 აგვისტოს შედგა ზიდანის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, მაშინ ის შეცვლაზე შემოვიდა, საფრანგეთი ჩეხეთის ნაკრებს ეთამაშებოდა, ანგარიში 0-2 იყო ჩეხების სასარგებლოდ, ხოლო თამაშის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა, როდესაც ზიდანმა თავისი ცნობილი ცაციათი ჯერ ერთი, ხოლო ორ წუთში თავით გაუტანა ჩეხებს და თავის გუნდს ფრე მოუტანა. ერთი წლის შემდეგ მას პლატინიმ უთხრა – “მეამაყება,რომ ათ ნომრიანი მაისური შენ გაცვია.” შემდეგ ჯურნალისტებმა მას ჰკითხეს – მიიჩნევთ თუ არა თავს პლატინის ღირსეულ შემცვლელად? ზიზუმ უპასუხა – “პლატინი უძლიერესი ფეხბურთელი იყო, ის სამჯერ ზედიზედ დასახელდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად,მას საფრანგეთში,იტალიასა და მთელს მსოფლიოში იცნობენ, მე კი უბრალოდ ვცდილობ შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობა.

ზიდანის ოცნება: “ყველაზე დიდი ოცნება მიღწეულია, მე მყავს შესანიშნავი მეუღლე და ოჯახი. შეიძლება ითქვას, რომ უკეთესი არაფერი გინდა, მაგრამ ადამიანი არ პროგრესირებს, თუ მას არააქვს ოცნება, ეხლაკი ჩემი ოცნებაა, წარმოიდგინეთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია, 90ე წუთი,ანგარიში 0-0, ბურთს მე ვიღებ და გოლი გამაქვს, ეს დიდებული რამ იქნებოდა და ამის შემდეგ მე თავისუფლად წავიდოდი ფეხბურთიდან” _ ამბობს ზიდანი, მაგრამ რა იცოდა თუ რა მოუმზადა მას განგებამ…. … 2001 წლის 9 ივლისი, რეალის ფანებისათვის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი დღე.

dd68c98aafda

ამ დღეს რეალის საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ ჟურნალისტების თანდასწრებით ზინედინ ზიდანს გადასცა 5 ნომრიანი მაისური. “ეს დიდი პატივია ჩემთვის” – მისთვის ცნობილი მოკრძალებით აღნიშნა ზიდანმა, იმ დროისათვის უკვე ყველაზე ძვირათღირებულმა ფეხბურთელმა მსოფლიოში. რეალმა იმ დღესვე დაიწყო ზიდანზე გაცემული თანხის ამოღება, მიუხედავად იმისა რომ რეალის მაისური ღირდა 80 დოლარი, ხუთ ნომრიანი მაისურები მაღაზიებში პრაკტიკულად აღარ იშოვებოდა. რეალ მადრიდმა ერთი მილიონი დოლარი მხოლოდ იმიტომ მიიღო ერთ-ერთი სატელევიზიო არხიდან, რომ ზიდანის პრეზენტაცია ეჩვენებინა, ასე რომ ისევე როგორც საფეხბურთო, ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც ზიდანის გადმობირება რეალში დადებითად შეფასდა. მაშინ როდესაც შარშან 54 წლის ფლორენტინო პერეს მადრიდის რეალი გადაეცა პრაკტიკულად გაკოტრებული, მისი ვალები კოლოსალურ ციფრებს აღწევდა 300 მილიონი დოლარი, მან შეუძლებელი შეძლო და პრაკტიკულად გაკოტრებული გუნდი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ კლუბად აქცია. პირველი რაც მან გააკეთა იყო ის, რომ გაყიდა ძველი სავარჯიშო ბაზა 600 მილიონ დოლარად, იმ ადგილასკი აშენდება ოთხი ცათამბრჯენი,საიდანაც ერთი მადრიდის რეალის საკუთრება იქნება. ქალაქგარეთ პერესმა იყიდა 120 ჰექტარი მიწა, სადაც ულტრათანამედროვე ბაზა აშენდა, ეს ყველაფერი მას 85 მილიონი დაუჯდა. დანარჩენი ფულით მან იყიდა ისეთი ვარსკლავები, როგორებიც არიან, ფიგუ, ზიდანი, რონალდო, ბექჰემი….. რეალის აბონენტების საყიდლად უსასრულო რიგები შეიქმნა, პუბლიკა საოცარ თამაშებს ელოდა, სადაც ყველა ეს ვარსკლავი მიიღებდა მონაწილეობას. ზიდანი შესანიშნავად შეეწყო მადრიდის რეალს, ყოველი მისი თამაში გულშემატკივრისათვის სპეკტაკლის დადგმას გავდა, ხოლო ის რაც ზიდანმა გააკეთა 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დღესაც დაუვიწყარია თითოელი გულშემატკივრისათვის.

834a7e56be9b

იმ დღეს ერთმანეთს რეალი და ლევერკუზენის ბაიერი დაუპირისპირდნენ, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოგა, იმ დროს როდესაც ანგარიში 1-1 იყო, რობერტო კარლოსის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ზიდანმა ენით აღუწერელი სილამაზის გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა მთელი მსოფლიო, რომ ის საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის. შემდეგი წლები ზიდანი რეალთან ერთან შესანიშნავად თამაშობდა, 2003 წელს ის ესპანეთის ჩემპიონი ხდება. შემდეგ რეალის ჩავარდნის დროება იწყება,რაც ერთის მხრივ გამოწვეული იყო, პერესის შეცდომით, მან მწვრთნელი დელ ბოსკე დაითხოვა და გუნდიდან ყველანაირი ახსნა-განმარტების სანაცვლოდ გაუშვა რეალის იმ დროინდელი კაპიტანი იერო. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზიდანისა და მისი კომპანიისთვის კრახით სრულდება, მაშინ ზიდანმა გადაწყვიტა წასულიყო ნაკრებიდან,მაგრამ საბოლოოდ ის დაუბრუნდა ნაკრებს, დაუბრუნდა რათა კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა მსოფლიოსთვის რომ ის გენიალური ზიზუ იყო.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზიდანი 34 წლის იყო, ალბათ ყველას ემახსოვრება თუ როგორ მოიგო მარტოდ მარტომ ზიდანმა იმ დროისათვის უპირობო ფავორიტს ბრაზილიის ნაკრებს. საფრანგეთი ზიდანის შესანიშნავი თამაშით ფინალს უწია, სადაც მას იტალიის ნაკრები შეხვდა. ის რაც აქამდე არიკადრა არცერთმა ნაკრების ფეხბურთელმა თავის თავზე აიღო მატერაციმ, რომელიც მანამდეც შემჩნეული იყო ბინძური თამაშით, შემდეგ კი მოხდა ის, რაც ყველას კარგად მოეხსენება, ზიდანი მატერაცისტან “უხეშობისათვის” მინდვრიდან გაძევებული იქნა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებმა ის ფინალი თერთმეტრმეტრიანებში დათმო.

a328c6d9cfb3

ალბათ იტყვიან, რომ მას ეს არუნდა გაეკეთებინა და საკმაოდ ბევრმაც გააკრიტიკა იმისათვის, რომ მან პირადი გრძნობები წინ დააყენა ვიდრე გუნდის ინტერესები, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ მას პროვოკაცია მოუწყო მატერაციმ, იმ მატერაციმ რომელიც მანამდეც როგორც ავღნიშნე ართაკილობდა მსგავს ქმედებებს. ზიდანი ფეხბურთიდან წავიდა….. წავიდა თავ აწეული და წავიდა როგორც ფეხბურთის გენია, ის სამჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად და ორჯერ ევროპის, ასეთივე შედეგი მხოლოდ ბრაზილიელ რონალდოს აქვს. ფეხბურთი დაემშვიდობა კიდევ ერთ დიდ ვარსკლავს, კიდევ ერთ დიდ გენიას, რომლის გამოც გვიყვარს ეს სპორტი, ფეხბურთიდან წავიდა ზინედინ ზიდანი – ფრანგი გენიოსი.

მსოფლიო ფეხბურთში ყოველთვის იყო, არის და იქნება კამათი თუ ვინ არის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი: პელე, მარადონა, პლატინი, კრუიფი, კეპმესი, ვან ბასტენი, კლინსმანი, მათეუსი, გულიტი, პუშკაში, დი სტეფანო, პ. როსი, რ. ბაჯო, გარინჩა, ზიდანი, რომარიო, რივალდო, რონალდო, რონალდინიო, კაკა, მესი, ჯერარდი, ლამპარდი, კ.რონალდუ, ფ.ტორესი, ტოტი, რაული, ანრი, დელ პიერო … საინტერესოა თავად ზინედინ ზიდანის მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით:

იცით, ზოგი ამბობს რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მარადონაა, ზოგი – პელე და ა.შ. მე ყველა ჩამოთვლილ ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათ შორის საუკეთესოდ დელ პიეროს ვაღიარებ. მოდით მოგითხრობთ პერიოდს, როდესაც მე დელ პიეროსთან ერთად მიწევდა თამაში იუვენტუსში. ტურინში ჩემი გადასვლა რომ გადაწყდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი იმ დროს არავინ მეგულებოდა. მე ზეპირად ვიცოდი და ვიცი იუვენტუსის უდიდესი ისტორია. ყოველთვის ვადევნებდი თვალს ბებერი ქალბატონის თამაშებს და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი დელ პიეროს უნიკალურ თამაშზე. ჩემი კუმირი პლატინი იყო ბავშვობაში, საყვარელი გუნდი კი – იუვე. ტურინში ჩასვლა ძალიან კარგად მახსოვს და ისიც კარგად მახსოვს თუ როგორ გამიჭირდა იტალიურ ფეხბურთთან შეგუება. მე დიდი გამოცდილების პატრონი ვარ და ვიცი რომ, მხოლოდ იტალიაში შეიძლება გამოიწვრთნას საუკეთესო ფეხბურთელი. სხვაგან არსად, არც ესპანეთში, არც ინგლისში და ა.შ. მე არ მახსოვს ფეხბურთელი, რომელსაც მთელი თავისი კარიერა იტალიაში ისე გაეტარებინოს რომ მუდამ ყოფილიყო დიდების მწვერვალზე, რაღაც დროის შემდეგ ფეხბურთელი ან გარბის იტალიური გუნდიდან ან კრიზისი ეწყება და საბოლოოდ კვდება როგორც ფეხბურთელი. სწორედ ამიტომ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო, რომელმაც მთელი თავისი კარიერის მანძილზე უმაღლეს დონეზე იასპარეზა და ასპარეზობს კიდევ, ხომ ხედავთ მას ასაკიც კი ვერაფერს აკლებს, ”ალექსი” მსოფლიოს მერვე საოცრებაა. ჩვენ ერთად ძალიან დიდხანს ვთამაშობდით და ახლო მეგობრებიც ვართ დღემდე. ვიცი ეხლა იტყვით, რომ ტრავმის შემდეგ იგი ისე აღარ ბრწყინავდა როგორც ძველად. იცით რას გეტყვით ეს ასე არ ყოფილა, ალექსს მიუხედავად ტრავმისა ის მაინც შეუცვლელი იყო მინდორზე. დელ პიერომ მაყურებელი გაათავხედა მიაჩვია, რომ ყოველ თამაშში 2 ან 3 გოლს იტანდა და პლიუს ამას საგოლე პასებსაც იძლეოდა. დელ პიერომ გადაიტანა უმძიმესი ტრავმა, რომლის შემდეგ ფეხბურთის თამაში კი არა, ნორმალურად გავლაც კი უჭირს 99% ადამიანებისა, მაგრამ მიუხედავად ამისა დელ პიერომ სასწაულზე მეტი შეძლო და ისევ დაიწყო ძველებურად თამაში. მე როდესაც მიჭირდა იტალიურ ფეხბურთთან შეგუება, დელ პიერო რჩევებს მაძლევდა, მავარჯიშებდა და სწორედ მისი დამსახურებაა რომ მე დღეს ასე მაფასებენ. იმ პერიოდში, როდესაც დელ პიერომ ტრავმა მიიღო იუვე კრიზისში ჩავარდა, ვერავინ შეცვალა დელ პიერო, ვერც მე… და ამას არასდროს ვმალავდი. მე არასდროს არ მწყინს, როდესაც მეუბნებიან რომ დელ პიერო მე მჯობნის, ეს ხომ ისედაც ნათელია?! თან მე არ ვარ ამპარტავანი ადამიანი და ყოველთვის ვაფასებ სხვის ნიჭს. დელ პიერო როდესაც დაბრუნდა ტრავმის შემდეგ იუვემ თამაში გამოასწორა, იცით ეკრანიდან ჩანდა რომ იგი ძველებურად ვერ თამაშობდა, თორემ მინდორზე ალექსი ყოველთვის საუკეთესო იყო. შეიძლებოდა მთელი მატჩის განმავლობაში არაფერი ეკეთებინა, მაგრამ ერთს გააკეთებდა და დაგავიწყებდა ყველაფერს. დღესაც მახსოვს მისი უნიკალური პასები და გოლები, იცოდეთ რამდენი გოლიც აქ გატანილი, იმაზე ორჯერ მეტი საგოლე პასი აქვს გაკეთებული. ხშირად მისვამენ კითხვას თუ რატომ წამოვედი იტალიიდან, როგორც ავღნიშნე რაღაც დროის შემდეგ სერია ა -ს ვეღარ უძლებ იქ ყოველდღე ახალი ფინტები, ახალი პასები, ახალი დარტყმები და ა.შ. უნდა ისწავლო და დახვეწო, ეს კი მხოლოდ დელ პიერომ შეძლო. შეიძლება ტოტიც თამაშობს იტალიაში მთელი თავისი ცხოვრება, მაგრამ მაგას ფეხბურთის თამაშს არ ვეძახი ან რა მოსატანია . იტალიაში ყველა გუნდი ზეპირად იცნობს თავის მოწინააღმდეგის ფეხბურთელებს. ეს იყო ერთერთი ძირითადი მიზეზი, მე არ მცხვენია ვაღიარო, რომ იტალიაში მომავალი აღარ მქონდა, იქ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები. კიდევ იყო ერთი მიზეზი წასვლისა, მე ყოველთვის ვოცნებობდი რომ ვყოფილიყავი გუნდის ლიდერი, რაც ვერ მოვახერხე იუვენტუსში. ტურინში ღმერთი იყო დელ პიერო, რომელსაც ლიდერობაში ვერავინ შეეცილებოდა. სწორედ ამ მიზეზების გამო დავტოვე იტალია და უნდა ითქვას რომ გამიმართლა რეალში და დიდ წარმატებას მივახწიე. მე ეხლა ვთქვი ის რასაც ყოველთვის ვამბობდი, ვამბობ და ვიტყვი. კიდევ ერთი, ეს ერთი კვირაა ჟურნალისტებმა ამიკლეს, მათ აინტერესებთ რას ვიტყვი რეალის იუვენტუსთან სახლში 0-2 წაგების მიზეზზე, მინდა აქ ვუპასუხო ამ შეკითხვას, რეალის წაგების მიზეზი იყო მხოლოდ და მხოლოდ დელ პიერო, რა ვერ გაიგო ამ ხალხმა(იცინის).

1988-92 კანი
1992-96 ბორდო ინტერტოტოს თასი
1996-2001 იუვენტუსი იტალიის ჩემპიონი:1997, 1998
იტალიის სუპერ თასი:1997
ევროპის სუპერ თასი:1996
საკონტინენტთაშორისო თასი:1996
2001-2006 რეალი ესპანეთის ჩემპიონი:2003
ესპანეთის სუპერ თასი:2001, 2003
ჩემპიონთა ლიგა:2002
ევროპის სუპერ თასი:2002
საკონტინენტთაშორისო თასი:2002
1994-2006 საფრანგეთი 108/31 მსოპლიოს ჩემპიონი:1998
მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი:2006
ევროპის ჩემპიონი: 2000
პირადი მიღწევები
1998, 2000, 2003 ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი
1998 ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი
2006 მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
1998 ჟურნალ მსოფლიო ფეხბურთის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი
2000 ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
2002 ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი
1998 ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი
1997, 2000, 2001 იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი
1998, 2002 წლის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი
1993 საფრანგეთის საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველი
2004 უეფას ოქროს საიუბილეო გამოკითხვა (ბოლო 50 წლის საუკეთესო ფეხბურთელი)

მსგავსი ამბები

Back to top button