არქივი

გოლფსტრიმი მოკვდა!!!

098b334249b7

დედამიწაზე სიცოცხლე ეს-ესაა შეიცვალა. გოლფსტრიმი მოკვდა… თანამგზავრის ბოლო მონაცემებით, გოლფსტრიმის თბილი დინება აღარ არსებობს.

ჩრდილოეთ ატლანტიკის დინებების მთელი სისტემა პლანეტის სითბური რეგულირებისთვის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს. ეს დინება მთელ მსოფლიოს ახალი გამყინვარების პერიოდისგან იცავდა. ამჟამად რიგ ადგილებში ცირკულაციის სისტემა მკვდარია და ის სხვა ნაწილებშიც კვდება.

გოლფსტრიმი – ეს არის “მდინარე” თბილი წყლით, რომელიც ატლანტიკის ოკეანის გავლით მურმანსკამდე აღწევდა და ევროპას ათბობდა, ამავდროულად დინება ევროპას პოლარული ქარისგანაც იცავს.

იტალიელმა ფიზიკოსებმა ექსპერიმენტის დროს ცივი წყლით სავსე აბაზანა გამოიყენეს და წყლის თბილ ხაზებს შეფერილობა მისცეს. შესაძლებელი იყო თბილი და ცივი წყლის ფენების გარჩევა. როცა აბაზანაში ზეთი დაამატეს, ცივ და თბილ ფენებს შორის ზღვარი წაიშალა და დინების სათავეც განადგურდა.

იგივე ხდება გოლფსტრიმის დინებასთან დაკავშირებით მექსიკის ყურესა და ატლანტიკის ოკეანეში. მდინარე “თბილი წყლით”, რომელიც კარიბის აუზის ქვეყნებიდან მოდის, დასავლეთ ევროპამდე ვერ აღწევს. ის კვდება კორექსიტის გამო. Corexit-გამხსნელი, ძირითადად ნავთობის ლაქის გამხსნელად გამოიყენება. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენების უფლება ობამას ადმინისტრაციამ “BP”-ს მისცა. “ბრიტიშ პეტროლეუმ”-მა ეს ნივთიერება იმ ზიანის მასშტაბების დასაფარად გამოიყენა, რომელიც გასული წლის აპრილში “BP”-ს საბურღი პლატფორმის დაზიანებამ გამოიწვია.

გოლფსტრიმის დინების მდგომარეობის შესახებ პირველად იტალიელმა ფიზიკოსმა და თეორეტიკოსმა ჯანლუიჯი ზანგარიმ განაცხადა. ზანგარი ირწმუნება, რომ ნავთობის რაოდენობა გამუდმებით ფართოვდება და ისეთ დიდ ნაწილებს იკავებს, რომ ეს სერიოზულ გავლენას მოახდენს პლანეტის თერმორეგულაციის სისტემაზე.

დამეზარა მე თვითონ წერა, იმიტომ რომ რაც აქ წერია მაინც ეს უნდა დამეწერა დაბარემ დავაკოპირე…

წყარო : www.ambebi.ge

Gio_rock

Fuck This Life....
Back to top button