არქივი

აბა გამოიცანი

a1479425a4f5

თუ ჭკუა არ გიჭრის ნუ შემოხვალ :lol2:

***

ჩემი დაბადების დღის რიცხვი გავამრავლე 12_ზე, თვის რიგითი ნომერი კი (იანვარი-1, თებერვალი-2, მარტი-3 და ა.შ.) 31-ზე, შევკრიბე ეს ორი რიცხვი და მივიღე 444, როდის მაქვს დაბადების დღე?

***

საათი სამ საათზე რეკავს სამჯერ, რასაც სჭირდება სამი წამი დრო, რამდენი წამი დასჭირდება როდესაც ის 7 საათზე 7-ჯერ დარეკავს?

***

გვაქვს 9კგ ფქვილი, სასწორი (თეფშებიანი) და გირები 200გრ და 50გრ, როგორ ავწონოთ სამი აწონვით 2კგ. ფქვილი.

***
თქვენ იმყოფებით კლდის წვერზე რომლის სიმაღლე 100 მეტრია, კლდეზე იზრდება 2 ხე, ერთი კლდის თავზე მეორე კი 50მ-ის სიმაღლეზე. თქვენ გაქვთ 75მ სიგრძის თოკი და დანა რათა საჭიროების შემთხვევაში თოკი გადაჭრათ. როგორ შეძლებთ კლდიდან დაშვებას?

***

1 იანვარს დაბადებული პიროვნების ამჟამინდელი ასაკი მისი დაბადების წლის ციფრების ჯამის ტოლია. რამდენი წლისაა პიროვნება?

პასუხებს 2 დღეში დავდებ, იმედია მოგეწონათ

წყარო: zogadiunarebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button