გასართობისაკითხავიუცნაური

ისტორიული ახალგაზრდები


ეს არის ისტორიული ცნობილი ახალგაზრდების სია, რომლებმაც თავი დაამახსოვრეს ისტორიკოსებს შემდეგი კრიტერიუმებით: ისინი დაიღუპნენ ადრეული ასაკის გამო, წვლილი მიუძღვით ისტორიის წინაშე თავიანთი ასაკის მიუხედავად
ჩვილები:
საფრანგეთის მეფე ჯონ I (1316) – ცხოვრობდა და “მართავდა” სახელმწიფოს 5 დღის განმავლობაში

კლავდია ავგუსტა – ნერონის ქალიშვილი, გარდაიცვალა 4 თვის

იულია დრუსილა – დაიბადა 39 წელს და მოკლულ იქნა მამის, კალიგულას, მიერ 41 წელს

ბავშვები:
ბოლდვინ V (1177-1186) – იერუსალიმის მეფე

მარი ბელი (დ. 1957) – იგი ცნეს დამნაშავედ 2 ბავშვის მკვლელობაში 1968 წელს. მისი მსხვერპლნი გახდნენ: მარტინ ბრაუნი 4 წლის და ბრაიან ჰოუი 3 წლის

ენი დარვინი (1841-1851) – გარდაიცვალა ტუბერკოლოზით 10 წლის ასაკში

ედუარდ V (1470-1483) – ინგლისის მეფე, რომელიც მეფობდა მხოლოდ 78 დღე. ის იყო ინგლისის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მონარქი

ფრედერიკ V ჰოჰენსტაუფენი (1164-1170) – შვაბიის (კულტურული, ისტორიული და ლინგვისტური რეგიონი გერმანიაში) ჰერცოგი 1167 წლიდან სიკვდილამდე. ის იყო უფროსი ვაჟი ფრედერიკ III ბარბაროსას და ელეონორასი, ბურგუნდიის გრაფინიის

ჯონი და ლუთერ ჰტოო (დ. 1987?) – ტყუპი ძმები, რომლებიც ერთობლივად უძღვებოდნენ ღმერთის არმიის პარტიზანულ ჯგუფს – კარენის ეროვნული კავშირის განშტოება ბირმაში. როდესაც ისინი გახდნენ ჯგუფის ლიდერები 1997 წელს, ისინი იყვნენ დაახლოებით 10 წლის.

ლეო II (467-474) – ბიზანტიის იმპერატორი, რომელიც მხოლოდ 474 წლის 18 იანვრიდან 17 ნოემბრამდე მართავდა ქვეყანას. ზენი I-ის და არიადნეს შვილი. ის დაიღუპა უცნობი სენით მართველობიდან მეათე თვეს

ლუი XVII (1785-1795) – საფრანგეთის სამეფოს პრინცი, საფრანგეთის მეფის ლუი XVI-ის და მარია ანტუანეტის ვაჟიშვილი, რომელიც ციხეში გარდაიცვალა

მარგარეტ I (1283-1290) – შოტლანდიის დედოფალი 1286 წლიდან სიკვდილამდე. მისი სიკვდილით დამთავრდა შოტლანდიის მეფეთა ქენმორების დინასტია

თაუერის პრინცები – ედვარდ V (1470–1483?) და რიჩარდი (1473–1483?), იორკის ჰერცოგი, იყვნენ ახალგაზრდა პრინცები, ედვარდ IV-ის და ელიზაბეტ ვოდვილის შვილები, რომლებიც გამოცხადნენ არალეგიტიმურად პარლამენტის აქტის მიერ. მათმა ბიძამ, რიჩარდ III-მ გამოკეტა ისინი ლონდონის თაუერში 1483 წელს, სადაც სავარაუდოდ იქვე დაიღუპნენ

თინეიჯერები:
ტუტანჰამონი – ეგვიპტის ფარაონი ძვ.წ მეთოთხმეტე საუკუნეში. გარდაიცვალა სავარაუდოდ 18 წლის ასაკში

ალექსანდრე IV (ძვ.წ 323-309) – მაკედონიის მეფე. ალექსანდრე დიდის და როქსანას შვილი, რომელიც მოკლულ იქნა კასანდრის მიერ

ფტოლემი XV კეისარი (ძვ.წ 47-30) – იულიუს კეისრისა და კლეოპატრას შვილი, ფტოლემიაკთა დინასტიის უკანასკნელი ფარაონი. ოქტავიანე ავგუსტუსიის მიერ იქნა მოკლული

მარკუს ანტონიუს გორდიანუს პიუსი (225-244) – რომის იმპერატორი 238 წლიდან. ანტონია გორდიანას შვილი. მისი მამის სახელი უცნობია, ამიტომ ბაბუის სახელი დაირქვა. ის მეამბოხე ჯარისკაცებმა იმსხვერპლეს

უილიამ ადელინი (1103-1120) – ინგლისის მეფის ჰენრი I-ის ერადერთი კანონიერი შვილი. დაიღუპა გემის კატასტროფისას

იოლანდა (1212-1228) – იერუსალიმის დედოფალი. მემკვიდრეობად ერგო იერუსალიმის სამეფო სრულიად ჩვილს. 1225 წელს ის დაქორწინდა რომის იმპერატორ ფრედერიკ II-ზე. გარდაიცვალა მათი შვილის კონრადის დაბადებისას

ოლაფ III (1370-1387) – დანიის, ნერვეგიის და შვედეთის მეფე

ჟანა დ’არკი (1412-1431) – ორლეანელი ქალწული, ასწლოვანი ომის გმირი. იგი ქ.რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს

ედუარდ VI (1537-1553) – ინგლისის და ირლანდიის მეფე 1547 წლიდან. ის იყო ტიუდორთა დინაასტის მესამე მონარქი და ინგლისის პირველი პროტესტანტი მართველი. ედუარდი გარდაიცვალა გრინვიჩში 1553 წლის 6 ივლისს სავარაუდოდ ტუბერკულოზით ან დარიშხანის მოწამვლით ან სიფილისით.

თომას ჩატერტონი (1752-1770) – ინგლისელი პოეტი, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 17 წლის ასაკში

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close