საკითხავისასარგებლოუცნაური

“პონი ექსპრესი”


“ველური დასავლეთის” თემა საკმაოდ მიმზიდველია,რადგან არაერთ საინტერესო ფაქტსა და ისტორიას აერთიანებს.დღეს ამ თემიდან ერთ-ერთ საინტერესო ფურცელს გადავშლი,ფურცელს სახელად “პონი ექსპრესი”.

ადამიანთაშორისი კომუნიკაცია ისტორიის ყველა ეტაპზე აუცილებელი იყო,ისტორიის ყველა საფეხურზე არსებობდა საფოსტო მომსახურების არაერთი ჩანასახოვანი თუ სრულყოფილი მეთოდი,იქნებოდა ეს წერილთა გზავნა მტრედებისა თუ “მალემსრბოლი” ადამიანების მეშვეობით… მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახერვარში აშშ_ში შეიქმნა საფოსტო მომსახურების ფირმა “პონი ექსპრესი”-ეს მოხდა 1860 წელს.ფირმა გზავნილებს დანიშნულების ადგილზე გზავნიდა ცხენოსნების საშუალებით,გზა ფათერაკებით სავსე იყო და მძიმე იყო ცხენოსანთა ხვედრი სამუშაო.სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების გამო(ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია სარკინიგზო მიმოსვლის ახალ ეტაპზე გადასვლა) “პონი ექსპრესმა” წელიწადზე მეტი იარსება და შემდეგ გაკოტრდა.
ახლა კი მოკლედ მიმოვიხილავ ამ კომპანიის ისტორიას უფრო დეტალურად.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მომწიფდა იდეა საფოსტო მომსახურების სფეროს განვითარებისა,საკმაოდ დიდი ტერიტორია იყო ასათვისებელი და აშშ_ს ერთი ბოლოდან მეორეში წერილთა და ამანათთა გზავნაც აუცილებელი იყო,ამით ხელისუფლებაც იყო დაინტერესებული და ცდილობდა ყოველივე ახალი იდეის მხარდაჭერას.ასეთი ერთ-ერთი იდეა გაუჩნდა სამ ამერიკელს-უილიამ რასელს,ალექსანდრ მეიორსს და უილიამ უადელს.

დამაარსებელნი

ამ სამეულს ჰქონდა დარეგისტრირებული კომპანია “რასელი,მეიორსი,უადელი”-ეს მეცხრამეტე საუკუნის 50_იან წლებში მოხდა,ხოლო 1860 წელს უკვე ყველაფერი მზად იყო მათი იდეის-საცხენოსნო ფოსტის განხორციელებისათვის და შეიქმნა ფირმა “პონი ექსპრესი”,რომელიც “რასელი,მაიორი,უადელი”_ს ერთ-ერთ განშტოებად იქცა.თუმცა ამ იდეის განხორციელება საკმაოდ დიდ რისკს მოითხოვდა,ეს რისკი კი რამდენიმე ფაქტორით აიხსნება –

1.ფათერაკები გზაზე-ინდიელთა და თავზეხელაღებულ ბანდიტთა თავდასხმის მაღალი რისკი;
2.გასავლელი გზის სიგრძე,რომელიც დაახლოებით 3100 კმ_მდე იყო;
3.დროის სიმცირე-3100 კმ ცხენოსანს 10 დღეში უნდა გადაელახა.

მეორე-მესამე ფაქტორად მოხსენიებული სიგრძე-დრო თავიდანვე გათვალისწინებული იყო,მთავარი მარშრუტი იყო სენტ ჯოზეფი(მისურის შტატი)-წყნარი ოკეანის სანაპირო(საკრამენტოს შტატი),ეს იყო დაახლოებით 3106 კმ,რომელიც 10 დღეში უნდა დაეფარათ ცხენსა და მხედარს.

გასავლელი გზა

თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა სამეულმა გარისკა და დაიწყო მოსამზადებელი სამუშაობები,ჩაიდო დაახლოებით 200 ათასის ინვესტიცია,გაიკვალა გზის ახალი მონაკვეთები,აშენდა 150მდე ახალი სადგური სადაც მხედარი შეივსებდა გზავნილების “აბგას” და მოისვენებდა კიდეც.”პონი ექსპრესში დასაქმდა 120 მხედარი და მათთვის გამოინახა 400მდე ცხენი(უმეტესობა საკმაოდ ძლიერი მუსტანგი).
1860 წლის თებერვალში ყველაფერი მზად იყო კომპანიის ამოქმედებისათვის და სწორედ ამ დროს იწყება მისურისა და საკრამენტოს შორის 10დღიანი “ვოიაჟები”.

აღნიშნვის ღირსია ასევე მხედართა აღჭურვილობა.მათი აღკაზმულობა ასეთი იყო-“კოლტის” რევოლვერი,სამხედრო ქამარი,მონადირის დანა,უნაგირი რომელსაც “მაჩილასაც” უწოდებდნენ.მთავარი ადგილი კი ეკავა ბიბლიას,რომელიც ყველა მხედარს უნდა ჰქონოდა თან-ეს იდეა ეკუთვნის ალექსანდრ მეიორსს,რომელიც საკმაოდ ეკლესიური ადამიანი იყო.
მხედრები ხელფასის სახით კვირაში იღებდნენ 25 დოლარს,რაც საკმაოდ კარგი ჯამაგირი იყო, თუმცა საკმაოდ მძიმე შრომას რაც მხედრების კისერზე იყო ეს 25 დოლარი ვერ აანაზღაურებდა.

1860 წლის 3 აპრილს შედგა პირველი მოგზაურობა და გზავნილის დანიშნულების ადგილზე მიტანა.14 აპრილს მხედარი უკვე სტ. ჯოზეფში ჩავიდა და გაკვალა გზა.ამის შემდეგ არაერთხელ გადაიკვეთა ეს სივრცე და არაერთი “რეისი” შედგა.ასევე დღემდე მოაღწია აღნიშნული ფაქტის ამსახველმა მარკირების ნიშანმა,რომელიც ასე გამოიყურება:

მიუხედავად იმისა,რომ “პონი ექსპრესის” მომსახურებით არაერთი ადამიანი თუ უწყება დაინტერესდა,მაინც აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ბევრი თავს იკავებდა ამ “სერვისით” სარგებლობისგან რადგან ამ მომსახურების ღირებულება საკმაოდ მაღალი იყო.ეს ფაქტი უკვე იმის დასაწყისს მოასწავებდა,რომ კომპანიის ისტორია მალე დასრულდებოდა და ასეც მოხდა 1861 წელს,მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ.

1860 წლის ზაფხულში სიტუაცია საკმაოდ იძაბება ნევადის შტატში სადაც წინააღმდეგობის მძლავრი ტალღა ააგორეს პაიუტის ტომის ინდიელებმა და ყოველივე ეს მცირე ომში გადაიზარდა.ინდიელები მოულოდნელად ესხმოდნენ თავს სამთავრობო შენაერთებს და ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე.შედეგად კი საკმაოდ დიდი ზარალი ნახა “პონი ექსპრესმა”-განადგურდა არაერთი სადგური და გაიძარცვა,უგზო-უკვლოდ დაიკარგა არაერთი ცხენოსანი.

ცალკე აღნიშნვის ღირსია ის თავზეხელაღებული მხედრები,რომელიც გადიოდნენ ამ ფათერაკებით სავსე გზას.მხედრებიდან აღსანიშნავია:უილიამ რიჩარდსონი,რომელმაც პირველმა გაიარა ეს გზა;ასევე ჩარლზ და გუს კლიფი;ჯეკ კიტლი;ლეგენდარული უილიამ კოდი(“ბუფალო ბილი”) და სხვები.

ამათგან ნებისმიერზე შეიძლება საუბარი,მათ ისტორიებზე,თუმცა ყველაზე მეტ ინტერესს მაინც ბუფალო ბილი იწვევს.ის არაერთი ლეგენდისა თუ რეალური ამბავის მთავარი გმირია,მის თავგადასავლებში “პონი ექსპრესსაც” დაეთმო ადგილი.ცნობილია,რომ “პონი ექსპრესისა” და უილიამის გზები ჯერ კიდევ მაშინ დაუკავშირდა ერთმანეთს როცა კოდი სულ რაღაც 15 წლის იყო,ის კალიფორნიისაკენ მიემართებოდა როცა გზად შეხვდა ფოსტალიონ-ცხენოსანი და ამან დიდი დაინტერესება გამოიწვია ახალგაზრდაში.მალევე ის ჩაეწერა “პონი ექსპრესში”.

“ბუფალო ბილი”

იმ დროს ლეგენდები დადიოდა ცხენოსანთა სისწრაფეზე.რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ:

1.”ბუფალო ბილმა” 322 მილი დაფარა 21 საათსა და 40 წუთში;
2.რობერტ ჰასლემმა 120 მილი დაფარა 8 საათში.
იქნებ ეს რეალობაა და არა ლეგენდა,ვინც იცის…

თუმცა ეს სისწრაფე იმ ცხენების დამსახურებაა,რომლებიც სერევდნენ ამ ახალგაკვალულ გზას.არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა როცა ცხენები მიდიოდნენ სადგურამდე მხედრების გარეშე(რომლებიც უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ ტრამალების სივრცეში) და გზავნილები მიჰქონდათ.

ყველაფერს დასასრული ჰქონდა და ასევე დაასრულა “პონი ექსპესმაც” მოღვაწეობა.ზევით არაერთხელ ვახსენე სხვადასხვა წინაღობა რაც ხელს უშლიდა კომპანიის განვითარებას.ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად იქცა რკინიგზის ხაზის განვითარება,ასევე არარენტაბელურობა ბიზნესისა(სამეული მალე დარწმუნდა,რომ იმ 200 ათასიან ინვესტიციას ვერ ამოიღებნდნენ),ასევე სამოქალაქო ომის “დენთის კასრზე” ყოფნა… მოხდა თავმოყრა პრობლემებისა,იქცა “ბარიკადად” და 1861 წლის ოქტომბერში კომპანიამ არსებობდა შეწყვიტა.1866 წელს “პონი ექსპერესის” ნარჩენი აქტივები შეიძინა კომპანია “ველშ ფარგომ”(ეს კომპანია დღესაც არსებობს და საქმიანობს საფინანსო-სადაზღვეო მიმართულებით) 1.5 მილიონ დოლარად.მაგრამ ეს გარიგება არ ნიშნავდა “პონი ექსპრესის” გაცოცხ;ებას,მიუხედავად ამისა ცხენოსან-ფოსტალიონთა “რაზმი” დღესაც ახსოვთ და მრგვალ საფოსტო საიუბილეო თარიღები ისე არ ჩაივლის,რომ არ ახსენონ,არ გამოუშვან მარკა წარწერით – “Pony Express”.

გადავხედოთ რა ხდებოდა 1861 წლის შემდეგ და როგორ იხსენებდნენ “პონი ექსპრესს”:

აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:აშშ_ს ფოსტის ემბლემა გარკვეული პერიოდის მანძილზე იყო “პონი ექსპრესის” ლოგო,1960 წელს 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოუშვეს მარკა კონვერტით-იხილეთ ფოტო

ასევე 1994 წელს გამოშვებული მარკათა სერია-“ველური დასავლეთის ლეგენდები”.სადაც რამდენიმე მარკაზე ფიგურირებს “პონი ექსპრესი”:

სენტ ჯოზეფში უკვდავყეს მრავალჯერ ნახსენები კომპანია და ძეგლიც დაუდგეს.

“პონი ექსპრესის” ისტორია არაერთ დეტალს მოიცავს,მე კი შევეცადე მოკლედ მიმოხილვა საინტერესო ფაქტებისა.ფაქტი ისაა,რომ ამ იდეის სამი “გენერატორის” საქმემ გაამართლა,მართალია მათმა ბიზნესმა კრახი განიცადა,მაგრამ “პონი ექსპრესი” ყველას დაამახსოვრდა როგორც მიმზიდველი,გარკვეულწილად იქნებ რომანტიულიც და რათქმაუნდა პატივსაცემი იდეა რომელიც დავიწყებას არ ეძლევა…

P.S.რაც შეეხება “ველურ დასავლეთს”,ვისაც გინდათ ესტუმროთ ამ სივრცეს თქვენი კომპიუტერით. დაკავდით “ბრაუზერ” თამაშით The West.მე პირადად ძალიან მომწონს ეს თამაში და სცადეთ იქნებ დაგაინტერესოთ.აი ლინკიც The West

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close