Day of the Dead
ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული მექსიკაში – Day of the Dead
მექსიკელები განსაკუთრებული ხალხია,კიდევ ვის მოუვა აზრად მიცვალებულების დღე გადააქციოს დღესასწაულად. ეს დღესასწაული ყველაზე პოპულარულია მექსიკაში. ამ დღეს მექსიკელები მიდიან სასაფლაოებზე, ცეკვავენ და ერთობიან.
ამ ტრადიციის ფესვები, მოდის 2500-3000 წლებიდან. ეს ზეიმი იმართება Aztec კალენდარით მეცხრე თვეს,მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ დღესასწაულს შეუერთდნენ ესპანელებიც, დღესასწაული გადაიტანეს ოქტომბრის ბოლოს – ნოემბრის დასაწყისში,- 31 ოქტომბერს. ამ დღეს იხსენებენ გარდაცვლილ შვილებს რომელიც გრძელდება პირველი 2 დღე და ეწოდება “პატარა ანგელოზის დღე”
“მიცვალებულების დღე”-ს მექსიკის ქუჩებში გამოდიან ადამიანები რომელთაც აცვიათ მდედრობითი ჩონჩხის კოსტიუმები :D რომელსაც Katrina ეწოდება. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ადამანები იცვამენ მუქ ფერებში და იმართება სამგლოვიარო პროცესია. ხოლო დანარჩენები კი უპირატესობას ანიჭებენ გართობას ისინი მღერიან სვამენ და ცეკვავენ.
საღამოს ისინი მიდიან სასაფლაოებზე, სადაც მათი ახლობლები არიან დაკრძალულნი. მექსიკელები ხუმრობით ამყარებენ კავშირს გარდაცვლილ სულებთან. ამის შემდეგ კი იწყება სასაფლაოზე მხიარულება, ხალხი- ცეკვავს, მღერის,სვამს. დლით კი ბრუნდებიან სახლში.
დღესასწაულის მთავარი სიმბობლო არის – თავის ქალა.
ეს მექსიკური ტრადიცია გაგახსენებთ ჰელოუინს..
P.S თურმე რუსული არც ისე ცუდად მცოდნია :P :D