არქივი

თეთრი სახლი

88b01124606e

თეთრი სახლი (ინგლ. White House) — აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია და კანცელარია ვაშინგტონის ცენტრში (1800-იდან). სახელი ეწოდა შენობის ფერის გამო. 1792 წელს ააგეს, 1814 ინგლისელებმა დაწვეს, ოთხი წლის შემდეგ აღადგინეს. ხშირად “თეთრი სახლს” უწოდებენ აშშ-ის მთავრობას პრეზიდენტის მეთაურობით. .

859a812fcb73

(1812.წ.) თეთრი სახლის მშენებლობა 1792 წელს დაიწყო და დასრულდა 1800 წელს. იგი ორჯერ გადააკეთეს.
44f51ad0f4ed

7eedb2933e78

9aa1819cc2e8

დღეისათვის მისი მთავარი ნაწილი 132 ოთახისაგან შედგება პირველი და მეორე სართულის ოთახების უდიდესი ნაწილი ოფიციალური ცერემონიალებისათვის არის განკუთვნილი. მესამე სართული კი – მხოლოდ პრეზიდენტის და მისი სტუმრებისათვის.1db2a887c951მსოფლიოში სახელგანთქმული ოვალური კაბინეტი მოთავსებულია პირველი სართულის მარჯვენა ფრთაზე, პრეზიდენტის სამუშაო მაგიდა მუხისაა.

1dc103759f8c
ეს მაგიდა ისე როგორც ბევრი ნივთი ამ კაბინეტში, ისტორიულია. მაგიდა აშშ-ის პრეზიდენტს აჩუქა ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ.

პირველი სართულის სამხრეთი ფრთის ფართო ჰოლში პრეზიდენტი იღებს სტუმარი სახელმწიფოს მეთაურებს. ოფიციალური სადილის დაწყების წინ საპატიო სტუმრებს პრეზიდენტი იღებს ყვითელ სალონში, რომელიც მოთავსებულია მეორე სართულის ცენტრალურ ნაწილში. შემდგომ სტუმრებთან ერთად ჩადის ქვედა სართულზე, სადაც განლაგებულია სამი სალონი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის პრეს-კონფერენციისათვის არის განკუთვნილი.

შენობის დასავლეთ ნაწილში ოფიციალური სადილების დარბაზია, სადაც ერთდროულად 140-მდე კაცი თავსდება. მასიურ ბუხარზე ამოტვიფრულია შენდეგი სიტყვები: „ზეცას ვთხოვ, დალოცოს ეს შენობა და ყველა, ვინც ამ სახლში იცხოვრებს! დაე, იყოს პატიოსანი და ბრძენი ის ადამიანი, რომელიც ამ სახლიდან მართავს ქვეყანას“. აქვე მოთავსებულია ამავე დანიშნულების მეორე უფრო მცირე დარბაზი.
მესამე სართულზე ოფიციალური დასასვენებელი ოთახებია სტუმრებისათვის და ოჯახის წევრებისათვის. საერთო ჯამში ამ შენობაში 22-მდე ოთახია ოფიციალური მიღებისა და საზეიმო ცერემონიალებისათვის. აქვეა დამხმარე სათავსოებიც: სამზარეულო, სარემონტო და სხვა.
თეთრ სახლში ბევრი ძვირფასი ნივთია: ხალიჩები, გობელენები, ბროლი, ნახატები. პარკში რამდენიმე აუზი და ჩოგბურთის კორტია.

3518e86b2f33

8b168ef5e886

4ea189407bd1

8e8702fa597b

aa4d4599ab30

256dcabd225a

06eb5ccb5a22

(ჩემი პირველი პოსტია,იმედია მოგეწონათ)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button