საკითხავისასარგებლოუცნაური

ყველაზე ცნობილი მწითურები


დაახლოებით ადამიანების 1-2 % აქვს წითელი თმა. ეს ხდება უფრო ხშირად (2-6 %) ჩრდილოელ და დასავლელ ევროპელებში, ასევე მათ შთამომავლებში და უფრო დაბალი სიხშირით დანარჩენ მსოფლიოს მასშტაბით. პოსტში ვისაუბრებთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მწითურების შესახებ

ნაპოლეონ ბონაპარტი

ნაპოლეონ ბონაპარტი (1769 – 1821) – ფრანგი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფრანგეთის რევოლუციაში, რის შემდეგაც თავი გამოაცხადა საფრანგეთის იმპერატორად 1804 წელს. იგი იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, როგორც საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-კონსული 1799-1804 წ.წ. და შემდგომ როგორც “ფრანგთა იმპერატორი” 1804-1815 წ.წ., იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წ.წ. და რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814 წ.წ. იგი გადაასახლეს ორჯერ და საბოლოოდ ისევე როგორც მისი მამა, კუჭის კიბოთი გარდაიცვალა წმინდა ელენეს კუნძულზე.

კლეოპატრა

კლეოპატრა (ძვ.წ. 69 – 30) – ეგვიპტის ქალი მართველი, რომელმაც ჩამოაყალიბა პოლიტიკური კავშირები და რომენტიკული ურთიერთობები იულიუს კეისართან და მარკუს ანტონიუსთან. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რათა რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის ტყვედ არ ქმნილიყო. ძველი რომაული წყაროები ასეთ ინფორმაციასაც კი გვაწვდიან: ”ის იმდენად გარყვნილი იყო, რომ ხანდახან მეძავობდა კიდეც, მისი სილამაზით დაბრმავებულ ბევრ მამაკაცს, მასთან ერთი ღამის გატარების საფასურად, თავიც კი წაუგია”.

იუდა ისკარიოტელი

იუდა ისკარიოტელი – იესო ქრისტეს ერთ-ერთი მოწაფეთაგანი, რომელმაც უღალატა და 30 ვერცხლად გაყიდა. შეაპყრობინა იუდეველთა მGვდელმთავრებს და რომლებმაც რომაელების დახმარებით ჯვარს აცვეს. მათე მოციქული თავის სახარებაში წერს: “და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ იხილე! და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა”.

თომას ჯეფერსონი

თომას ჯეფერსონი (1743 – 1826) – აშშ-ს მესამე პრეზიდენტი 1801-1809 წლებში. ჯეფერსონი იყო “აშშ-ისდამოუკიდებლობის დეკლარაციის” მთავარი ავტორი. პრეზიდენტობის დროს მისი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო 1803 წელს ნაპოლეონისგან ლუიზიანის ტერიტორიის შესყიდვა. ტომას ჯეფერსონი 1826 წლის 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს გარდაიცვალა. ამავე დღეს დაიღუპა მისი პოლიტიკური მეტოქე ჯონ ადამსი და მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ჯეფერსონი ჯერ კიდევ ცოცხალია“. ჯეფერსონს თავის ცხოვრების უდიდეს დამსახურებად მიაჩნდა სამი რამ: ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის დაწერა, ვირჯინიის უნივერსიტეტის დაარსება და რელიგიური თავისუფლების ქანდაკება რომელთა დაწერაც ისურვა საფლავზე. ჯეფერსონის პორტრეტი 2 დოლარიან ბანკნოტზეა გამოსახული. მას ეკუთვნის გამონათქვამი: „მე არ შემიძლია წიგნების გარეშე ცხოვრება“

ვინსენტ ვან გოგი

ვინსენტ ვან გოგი (1853 – 1890) – ჰოლანდიელი პოსტ-იმპრესიონისტი მხატვარი. მის სამხრეთის მზით განათებულ მოციმციმე პეიზაჟებში ჩანს ჰარმონიის, მშვენიერებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვა; იმავე დროს ვან გოგი ქმნის სიმარტოვითა და უმწეობით დატანჯულ ადამიანთა ტრაგიკულ სახეებს. 80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, რის შედეგად 1890 წელს ოვერ-სიურ-უაზის საავადმყოფოში თავი მოიკლა.

სერ უინსტონ ჩერჩილი

სერ უინსტონ ჩერჩილი (1874 – 1965) – ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940—1945 და 1951—1955 წლებში. ის მონაწილეობდა ანგლო–სუდანის ომში. 1953 წელს იგი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.

მეფე დავითი

მეფე დავითი (1037 – 967 ძვ.წ) – ისრაელის მეფე, რომელმაც დაამარცხა ფილისტინელი გიგანტი გოლიათი. დავითი განსაკუთრებით კარგად უკრავდა ქნარზე. მანვე შექმნა ფსალმუნების წიგნი.

ჯეიმზ ჯოისი

ჯეიმზ ჯოისი (1882 – 1941) – XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირლანდიელი მწერალი და პოეტი. ჯოისის შემოქმედებას ეკუთვნის მისი ყველაზე გახმაურებული რომანი “ულისე (1922 წ.) და ნოველა “ფინეგანის სამძიმარი” (1939). 1941 წლის 11 იანვარს თვალის მორიგი ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციის შემდგომ იგი კომაში ჩავარდა და მხოლოდ 1941 წლის 13 იანვრის ღამის ორ საათზე, ორი დღის შემდგომ, მოვიდა გონს. მისი პირველი მოთხოვნა გახლდათ, სასწრაფოდ დაკავშირებოდნენ მისი ოჯახის წევრებს, ვიდრე კვლავ დაკარგავდა გონებას. ოჯახმა ჯოისს ვერ მოუსწრო, ვინაიდან ის კომადან გამოსვლიდან 15 წუთში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს ციურხში ფლუნტერნის სასაფლაოზე, ციურიხის ზოოპარკთან. როგორც ცნობილია, ნორა ჯოისმა ირლანდიის მთავრობას მიმართა თხოვნით, მისი მეუღლის ცხედარის გადასასვენებლად ირლანდიაში, თუმცა მისი მოთხოვნა უგულვებელყოფილ იქნა.

ვლადიმერ ლენინი

ვლადიმერ ლენინი (1870 – 1924) – რუსი რევოლუციონერი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს შემქმნელი. ლენინი იყო არქიტექტორი საბჭოთა კავშირის და რუსეთის რევოლუციის, რომელიც 1917 წელს მოხდა. მისი დაცული ორგანო გამოფენილია მის მავზოლეუმში წითელ მოედანზე, მოსკოვში.

ელისაბედ I

ელისაბედ I (1533 – 1 603) – ინგლისისა და ირლანდიის ტიუდორი დედოფალი 1559-1603 წლებში. ქალწული დედოფალი მეტსახელი შეარქვეს, ვინაიდან იგი არასდროს ყოფილა დაქორწინებული. მას ასევე უწოდებდნენ „გლორიანას“ და „კეთილ დედოფალ ბესის“ . ელისაბედის მმართველობის წლები ძირითადად დაკავშირებულია კულტურის აყვავებასთან. მისი მეფობის პერიოდში მოღვაწეობდნენ: შექსპირი, მარლოუ, ბეკონი და სხვ. ელისაბედის ცხოვრების უკანასკნელ დღეებში,მისი უახლოესი მეგობრების სიკვდილმა მის ჯანმრთელობაზე ძალიან სერიოზულად იმოქმედა რამაც დააჩქარა დედოფლის გარდაცვალება. 1603 წლის თებერვალში ის ჩავარდა ღრმა დეპრესიაში, მელანჰოლიაში. 1603 წლის 24 მარტს ის გარდაიცვალა რიჩმონდის სასახლეში და დაკრძალეს ვესტმინსტერის სააბატოში.

P.S ეს კი ყველაზე ცნობილი უცნაურელი მწითური Hamsteruka :) იმედია არ გამიბრაზდება :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close