კერძო წყალქვეშა ნავი -„სუბმარინი“
რუსეთში გამოჩნდა ხელთნაკეთი პირველი კერძო წყალქვეშა ნავი (submarine). მისი დამაარსებელი და შემქნელია მიხაილ პუჩკოვი. რა თქმა უნდა, ნავი პატარა ზომისაა-მხოლოდ და მხოლოდ 5 მეტრის, და არსებითად მხოლოდ 1 ადგილიანია; მიუხედავად ამისა, მას შეუძლია განავითაროს სიჩქარე 4 კვანძამდე და თქვენ წარმოიდინეთ აქვს საკმაო მოქმედების და მსვლელობის რეზერვი- 400 კმ-ზე ცოტა მეტი.
რასაკვირველია , კიდევ არის სხვა მინი -წყალქვეშა ნავი Nemo-100, რომელიც განკუთვნილია ორ ადამიანზე – გერმანულმა ტურისტულმა კომპანიამ Nemo Tauchtouristik GmbH & Co KG ჩაატარა ამ ნავის პირველი შემოწმება. Nemo 100 -მ ტესტი გაიარა წარმატებულად და კომპანია განაგრძობს სიახლეების შეტანას წყალქვეშა ნავებზე და არ იშურებს ფიანასებს;
რასაც ვერ ვიტყვით მიხაილ პუჩკოვის კერძო წყალქვეშა ნავზე; მან დაფინანსების გარეშე, იყენებდა რა მხოლოდ თავის სახსრებს დააპროექტა და ააშენა პირადი წყალქვეშა ნავი-სუბმარინი.
იგი წარმოადგენს წყალქვეშა ნავს, რომლის ჰერმენტული მყარი კორპუსი საშუალებას იძლევა, მასში მყოფმა მიხაილ პუჩკოვმა წყალქვეშა სამყარო მთელი მისი დიდებულებით, 360-გრადუსიანი პანორამით იხილოს.
აპარატის წყალში ჩაშვების მაქსიმალური სირღმე 300 მეტრია. მიხეილმა აღჭურვა თავისი „სუბმარინი“ შეტყობინების ავარიული სისტემით, მექანიკური სახელური-მანიპულატორით, დიოდის ნათურების ფანრებით და სხვა მაღალტექნოლოგიური ელემენტებით. წყალქვეშა აპარატი მოქმედებაში მოდის ლითიუმ-იონური ბატარეების საშუალებით, რომელთა წყალობითაც ის დამუხტვის გარეშე 8 საათის განმავლობაში მუშაობს.
ეს „სათამაშო“ გათვლილია მფლობელისთვის, რომელიც ოკეანის ცხოვრების საიდუმლოებებს იკვლევს და მიხეილი, ამ ნავის მფლობელი წყლისქვეშა სამყაროს ფანატიკოსია . ის პროფესიით ოკეანოლოგია და 2 წლის წინ დაინიშნა ოკეანოლოგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
აღნიშნული აპარატის პოტენციული მყიდველების რიგი იზრდება და იზრდება, მაგრამ მიხეილი სასტიკ უარზეა !
მიხეილმა თავის წარმოდგენაში იცის, თუ რა იმალება ოკეანის დაუსაბამო ჰორიზონტის ქვეშ…
რა საიდუმლო იმალება ოკეანის სიღრმეში? ეს კითხვა მას მოსვენებას არ აძლევს დღემდე; არა ნ მარტო მას, არამედ მთელ კაცობრიობას საუკუნეთა განმავლობაში აინტერესებდა, რა მოელოდა პირქუშ უფსკრულში, რომელიც შიშის ზარს სცმდა და იმავდროულად თავისთან უხმობდა.
მიხაილ პუჩკოვი მიეკუთვნება იმ მოგზაურთა რიგებს, რომელთაც ცდა არ დაუკლიათ, რათა ოკეანის საიდუმლოს ჩასწვდომოდნენ და იმედს არ კარგავს მიხეილი, რომ თავისი „სუბმარინით“ შეძლებს მცირედი ინმფორმაციის მოპოვებას ოკეანის სიღრმეში…