არქივი

ყოველივე ქართული . . .

b297deafc685
სანამ დაპირებულ ქართული ენის გენეალოგიურ ხეს დადებს სალო, მანამდე მოგაწვდით ქართული ენის და საერთოდ ქართველების წარმოშობაზე რამოდენიმე ცნობას, რომლებიც შეკრებილია ერთი ყოველივე ქართულზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცის ბატონი კობა ჭუმბურიძის მიერ.

უძველეს ისტორიულ წყაროებში მრავალი საინტერესო ცნობა მოიპოვება ჩვენი ერის შესახებ.
დავიწყოთ იმით, რომ, ჩვენი მიწა ერთ-ერთი პირველი კერა ყოფილა ადამიანის მოდგმისა. ამის დასტურია დმანისში ნაპოვნი უძველესი ევროპელი ჰომინიდი, რომელიც აქ 1,8 მილიონი წლის წინ სახლობდა. იქნებ სწორედ მისი შთამომავალი გამრავლდა და განეფინა ხმელთაშუა ზღვიდან სპარსეთის ყურემდე, ხოლო მოგვიანებით, მცირეოდენ აჭრელებული, რიგ მიზეზთა გამო, ისევ საწყის წერტილში შეიკუმშა და ქართულ ეთნოსად იწყო დადგინება.

ბიბლიაში, თავში “პირველი ნეშტთა”, პატრიარქ ნოეს ახლო შთამომავალთა შორის მოიხსენიებიან:
– ნოეს ძის, იაფეთის ვაჟები – თუბალი და მეშექი.
– ნოეს ძის, ქამის შვილიშვილი – ხეთი
– ნოეს ძის, სემის ვაჟი – ასევე მეშექი
– ლამექის ძე – თუბალ-კაინი
– ციბყონის ძე – აია
– სემისა – ელამი
ეს სახელები იმიტომ გამოვყავი, რომ ისინი წინარექართულ, ან მათ მონათესავე ტომთა დასახელებებს ემთხვევიან.

ძვ. წ. XV საუკუნეში ქასქებს ხეთთა დედაქალაქი ხათუსა დაურბევიათ. საუკუნის შემდეგ ამ ტომს ხეთთა სახელოვანი მეფის, სუფილულუმას ძე – მურსილი II შებრძოლებია. საინტერესოა, რომ თვით სუფილულუმა ხელშეკრულებებში მოიხსენიება გამოთქმით “ჩემი მზე” (შეადარე ჩვენებური გამოთქმა “ჩემმა მზემ”).
ქასქების საზოგადოება სამხედრო დემოკრატიის პრინციპით ყოფილა მოწყობილი.

ლეგენდარული ქალაქის ტროას სახელი გადმოცემით ფრიგიის მეფის, ერითრონოსის ძის ტროსის სახელს უკავშირდება. ფრიგია კი, როგორც ცნობილია, მუშქებით იყო დასახლებული. იქნებ ამით აიხსნება, რომ ტროას ომში ქართველ ტომთა ერთი ნაწილი ტროელთა მხარეს იბრძოდა (ჰომეროსი პირდაპირ მიუთითებს ჰალიძონებს (ხალიბებს), რომელთაც ოდიოსი და ეპისტროფოსი სარდლობდნენ). გარდა იმისა, რომ ხალიბები ვერცხლის მოპოვებით იყვნენ ცნობილნი, ანტიკური სამყარო მათ რკინის პირველდაუფლებასაც მიაწერს.

“იტალიის წარმოშობა”

გადმოცემის თანახმად იტალიას სახელი აქ გადმოსახლებული სიკულების (სიცილიელთა) მეფის, ოდისევსისა და ცირცეს (აეტის დის) შვილიშვილის, იტალოსის სახელის მიხედვით ეწოდა.

სწავლულთა აზრით ცირცე არის მცდარი წარმოთქმა სახელისა კირკე, რაც ბერძნულად შევარდენს ნიშნავს და აგრეთვე წრეს, მრგვალს. ასევე არის მისი დაკავშირების მცდელობა სვანურ სიტყვასთან – ლიკირკე (გაგორება). იქნებ უფრო ბუნებრივია მისი ახსნა იმ ენაში ვეძიოთ, რომელზეც მისი ნათლია მეტყველებდა. ცირა მეგრულად მცირეს, პატარას ნიშნავს. შეადარე მეგრულსავე სახელს – ცოტნე (ცოტა, პატარა).

ასურულ ლურსმულ ტექსტებში მოხსენიებულია ქართული ტომები, რომელთა წინააღმდეგაც ასურეთი ძველი წელთაღრიცხვის XI-დან VIII-ე საუკუნემდე აწარმოებდა ბრძოლას. მუშქებთან ერთად ესენი გახლავან თუბალები და ქასქები.

“ურარტუ”

ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს ურარტული სიტყვები : არწიბი – არწივი ; ათიბი – ათი ათასი ; ათუ – შეჭმა, განადგურება (ჩვენში ბავშვს, ლუკმის გადაყლაპვის მერე, აჩვენებენ ცარიელ კოვზს და ეტყვიან – ათუ). ასევე საინტერესოა ურარტული გამოთქმები “ივრი ალალე” (უფალო ალალე), “თარი ალალე” (ძლიერო ალალე), “არი ალალე” (მომეც ალალე)…

ურარტუს დამხობის შემდეგ სახელმწიფოებრივმა ცენტრებმა ჩრდილოეთით გადაინაცვლეს, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ორი ქართული სახელმწიფო – იბერია და კოლხეთი.

ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს ურარტული სიტყვები : არწიბი – არწივი ; ათიბი – ათი ათასი ; ათუ – შეჭმა, განადგურება (ჩვენში ბავშვს, ლუკმის გადაყლაპვის მერე, აჩვენებენ ცარიელ კოვზს და ეტყვიან – ათუ). ასევე საინტერესოა ურარტული გამოთქმები “ივრი ალალე” (უფალო ალალე), “თარი ალალე” (ძლიერო ალალე), “არი ალალე” (მომეც ალალე)…

ურარტუს დამხობის შემდეგ სახელმწიფოებრივმა ცენტრებმა ჩრდილოეთით გადაინაცვლეს, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ორი ქართული სახელმწიფო – იბერია და კოლხეთი.

______________________________________________________________________________

ეს მცირე ისტორია . . .

ეხლა შუმერები – სანამ ამაზე გავაგრძელებ, ვფიქრობ ირაკლის უნდა გავცე პასუხი “ერესზე და ეთნოფილეტიზმზე”, ალბად ირაკლი ერესზე იმიტომ ლაპარაკობს რომ ავტორს ანბანი მოხსენიებული ყავს როგორც
ღვთაებრივი და ეთნო . . . (ვერაფრით ვერ დავიმახსოვრე :) ) იმიტომ რომ ლაპარაკია როგორც ქართველების ზეაღმატებულებაზე  . . . თუ ვცდები ან ვერ გავიგე მაპატიეთ :) ქართული ენის შექმნაში იმდროინდელ ქურუმებს დიდი წვლილი უდევთ აქედან მისი ღვთაებრიობაც, და ასევე ერის აღმატებულობაც, თვით რომაელებიც კი მსოფლიოს რომაელებად და ბარბაროსებად ყოფდნენ, აქედან ერის აღმატებულებაც და რა გასაკვირია რომ ჩვენ ქარტველებსაც ჩვენი თავი თავი ყველაზე მაგრები გვგონია – “რაც მაგრები ვართ . . .” ამაშიც დადანაშაულება მგონი არ ღირს. . .

(წარმართული ღვთაებანი)

“ბჟა დიდა რე ჩქიმი, თუთა მუმა ჩქიმი”
ჰაუუ, როდინდელი ლექსი

ჩვენი წინაპრი სამყაროს მიწად და ცად ჰყოფდა. მიწა დედა იყო, ცა მამა. ამიტომ კოლხები და ტიბარენები მიცვალებულ დედაკაცს მიწას აბარებდნენ და მამაკაცს კი ხარის ტყავში გახვეულს მაღლა ხეზე ამაგრებდნენ საგანგებო ჭალაში. მათთვის მიუღებელი იყო მიცვალებულის დაწვა.

ბერძნული წყაროებით გეა და ურანოსი კოლხური პანთეონის ღმერთები არიან.
საინტერესოა, რომ შუმერთა სამყაროც ასეა მოწყობილი – მიწა, ცა და შუაშრე, რომელიც ატმოსფეროცაა და მასში მოძრავი მზეც, და ამ შუაშრეს ჰქვია “ლილ” (გაიხსენეთ სვანური “ლილეო”).

აქვე ნახევრადხუმრობით შეიძლება გავიხსენოთ ერთი შუმერული ანდაზა – “სიკვდილი არ აგვცდება და ვხარჯოთ, რაც გაგვაჩნიაო”.

ამ პრინციპით დღეს ჩვენს მეტი ალბათ აღარავინ ცხოვრობს.

აქვე უნდა ითქვას, რომ შუმერულ ცივილიზაციის მიღმა მიგნებულია მისი წინამორბედი, ჯერჯერობით დაუდგენელი ხალხის მიერ შექმნილი კულტურა, და ეს მსგავსებანიც თითქოს იქიდან უნდა მომდინარეობდეს.

დაახლოებით შვიდი ათასი წლის წინ მოთხრობილ ამ შუმერულ ამბავში მოყვანილი ყველა დასახელება უკლებლივაა შემონახული ჩვენს ენაში: აბზუ სიცოცხლის წარმომშობი წყლის სტიქიაა, აბზუს მეუფემ, სიბრძნის ღმერთმა ენქიმ, ერედუში (შეადარე ჩვენებური ერედვი ან არადუ) ააგო ტაძარი ეენგურა (აბზუს სინონიმია). აბზუს წიაღში იმალება საიდუმლო ძალა, სახელად – მე. აბზუსა და მისი მეუღლის, თიამათის წყალთა შერევით იშვა ღმერთების პირველი თაობა – ლახმუ და ლახამუ.

შუმერული თქმულებით ენლილმა შექმნა ადამიანი და კაცთა მოდგმას მხოლოდ მასთან ჰქონდა ურთიერთობა. დანარჩენ ღმერთებს შეშურდათ და დაიწყეს ჩარევა, რის შედეგადაც ადამიანებს მოევლინა შიში, ავადმყოფობა, მტრობა.

მრავალღმერთიანობის მიმართ ასეთი მტრული დამოკიდებულება ფანტაზიის ნიადაგზე ვერ აღიძვრებოდა. იგი წინა ცივილიზაციის გამოცდილების ანარეკლი უნდა იყოს. თიხის ფირფიტაზე წერა, ანუ ინფორმაციის გამძლე ფორმით შენახვაც შესაძლოა დიდი კატასტროფის მწარე გამოცდილებით იყოს ნაკარნახევი.

გავიხსენოთ უძველესი ქართული ლექსი: “მზე დედაა ჩემი, მთვარე – მამა ჩემი” – მთვარე სულ რამდენიმე ხალხის მითოლოგიაშია მამრი – შუმერთა, ასურელთა, ქარანელთა და წინარექართველთა. და არა მხოლოდ მამრი, მთვარე წინგამძღოლი ღვთაება იყო – ერთი უძველესი მეგრული ლოცვა ასეც იწყება – თუთაში ჯღვერი (მთვარევ წინამძღოლო).

თუმც, როგორც ჩანს, რაღაც პერიოდში შუმერთა მზის ღმერთი მამრიც იყო, რადგან ასევე წყაროების თანახმად შუმერული ქალაქი ლარსი იყო მზის ღმერთ შამაშის და მისი ცოლის – აიას კულტის ცენტრი. ლამარიც(!) აქაური ქალღვთაებაა.

შუმერულ პანთეონთან კავშირს ამჟღავნებს მესაქონლეთა მფარველი ღვთაება ანატორი (ხევს.), ანთარი (მეგრ.), აითარი (აფხ.). (ან – შუმერში ზოგადად ღვთაებას ერქვა, ტორი (ტური) კი სახელია, იქნებ ხარის (ტაურუს).

ჩვენი წარმართული პანთეონის ღვთაება თარხონი, ისევე როგორც ეტრუსკული ტარკონ, ამინდის ხეთურ-ლუვიური ღვთაება თარხუნთიდან უნდა მოდიოდეს.

აქვე ეტრუსკული ჭექა-ქუხილის ღვთაება ტინიაც გავიხსენოთ (შეადარე ათინათს).

ოთხი ათასიოდე წლის ხეთური მითი მოგვითხრობს: – ამინდის ღვთაება ტელეფინუს რაღაც ეწყინა, გაბრაზებულმა ქვეყნის კიდეს მიაშურა და იქ სადღაც მიეძინა. ხანგრძლივი უშედეგო ძებნის შემდეგ ღვთაება ჰანაჰანამ (ნინთუმ) ფუტკარი გაუგზავნა, რომელმაც ნესტრის ჩხვლეტით გააღვიძა ტელეფინუ და აღდგა ბუნებრივი ციკლი.

ამავე მითის მიხედვით მარადმწვანე ხეზე “ეია” ჰკიდია ცხვრის ტყავი (საწმისი), რომელშიაც სანოვაგესთან ერთად მოთავსებულია ხანგრძლივი სიცოცხლე და შთამომავლობა (ანუ – ეს საწმისი ღვთაებრივი ნივთია).

ეს ნიშნავს, რომ მითი ტელეფინუზე ცნობილი იყო ბერძენთათვის.
გასული საუკუნის დასაწყისში ი. ჯავახიშვილმა ივარაუდა, რომ სვანური რიტუალი “მელია-ტელეფია” შესაძლოა ყოფილიყო ნაშთი ღვთაება ტელეფინუსთან დაკავშირებული ბუნების გაღვიძების ამსახველი უძველესი ხეთური რიტუალისა.

“მელია-ტელეფიას’ რიტუალი ერთი ნაწილია ქვემოთაღწერილი “ლიმურყვამალის” დღესასწაულისა და იგი უძველესი სახით არის ჩვენამდე მოღწეული.

. . .

მე მგონი ბევრი დავწერე და სიმართლე ვთქვა თუ ეს ყველამ წაიკითხა სასიამოვნოდ გახარებული ვიქნები და კიდევ ბევრ რამეს დავწერთ მე და სალო :)

პატივისცემით

სალოს მამა


მსგავსი ამბები

Back to top button